x
მეტი
  • 24.02.2025
  • სტატია:140506
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513321
ნანი ჩიქვინიძის გახსენება ფილმ "მაგდანას ლურჯაზე"

image
„მაგდანას ლურჯას" გადაღება რომ დაიწყეს, ვიყავი ოთხ-ნახევარი წლის. როცა ფილმი გამოვიდა, ხუთის. მიხო უკვე სკოლაში დადიოდა. მახსოვს, გადაღებებზე ძალიან ვიღლებოდით, მაგრამ ყველაფერი მაინც სასიამოვნო იყო. მე ბატონ თენგიზზე ვიყავი მიწებებული, მიხო ბატონ რეზოზე. სურათიც გვაქვს ასე გადაღებული.
სცენის შინაარსს თვითონ გვიყვებოდნენ, ზუსტი რეპეტიციები არ გვქონია, იქვე ვიმეორებდით. ყველაფერი აგებული იყო თამაშზე.
... ბატონ თენგიზს ძალიან უნდოდა ჩვენი მონაწილეობით კიდევ გადაეღო ფილმი. „კომსომოლსკაია პრავდაში" წააწყდა წერილს და იქიდან აიღო „სხვისი შვილების" სიუჟეტი. იმ დროს უკვე 7 წლის ვიყავი. გვაძლევდა პატარა ამოცანას რომელიც იმ ეპიზოდში გვჭირდებოდა, რაღაც მოქმედებას გვავალებდა.
თუ რამე გვაწვალებდა, ეს იყო დუბლები, განსაკუთრებით „სხვის შვილებში". მთელი ფილმი გადაღებულია თბილისის ქუჩებში, სიცხეში, მტვერში. ათ-თხუთმეტ დუბლს იღებდნენ, ვიღლებოდით, მაგრამ მაინც სასიამოვნო იყო". - ნანი ჩიქვინიძე
0
15
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
15
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0