x
მეტი
  • 25.02.2025
  • სტატია:140531
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513359
მამაკაცი სასქესო ორგანოების გარეშე ორი თვე იჯდა ციხეში...გაუპატიურებისათვის
image

სამხრეთ აფრიკელი მამაკაცი, რომელსაც სასქესო ორგანოების არ ჰქონდა, გაუპატიურების ბრალდებით დააპატიმრეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.



21 წლის მამაკაცი 2020 წელს მას შემდეგ დააკავეს, რაც 11 წლის მეზობელმა გაუპატიურებაში დაადანაშაულა. მამაკაცს კვაზულუ-ნატალის მაგისტრატურ სასამართლოში გაასამართლეს, საქმის მსვლელობის დროს, მამამისი გამომძიებელთან მივიდა და უთხრა, რომ მისი შვილი 12 წლის ასაკში გაიტაცეს. თავდამსხმელებმა ბიჭი აბუჩად აიგდეს, შემდეგ კი მარცხენა ყური, პენისი და სათესლე ჯირკვლები მოკვეთეს. მამა ითხოვდა შვილისთვის ბრალი მოეხსნათ, რადგან ის ფიზიკურად ვერ შეძლებდა გამხდარიყო მოძალადე.

თუმცა, გამომძიებელმა პროკურორს მამის ჩვენება და სამედიცინო დოკუმენტაცია არ გადასცა. შედეგად, დაკავებულმა ციხეში თითქმის ორი თვე საშინელ პირობებში გაატარა. ის გაათავისუფლეს და გაამართლეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მამამ თავად მოახერხა პროკურორთან მისვლა.



ხუთი წლის შემდეგ დაზარალებულის ოჯახმა შეძლო უსამართლო პატიმრობისთვის კომპენსაციის მიღება.


მოსამართლემ დაადგინა, რომ მამაკაცი უკანონოდ დააკავეს და კომპენსაციას იმსახურებს, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია. გარდა ამისა, ხელისუფლებამ მას არც ბოდიში მოუხადა და არც რაიმე ახსნა-განმარტება მიუღია დაკავების გამო. დაზარალებულს გადაუხდიან 800 ათას რანდის (დაახლოებით 35 000 ევრო), ასევე აუნაზღაურდება ყველა იურიდიული ხარჯი.


ადრე ვწერდით უდანაშაულო იაპონელ მამაკაცზე, რომელიც 56 წელი იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში.88 წლის ივაო ჰაკამატა, მთავრობისგან ითხოვს კომპენსაციას 217 მილიონ იენს (თითქმის 4 მილიონი ქართული ლარი) .

0
90
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
90
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0