
ტუსონში, ლითონისგან დამზადებული გველის საშუალებით ფეხით მოსიარულეები გზატკეცილს კვეთენ.
ქალაქი ტუსონი, არიზონას შტატში მდებარეობს, რომელიც დიდ ყურადღებას აქცევს ქუჩის ხელოვნებას. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ბიუჯეტიდან მილიონები გამოიყო ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად.
მაგრამ, ალბათ, ამ პროექტებიდან ყველაზე მონუმენტური არის Diamondback Bridge, რომელიც ანატომიურად თვალსაზრისით, ზუსტად ჩხრიალა გველის გიგანტური ასლი დამზადდა.

2002 წელს აშენებული ხიდი დააპროექტა ადგილობრივმა მხატვარმა, რომელსაც სურდა ადგილობრივი ველური ბუნების ჩართვა თავის ურბანულ პროექტში. ხიდი, აბსტრაქტული, თუმცა ბიოლოგიურად ზუსტია. ერთ მხარეს, ხიდის შესასვლელი წარმოადგენს ხახადაფჩენილ გველს, ქვეწარმავლების ჰიპნოზური თვალების ქვეშ, ზედა ყბის კბილები ბურჯის მოვალეობას ასრულებს.

თავად ხიდი დაფარულია ლითონის ბადით, რომელიც რომელიც შეღებილია ნამდვილი ქვეწარმავლის ქერცლის ზუსტ ფერებში.

გარდა ამისა, ხიდის ქვეშ გამავალი მანქანების მძღოლები და მგზავრები ხედავენ მის მუცელზე ზუსტად განლაგებულ სეგმენტებს. გველის მეორე ბოლოში არის მაღალი ქანდაკება ჩხრიალა კუდის სახით, რომელიც თითქმის 10 მეტრის სიმაღლისაა.
ხიდზე გადასვლისას, გასასველეში ფარული დინამიკებიდან ისმის ხმამაღალი და გამაოგნებელი „მშვიდობით“

როდესაც ხიდი პირველად აშენდა, ადგილობრივ მაცხოვრებლებში გარკვეული უარყოფითი რეაქცია გამოიწვია, ხიდი მიაჩნდათ მახინჯი და ვულგარულიც კი, მაგრამ მხატვრის ხედვამ გაიმარჯვა და ხიდი შენარჩუნდა და აგრძლებეს ფუნქციონირებას.

სამწუხაროდ, რესტავრაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი მინიმალურია და გველი, ისე გამოიყურება, თითქოს ახალი კანი უნდა გამოიცვალოსო: გახუნებული საღებავი და დაბზარული ბეტონი გველის მნიშვნელოვან ასაკზე მიუთითებს.
თუმცა, ამის მიუხედავად, მაინც არის რაღაც საკრალური იმაში, რომ მრავალჯერ, უცერემონიოდ და უსაფრთხოდ შეგიძლიათ გაიაროთ ლითონის ურჩხულის მუცელში.