Quiz ნებაყოფლობით შეჭმული: გერმანელი კანიბალის სკანდალური საქმე დღეს, 16:32
ინტერნეტით დაწყებული მომაკვდინებელი შეთანხმებაარმინ მაივესი, გერმანიის პატარა ქალაქ როტენბურგში მცხოვრები 39 წლის კომპიუტერული ტექნიკოსი, ბავშვობიდანვე იყო შეპყრობილი კანიბალიზმის ფანტაზიებით. ის ინტერნეტში „კანიბალთა ფორუმებს“ ეძებდა, სადაც მსგავსი ინტერესის მქონე პირები ურთიერთობდნენ. 2001 წელს მაივესმა ერთ-ერთ ფორუმზე, Cannibal Café-ზე, განათავსა განცხადება: „ვეძებ მამაკაცს, რომელიც თანახმაა შეჭმაზე.“ გამოჩნდა ადამიანი, ვინც ამაზე დათანხმდა. ბერნდ-იურგენ ბრანდესი, 43 წლის ინჟინერი ბერლინიდან, თავადვე დაუკავშირდა მაივესს და მიიჩნევდა, რომ მისი სურვილი აღსრულდებოდა. შეხვედრა და კანიბალური რიტუალი2001 წლის 9 მარტს, ბრანდესი ჩავიდა მაივესის სახლში, რომელიც ქალაქგარეთ, ძველ ფერმაში მდებარეობდა. წყვილმა ერთად გადაიღო ვიდეო, რომელშიც ისინი შეთანხმებაზე საუბრობდნენ. ბრანდესის სურვილი იყო, რომ პირველ რიგში მისი სასქესო ორგანო მოეჭრათ და ერთად შეეჭამათ. მაივესმა მას ძლიერი ტკივილგამაყუჩებლები და ალკოჰოლი მისცა, შემდეგ კი დანით ამოკვეთა მისი სასქესო ორგანო. ისინი ერთად ცდილობდნენ მის შეწვას და ჭამას, თუმცა, როგორც მაივესმა მოგვიანებით აღიარა, კერძი ძალიან მაგარი გამოვიდა. ბრანდესი დიდხანს ვერ ძლებდა სისხლის დაკარგვის გამო, ამიტომ მაივესმა საბოლოოდ მოკლა იგი – ყელზე დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შემდეგ სხეული ნაწილებად დაჭრა, მაცივარში შეინახა და მომდევნო კვირების განმავლობაში ეტაპობრივად ჭამდა. დაკავება და სასამართლო პროცესიმაივესს, ალბათ, ვერასდროს დაიჭერდნენ, რომ არა მისი ახალი განცხადება იმავე ფორუმზე, სადაც კვლავ მსხვერპს ეძებდა.სასამართლომ დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 106 1-ს მოსწონს
|