x
მეტი
  • 25.02.2025
  • სტატია:140547
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513360
როგორ გავიგოთ გვაწუხებს თუ არა ლაქტოზის აუტანლობა

image

ლაქტოზის აუტანლობა მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილის პრობლემაა. ასეთ შემთხვევაში რაციონიდან ამოღებულია რძე და რძის ნაწარმი, რადგან მსგავსი პროდუქტების მიღებისას ჩნდება სხვადასხვა ტიპის დისკომფორტი. “სანტე“ უკვე 25 წელზე მეტია, ითვალისწინებს მომხმარებლის სურვილებს და მათს საჭიროებებზე დაყრდნობით აფართოებს ასორტიმენტს. სწორედ მოსახლეობის კომფორტისთვის შეიქმნა ულაქტოზო რძე და ულაქტოზო მაწონი “მსუბუქი დღე“ და მომხმარებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა. პროდუქტების მირთმევა დამატებითი პრობლემების გარეშე სასურველი რაოდენობით შეუძლია ყველას, ვისაც აწუხებს ლაქტოზის აუტანლობა.


აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გვესაუბრება გასტროენტეროლოგი დავით მახათაძე, რომელიც დეტალურად გვიხსნის, რა არის ლაქტოზის აუტანლობა, რა სიმპტომები ახასიათებს და რა უნდა გავითვალისწინოთ ასეთ დროს.



რა არის ლაქტოზის აუტანლობა?


ლაქტოზა ეს არის რძეში შემავალი შაქარი, რომელსაც თავისი ენერგეტიკული დანიშნულება აქვს, ლაქტოზის აუტანლობა ნიშნავს ორგანიზმში ფერმენტ ლაქტაზის დეფიციტს. ფერმენტი ლაქტაზა მონაწილეობს რძის შაქრის, ლაქტოზის დაშლაში. როდესაც არის ფერმენტ ლაქტაზას დეფიციტი, რძის შაქარი არ იშლება, რაც იწვევს გარკვეულ კლინიკურ სიმპტომებს. ეს პრობლემა შეიძლება შევაფასოთ, როგორც სინდრომი, მაგრამ თუ არსებობს ლაქტოზის სრული აუტანლობა, რა თქმა უნდა, ეს უკვე დაავადებაა, რაც განპირობებულია გენეტიკურად.



რამდენადაა გავრცელებული ამ ფერმენტის დეფიციტი საქართველოში?


ფერმენტ ლაქტაზას სრული დეფიციტი ძალიან იშვიათია, თუმცა ფართოდაა გავრცელებული მისი ნაწილობრივი დეფიციტის ფორმა. სტატისტიკური მონაცემებით ლაქტოზის აუტანლობა ამერიკის თეთრკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 15%-ს ახასიათებს, აზიური წარმოშობის - 40%-ს და ფერადკანიანი მოსახლეობის დაახლოებით 90%-ს. საქართველოშიც საკმაოდ ფართოდ გავრცელებულია ლაქტოზის აუტანლობა, მაგრამ, მოგეხსენებათ, კვლევები ძვირი სიამოვნებაა. შესაბამისად, ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა გვაქვს გარკვეული მონაცემები, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანაში ლაქტოზის აუტანლობა მთლიანი მოსახლეობის 30-დან 50 პროცენტამდე მერყეობს.


რა სიმპტომები ახასიათებს ლაქტოზის აუტანლობას და პროდუქტის მიღებიდან რა პერიოდში იწყება იგი?


დიარეა, ამოქაფება, ხშირ შემთხვევაში ღებინება და, რა თქმა უნდა, მუცლის შებერილობა. სიმპტომატიკა ძალიან მრავალფეროვანია. ინდივიდუალურია ამ სიმპტომების გამოვლენის დროც. ზოგს იგი პროდუქტის მიღებიდან დაუყოვნებლივ ეწყება, ზოგ შემთხვევაში ცოტა მოგვიანებით იჩენს ხოლმე თავს. ძირითადად რძისა და რძის პროდუქტის მიღებიდან 2 საათში.


რა ასაკში ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა?


ლაქტოზის აუტანლობა ვლინდება ჩვილობიდანვე, თუმცა 3-4 წლის ასაკისთვის შეიძლება იგი დარეგულირდეს. არის ხშირი შემთხვევები, როცა ადამიანს მთელი ცხოვრება მიჰყვება ლაქტოზის აუტანლობა და უჭირს რძისა და მისი შემცველი პროდუქტების მონელება.


როგორია გამოსავალი ლაქტოზის აუტანლობის დროს?


გამოსავალი არის ის, რომ პაციენტმა არ უნდა მიიღოს ლაქტოზის შემცველი პროდუქტი. ყველაზე მეტ ლაქტოზას რძე შეიცავს, რძის შემცველ პროდუქტებში ის ნაკლებია, თუმცა გააჩნია რა ხარისხით აქვს ადამიანს ლაქტოზის აუტანლობა. არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ადამიანი ასევე ვერ ინელებს მაწონს და ისეთ პროდუქტსაც კი, როგორიცაა, მაგალითად, ყველი, რომელიც ყველაზე მცირე რაოდენობით შეიცავს ლაქტოზას. დღეს ბაზარზე უკვე არსებობს ულაქტოზო რძე, მაწონი... შესაბამისად, ამ სინდრომის დროს ადამიანს თავისუფლად შეუძლია მიიღოს ეს პროდუქტები.


თქვენ მაწონი ახსენეთ, არის თუ არა კვებითი ღირებულებით განსხვავება ჩვეულებრივ მაწონსა და ულაქტოზო მაწონს შორის?


არანაირი. ულაქტოზო მაწონიც ისევე შეიცავს ბიფიდო ბაქტერიებს (სასარგებლო ბაქტერიებს, რომელიც აუცილებელია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამართული მუშაობისთვის), როგორც ჩვეულებრივი მაწონი. ასევე არავითარი განსხვავება არაა მიკროელემენტების კუთხითაც. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ულაქტოზო მაწონი უფრო მსუბუქი მოსანელებელია და არ გვაძლევს დისპეფსიურ მოვლენებს.



R


0
7
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
7
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0