x
მეტი
  • 25.02.2025
  • სტატია:140521
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513360
თქვენი აზრით, რომელი უფრო ენამახვილი იყო- ლეონარდო თუ მიქელანჯელო?
image


მხატვრები სიტყვაძუნწები, მაგრამ ამასთანავე, ენამახვილები არიან, რადგან მათ უყვართ კონტურით და ფერით გამოხატვა და არა სიტყვებით.

ცნობილია მიქელანჯელოს სარკაზმი

მაგალითად, პაპ იულიუს II-ის გაბრაზება:

მიქელანჯელოს პაპმა იულიუს II-მ სთხოვა სიქსტეს კაპელას მოხატვა, თუმცა მიქელანჯელო ფიქრობდა, რომ ის უფრო სკულპტორი იყო, ვიდრე მხატვარი. როდესაც პაპმა რამდენჯერმე შეაწყვეტინა მუშაობა და შეეკითხა, როდის მორჩებოდა, მიქელანჯელომ უპასუხა:


-„როდესაც შევძლებ!“

(ეს საკმაოდ გაბედული პასუხი იყო პაპისთვის, რომელიც იმ დროს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი იყო).


მიქელანჯელოს არ უყვარდა თავისი კონკურენტები და ხშირად გამორჩეულად სარკასტული იყო. მას არ მოსწონდა რაფაელი და ამბობდა:„ის თითქოს დედის რძესთან ერთად ხელოვნების ნიჭსაც წოვდა!“

(ასე ირონიულად გაუსვა ხაზი რაფაელის წარმატებას).

ლეონარდო და ვინჩი და მისი ენამახვილობა


ერთხელ, როცა ლეონარდო სარკის წინ იდგა და სარკიდან წერდა და ხალხმა ჰკითხა, რატომ აკეთებდა ამას, მან უპასუხა:

„ვინც ჩემს ჩანაწერებს წაიკითხავს, ჯერ ტვინს უნდა ავარჯიშებდეს!“

(ლეონარდოს კოდირებული ჩანაწერები დღემდე ბევრისთვის ამოუხსნელია).


ლეონარდოს და მიქელანჯელოს ერთმანეთი დიდად არ უყვარდათ. ერთხელ, როდესაც მიქელანჯელომ მას დაცინვით უთხრა:

„მოდი, გვიამბე ბრინჯაოს ცხენის პროექტზე, რომელიც არასდროს დაასრულე, “

ლეონარდომ მშვიდად უპასუხა:

„და შენ გვითხარი, როდის დაასრულებ ძველი ბერძნების სტატუების მიბაძვას?“

(მიქელანჯელოს უყვარდა ანტიკური ქანდაკებების სტილში მუშაობა, რასაც ლეონარდო ნაკლებად აფასებდა).

ლეონარდოს სახალისო გამონათქვამები:

„მეტი აზროვნება, ნაკლები ლაპარაკი!“

(ლეონარდო ყოველთვის პირველ რიგში ფიქრისკენ მოუწოდებდა ადამიანებს).

„ის, ვინც ცოტა იცის, ბევრს ლაპარაკობს. ის, ვინც ბევრი იცის, ჩუმადაა.“

(ამას განსაკუთრებით ხშირად იმეორებდა, როცა ფუჭი საუბრები აწუხებდა.


0
22
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0