ფსიქოლოგია ვინ და რა სიტყვებით ლანძღავს სხვებს - საიდან მოდის კონკრეტული სალანძღავი სიტყვები გონებაში აგრესორს დღეს, 15:07
მლანძღველის ფსიქოლოგიური პროფილილანძღვა შეიძლება სხვადასხვა ტიპის ადამიანებს ახასიათებდეთ, თუმცა ზოგიერთ მათგანში ეს უფრო ხშირია: 1.დაბალი ემოციური ინტელექტი ვერ ახერხებენ საკუთარი ემოციების მართვას. ვერ აფასებენ სხვების გრძნობებს და უკუკავშირს.~ 2.დაბალი თვითშეფასება (შიდა კომპლექსები) ხშირად, მლანძღველებს აქვთ შიდა დაუკმაყოფილებლობა და აგრესიას სხვებზე გადააქვთ. „თუ მე ცუდად ვარ, სხვაც უნდა იყოს ცუდად!“ – ასეთი მიდგომა აქვთ.3.ნარცისიზმი და დიდებისკენ სწრაფვა ხშირად საკუთარ თავს „უმაღლესად“ თვლიან და სხვებს დამცირებით ამცირებენ. სჯერათ, რომ „უფრო ძლიერები“ მხოლოდ აგრესიით შეიძლება იყვნენ. 4.სოციალური დომინანტურობის მოთხოვნა ძალაუფლების მოპოვების ინსტრუმენტი – ცდილობენ სხვებზე გავლენის მოპოვებას ლანძღვის საშუალებით. ეძებენ სუსტებს, რადგან სჯერათ, რომ ეს მათ გაძლიერებთ. 5.იმპულსური და დაბალი თვითკონტროლის მქონე ადამიანები ხშირად არ ფიქრობენ სიტყვებზე – უბრალოდ ამბობს, რაც თავში მოადგებათ. გაბრაზების დროს ადვილად კარგავენ კონტროლს. 6. ფსიქოპათიის ან სოციოპათიის ელემენტები ასეთ პიროვნებებს შეიძლება სოციალური ემპათიის ნაკლებობა ახასიათებდეთ. მათი მთავარი მოტივია: „თუ სხვას ვატკენ, თავს უფრო ძლიერად ვიგრძნობ.“ როგორ მუშაობს იუნგისეული პროექცია ლანძღვის დროს: შესაძლოა, მლანძღველმა თავად ჩაიდინა არაკეთილსინდისიერი ქმედება და ცდილობს, სხვაში დაინახოს იგივე. საკუთარ დანაშაულს ვერ იღებს, ამიტომ სხვას ადანაშაულებს.ი როცა ადამიანი ვინმე სხვას უწოდებს "ზარმაცს" ან "არაფრისმაქნისს: თუ ადამიანი შინაგანად ებრძვის საკუთარ არაპროდუქტიულობას, შეიძლება სხვას უძახოს ზარმაცი. სინამდვილეში, მას ეშინია, რომ თავად არის ზარმაცი, მაგრამ ამის აღიარება არ შეუძლია. თუ ვინმე „ნაბიჭვარს“ ან „დებილს“ ან მისთანებს დაგიძახებთ, ეს უფრო მის პრობლემებსა და შინაგან მდგომარეობაზე მეტყველებს, ვიდრე შენზე. ასეთი შეურაცხყოფა ხშირად უკავშირდება პროექციას, აგრესიას, ან დაუმუშავებელ ემოციებს. როდესაც ვინმეს მოსაზრებას არ ეთანხმები, კორექტული პასუხი ნიშნავს, რომ: ა) პატივისცემას ინარჩუნებ – განსხვავებული აზრის მიუხედავად, არ იყენებ შეურაცხმყოფელ ან დამამცირებელ ტონს. ბ)არგუმენტირებულად ასაბუთებ შენს პოზიციას – უბრალოდ "არასწორია" ან "მომწონს/არ მომწონს" არ არის საკმარისი. საჭიროა ფაქტები, ლოგიკა და მაგალითები. გ)ემპათიურად პასუხობ – შეგიძლია თქვა: „ვხედავ, რატომ ფიქრობ ასე, მაგრამ ჩემი აზრით...“ „საინტერესო ხედვაა, თუმცა სხვაგვარად ვუყურებ...“ დ)ემოციურად არ რეაგირებ – არ აყვები პროვოკაციას და არ უპირისპირდები პიროვნულად. ე)კონსტრუქციულად მიდიხარ დისკუსიაში – არა იმისთვის, რომ ვინმე „დამარცხდეს“, არამედ უკეთესი გაგებისთვის. არასწორია: „სულელური აზრია, საერთოდ ვერ აზროვნებ!“ კორექტული: „შენმა აზრმა დამაფიქრა, მაგრამ ჩემი აზრით, ასე არ არის...“ არასწორი: „რა უცოდინრობაა!““ დებილი ხარ“ კორექტული: „ამაზე განსხვავებული ინფორმაცია მაქვს, მაგალითად...“ კორექტული პასუხი ქმნის პლატფორმას ჯანსაღი დისკუსიისთვის და არ აქცევს საუბრებს კონფლიქტად. ადამიანმა, რომელიც სხვას ეძახის დებილს, უნდა იცოდეს ფიზიკის ელემენტარული კანონი: ქმედება იწვევს უკუქმედებას. ამასთან, რასაც ებრძვი, მას ამ ბრძოლით აძლიერებ. განსაკუთრებით ემარტივებათ ლანძღვა და ბულინგი იმ არაადამიანებს, რომლებიც საკუთარი სახელებით და გვარებით ვერ ჩნდებიან. ეს მათი პრობლემაა და არა თქვენი. და ზოგადად, დაიმახსოვრეთ, ვინმეს ლანძღვით მხოლოდ საკუთარ თავს ამჟღავნებთ. ამის მექანიზმებზე წერდნენ მსოფლიოს დიდი ფსიქოლოგები კარლ გუსტავ იუნგი, ერიხ ფრომი, ადლერი და სხვები. 31 1-ს მოსწონს |
მე ვერ მოვითმინე და დავწერე პოსტის ქვეშ, მაგრამ ვიღაცა ფსიქოპატთან როგორ გავიცვლიდი თავს, ჩემს ჩველ მეგობარს მარტოხელა მონადირეს მივუკომენტარე. კორექტული ადამიანია, არგუმენტებს წერს მისი ატიტუდებიდან გამომდინარე, მისი მსოფლმხედველობიდან გამომდინარე, მისი აღქმით რასაც ხედავს და აანალიზებს. მე მაპატიე, შენ და მე ერთი ვგონივართ ვიღაც უბედურს.