x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ძალიან ნაზი და რბილი ორცხობილა (უმარტივესი და სწრაფი რეცეპტი)
image


ინგრედიენტები:


არაჟანი —100 გრ.
კვერცხი — 1 ცალი
ზეთი — 50 გრ. (3 ს. კ.)
შაქარი — 50 გრ. (3 ს. კ.)
ვანილინი — სურვილის შემთხვევაში
მარილი — 1 მწიკვი
სიმინდის სახამებელი — 20 გრ.
ფქვილი — 250–270 გრ.
გამაფხვიერებელი — 6 გრ. (1 ჩ. კ. ან 1/2 ჩ. კ. სოდა)


ამოსავლებად (სურვილის შემთხვევაში):



კაკაო — 1 ჩ.კ.
შაქრის პუდრი — 1 ჩ.კ.


მომზადება:


I. არაჟანს დაამატეთ კვერცხი, შაქარი, ზეთი, მარილი, ვანილინი და ყველაფერი კარგად ათქვიფეთ (შაქარი უნდა გადნეს) > დაამატეთ სახამებელი და ისევ ათქვიფეთ.

II. ფქვილს შეურიეთ გამაფხვიერებელი (ან სოდა) > დაამატეთ ფქვილი თხევად მასას ნაწილ–ნაწილ და თან თქვიფეთ. ცომი რბილი უნდა იყოს, მაგრამ ხელებზე არ უნდა ეწებებოდეს.

III. ცომისგან გააკეთეთ კაკლის ხელა გუნდები. ეს სწრაფად რომ გააკეთოთ და უფრო მოსახერხებელიც რომ იყოს, გაყავით ცომი 2 ნაწილად და მიეცით ძეხვის ფორმა > დაჭერით დანით თითოეული ცომი და გააკეთეთ ცომის ნაჭრებიდან ბურთულები > მოათავსეთ საცხობ ფირფიტაზე, პერგამენტზე.

IV. შეურიეთ კაკაო და შაქრის პუდრი > მოაფიფქეთ ზემოდან ბურთულებს.

V. გამოაცხვეთ 180°C–ზე წინასწარ გახურებულ ღუმელში. საშუალოდ, 10-12 წთ–ში მზად იქნება. გამოცხობის ზუსტი დრო თქვენი ღუმელის მახასიათებლებზეა დამოკიდებული.


imageარხის სხვა სიახლეები:


* მყვირალა მუმიების საიდუმლო და სხვა უცნაური არქეოლოგიური ფაქტები

* საინტერესო ფაქტები ნოეს კიდობნის შესახებ

* საინტერესო ფოტოები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
123
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0