საბუნებისმეტყველო როგორი იქნება ადამიანი, რომელსაც ფუნქციებს უნაცვლებენ ხელოვნური ინტელექტით და სიცოცხლის ხანგრძლიობას 140 წლამდე უზრდიან დღეს, 17:35 ![]() რატომ დასჭირდა ამდენი დრო ჩვენს ტვინს და კულტურას, რომ რაიმე ფასეული შეექმნა? ეს არც 37 000 წელია, რომელზეც გვეუბნებიან. შესაძლოა 370 ათასი წელიც იყოს და მეტიც. და აი, რატომ. ჩვენ არ ვიცით მთავარი საგნები, ჩვენ ვერასდროს გავიგებთ ვინ იყო ის გენიოსები, რომლებმაც მოიგონეს ქვაბი და მახათი. თემა, რომელიც დღეს ყველას აინტერესებს არის სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდა. თვალნათელია, რომ ჩვენი ცივილიზაცია დგას უზარმაზარი ბიოტექნოლოგიური სამედიცინო რევოლუვციის ზღურბლზე და სიცოცხლე ახლაც აღწევს 95 წლის ასაკს ზოგიერთი ადამიანისთვის, მაგრამ როგორც ბევრი მეცნიერი ამბობს, 140 წელი ეს რეალობაა, რომელიც მიღწევადი იქნება უახლოეს მომავალში. საინტერესოა, როგორ შეიცვლება ჩვენი ცხოვრება და რით დავკავდებით, რომ ტვინები დავაკავოთ და ვავარჯიშოთ ასე დიდხანს. . დიახ, ეს შესაძლებელი იქნება და არანაირი ბიოლოგიური აკრძალვა არ არსებობს, რომ იცოცხლო130 წელი, მაგრამ მთავარია როგორ იცოცხლებ შენ, თუ ბადრიჯანივით უნდა წამოწვე, არ მგონია ასეთი პერსპექტივა ვინმეს მოწონდეს. მთავარია, რა შემადგენლობით და როგორ შეინახავ შენს თავს, რომ სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვრო და არა ალცჰაიმერით. ექიმები ხუმროვენ ხოლმე: განა ყველა ვერ აღწევს თავის ალცჰაიმერამდეო. ანუ გააჩნია როგორ იცხოვრებ. ამაზე ახლაც წერენ, არსებობს ასეთი ტერმინიც - შანსი. ხოლო უსაქმურობის ცივილიზაცია- ესაა ტერმინი ასევე, რით დავკავდებით, იცის ვინმემ> აი, თვითმფრინავებიც კი ხელოვნური ინტელექტით იფრენენ, მანქანები ხელოვნური ინტელექტით ივლიან, ქასრხნები უკვე თავისთვის მუშაობენ, ადამიანები აღარ სჭირდებათ. რიტ დაკავდება დედამიწის მოსახლეობა? ჩნდება კითხვა, რომელსაც პოლიტკორექტულად პასუხობენ: ერთი უკრავს არფაზე, მეორე სონეტებს წერს, მაგრამ ჩვენ ხომ გვესმის, რომ ეს ასე არ იქნება?! სინამდვილეში რა მოხდება? ადამიანებს გადაუხდიან იმდენს, რომ შიმშილით არ დაიხოცონ, იქნება - ლოთობა, მწეველობა, ერთმანეთის დარევა-დახოცვა. უსაქმური ადამიანი საშიშია. ეს სერიოზული პრობლემაა, რომელზეც პროფესიონალები ფიქრობენ. სიცოცხლის გახანგრძლივება ყველასთვის არ იქნება შესაძლებელი. მხოლოდ ერთეულებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და ყველასთვისაც რომ იყოს, ხალხი გაგიჟებას დაიწყებს უამრავი გამოთავისუფლებული დროისაგან და გახანგრძლივებული სიცოცხლისგან. დღეს მსოფლიოში უზარმაზარი ფული იხარჯება პროექტებზე, რომელიც ტვინთანაა დაკავშირებული. აშშ-ში მას ჰქვია Brain, ეს აბრევიატურაა, მაგრამ გამოიყურება როგორვ სახელწოდება „ტვინი“ აზიაში, კერძოდ ჩინეთში, სინგაპურში უაზროდ დიდი ფული მიდის ამ პროექტებზე. ევროპაში საუკეთესო უნივერსიტეტები, კერძო ფონდები, ფედერალური და ადგილობრივი ფონდები დაკავებული არიან ტვინის კვლევებით. ჩვენ ხომ გვესმის, რომ თეთრსაც არავინ მოგცემს, თუ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არაა. ვინც მოიგებს ამ თამაშს, ის გახდება ხელუხლებელი მეფე ყველასთვის. ეს შეცვლის განათლებას, ენერგეტიკას, კომუნიკაციის საშუალებებს, მედიცინას. პარადოქსების გაგების საუკეთესო საშუალებაა ინი და იანის გამოსახულებაზე დახედვა და გაგება. წარმოიდგინეთ ერთმანეთის შემავსებელი ორი ურთიერსაწინააღმდეგო ძალა. მათი ურთიერთშეთავსება ძალიან ძნელია, ბალანსისა და ჰარმონიის პოვნა ამ ორ ნაწილს შორის რთულია. არ შიძლება იყო ერთდროულად იყო ერთიც და მეორეც. ეს პარადოქსია, ვაინერის კვლევებით ნათელი გახდა, რომ სხვადასხვა ნეიროქსელები შეუძლებელია გააქტიურდეს ერთდროულად. ლაბორატორიებში კი ვხედავთ, რომ კარგ ლიდერებს შეუძლიათ სხვადასხვა მდგომარეობებს შორის სწრაფი გადასვლა. მაგრამ მათ შეუძლიათ ურთიერთსაპირისპირო მდგომარეობებში გადართვა. ასეა მოწყობილი სამყარო. არსებობს ასეთი გამოცდილება, რომელსაც ფიზიკოსები გვთავაზობენ: დიასახლისი წვავს ხორცს და ეს არც ისე საინტერესოდ გამოიყურება. მაგრამ ყველაფერი, რასაც რეალობად აღვიქვამთ, შქმნილია იმისგან, რასაც ხედავთ, როცა კვანტურ ფიზიკაში ვიხედებით და რაც უფრო ღრტმად ვთხრით, მით უფრო საოცარი ხდება რეალობა. შეუძლებელია იყოს ასე. აი, მაგიდა არსებობს, ხორცი არსებობს, დიასახლისი არსებობს, მაგრამ როცა სიღრმეში იცქირები, იქ რაღაც სიმებია/ ნილს ბორი ამბობდა, რომ თქვენ ეს მხოლოდ გეჩვენებათ, რომ აზროვნებთ, თქვენ უბრალოდ ცდილობთ, იყოთ ლოგიკური. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნათქვამია. არის გამოთქმაც, რომ ვინც სწრაფად ითვლის, ჭკვიანიც ის არის. მაგრამ ვიცით მეცნიერები, რომლებიც სწრაფად ვერ ითვლიდნენ, მაგრამ ძალიან ჭკვიანები იყვნენ. დასათვლელად მათ ჰქონდათ კომპიუტერები, ჩვენ გვჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც ისე არ აკეთებს, როგორც ყველა. რისთვის გვჭირდება ტვინის დუბლირება, როცა თვითონ ადამიანის ტვინს არ ვიცნობთ ბოლომდე. ჩვენ გვჭირდება სარეცხი მანქანები და მადუღარები იყონ კარგი, მაგრამ ჩვენ არ ჩაგვანაცვლონ, როგორც ადამიანები. ტვინი ექვემდებარება ფიზიკურ კანონებს. ფიზიკური ობიექტები ექვემდებარებიან ამ კანონებს. მაგრამ თუ საიდუმლო არ არის, რომელ კანონებს> ნიუტონისას ტუ ნილს ბორისას? რომელი ფიზიკა უნდა ვისწავლოთ, რომ ამ სამყაროში ვიცხოვორთ და ადამიანური თვისებები არ დავკარგოთ? რადგან ყველაფერი ყველაფერზე დამოკიდებულია. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ დაალაგეთ ურთიერთობა ოჯახში, მშობლებთან, შვილებთან, მეუღლესთან, სამსახურში უფროსებთან და კოლეგებთან, და ერთიანობაში -საზოგადოებასთან, როგორ უმკლავდებით სტრესს და იმ შეშლის სამყაროს, სადაც ყველაფერი იცვლება ყოველწამიერად. ჩვენ გვჭირდება რაღაც მოვიფიქროთ, თუკი არ ვართ ღორები, ჩვენ უნდა ვიფიქროთ ჩვენს შვილებს რა სიტუაციაში ჩავაყენებთ, როცა გაიზრდებიან და გაიგებენ, რა უნდა აკეთონ ამ სამყაროში, ისინი უნდა იყონ მომზადებულები. დღეს ფინეთში საუბრობენ განათლების ახალ არქიტექტურაზე. არქიტექტურა მეტაფორა კი არ არის, არამედ ნამდვილად მიმდინარეობს დაწესებულებების გარდაქმნა ისე, რომ ყველაფერი ფერადი იყოს, სტაბილური აუდიტორიები აღარ აქვთ, საკლასო ოთახების ფორმები სხვადასხვაა, ბავშვებს შეუძლიათ ისხდნენ ან იდგნენ, სადაც გაუხარდებათ, ირბონონ, წამოწვნენ და ზოგჯერ სახლშიც კი დარჩნენ და იქ იმეცადინონ. ანუ ყველაფერი მუდმივად იცვლება და ამ ბავშვებს აჩვევენ ამ ცვლილებებთან შეგუებას. რაც შეხება ლიდერებს, მათ არ უნდა ეშინოდეთ, ყურადღებას არ უნდა აქცევდნენ რჩევებს, რომელსაც მათ აძლევენ. ასე არავის გაუკეთებია რაღაც, ამიტომ სწორედ ასე უნდა მოიქცე. მოიქეცი ჩუმად, ერიოზულად, დაახვევინე ყველას. ლიდერი, თუნდაც გამოცდილი იყოს, ადამიანად უნდა დარჩეს და საკუთარი თავით გარისკოს. საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა რისკებისთვის. ანუ დანარჩენი სცენარები უკვე ნათამაშებია და აზრი აღარ აქვს გადათამაშებას. ნებისმიერი საგანმანათლებლო სისტემის დახასიათებაში ამოსავალია ლიდერებისთვის. ზოგჯერ ამოსავალი პრედიკალური ობიექტი ლიდერია. ეს არ არის ვიღაც ავტორიტარულია ან დემოკრატიული. ლიდერია ის, ვისაც შეუძლია თანამშრომლების განვითარების ზონის განსაზღვრა, ვისაც შეუძლია პროგნოზების გაკეთება. მაგრამ პრაქტიკული უნარები შეიძლება არც კი ჰქონდეს. ტვინს, როგორც კუნთებს, სჭირდება მუშაობა, ვარჯიში. თუ დივანზე წამოვწვებით და ვიკოტრიალებთ, ვერაფერს მივაღწევთ. თუ ტვინი დაიწყებს სულელური ინფორმაციების კიტხვას, სულელებთან ურთიერთობას, სულელური მუსიკის მოსმენას, სულელური ილმების ყურებას და არა სირთულეების ძებნას, იგი გაზარმაცდება. ტვინმა მძიმედ უნდა იმუშაოს, უნდა დაიძაოს. თუ ვნახე ფილმი, რომელიც ვერ გავიგე, უნდა წქავიკითხო მისი კრიტიკა, ვნახო იმავე თემაზე სპექტაკლი. ტვინი უნდა დაკავდეს მუშაობით, არ ვიცი, რიოსი თქმა სურდა ავტორს, მაგრამ უნდა ვიფიქრო. თუ თქვენ დაიწყებთ თვლას, ეს თქვენს ტვინს ვერ გახსნის. ამიტომ პატარებს და ასევე მათ მასწავლებლებს უნდა შასწავლო ყველაფერი, რადგან არ იცით, ვინაა პოტენციურად ამ პატარაში. ის შეიძლება გენიოსია და თქვენ გენიოსის მშობელი ხართ. ამის გასარკვევად ბავშვმა ყველაფერი უნდა სცადოს, მუსიკაც, ხატვაც ცეკვაც, სპორტიც, სხვადასხვა ამოცანების ამოსხნაც. და ამაში ბავშვს სჭირდება დახმარება, თუმცა ეს მისი არჩევანი უნდა იყოს და არა თქვენი. თქვენ არ უნდა გადაწყვიტოთ მის ნაცვლად, როცა ვინმე დიდი ადამიანის ბიოგრაფიას წაიკითხავთ, მაგალითად, დარვინისას. კარგ ოჯახებში მაშინ მიღებული იყო, რომ ბიჭი უნდა გახდეს იურისტი ან ექიმი, და რა ქნა დარვინმა? ის ჩაჯდა გემში და გაემგზავრა დედამიწის ირგვლივ სამოგზაუროდ. ამიტომაც არსებობს დარვინი. მოქმედება- აი, რა ესმოდა მას. პოზიტიური მხარეა ცნობისმოყვარეობა, სიახლის ძებნა. კოსმოლოგი როჯერ პენროუსი ამბობს, რომ ცნობიერება ესაა ფენომენი, რომელიც არ ჯდება სამყაროს ფიზიკურ სურათში. მისი გაგება შეუძლებელია. მონეტას ვერ დაშლი ნაწილებად. ამიტომ გვაქვს ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტია- რაღაცნაირად ამოიღო იგი სამყაროს სურათიდან, მეორე ვარიანტი კი საშინელია - სამყაროს სურათის შეცვლა, რომელიც არცერთ ჯანსაღ გონებას არ სურს. ცნობიერება კვანტების ხტუნვებია. კვანტუნ სამყაროში ლოგიკა არ არსებობს, არც მიზეზ-შედეგობრივი კავშირები. დააკვირდით - ბავშვების ლოგიკა ჩვენი ლოგიკისგან განსხვავებულია, რასაც ბავშვთა ფსიქოლოგია ადასტურებს.ონკანიდან წყალი მოდის არა იმიტომ, რომ ის ღიაა, არამედ წყალი მოდის და ამიტომაცაა ონკანი გახსნილი. ხეები იმიტომ კი არ ირხევიან, რომ ქარი ქრის, არამედ ქარი ქრის იმიტომ, რომ ხეები ირხევიან. ეს არ არის ისეთი მარტივი, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ. ერთი სერიოზული მომენტია- დღეს ყველა აჩვენებს შეზღუდულობას რაციონალური აზროვნებით. ჩვენ აზროვნებას ვუქვემდებარებთ უკვე არსებულ აღმოჩენებსა და ზროვნების პატერნებს, ეს განპირობებულია მემკვიდრეობითაც ნაწილობრივ. არსებობს არა მხოლოდ ერთი ლოგიკა, არამედ უამრავი სხვადასხვა ლოგიკა. ეს უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ ყველანი სხვადასხვა ლოგიკით ვაზროვნებთ. პოეტური აზროვნების, რომელიც შეიძლება იყოს ჯადოსნური, ასევე იყოს მითოლოგიურიც ბავშვებში. შესაძლებლობები უზარმაზარია, ვინ შიძლება გახდეს ბავშვი, რა არის მისი ცხოვრების გზა. ეს არის უარყოფილი ალტერნატივების ისტორია- ვინ შიძლებოდა გავმხდარიყავით და ვერ გავხდით.ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია კანემანის შრომები. ჩვენ დავხარჯავთ უზარმაზარ დროს ანალიზში, თუ გავხდებით განვლილი გამოცდილების მონები. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია მეტაფორული მიდგომა, რისთვისაც საჭიროა ხელოვნებას ვაზიაროთ ბავშვები. ზღაპრებიც ხელოვნებაა. თუ გავიხსენებთ, ჩვენ ვიცით უამრავი მაგალითი, როცა პოეტი ღამით წამოხტება და იწყებს წერას. მერე ისევ წვება, დილით კი ხედავს, რომ არაჩვეულებრივი ლექსი დაუწერია. საერთოდ გაურკვეველია, ვინ დაწერა. ეს ნებისმიერი შემოქმედისთვისაა დამახასიათებელი: ეჩვენება, რომ იდეები მოუვიდა უცებ, დაეცა ზეციდან. აზრები ჩვენთან უნდა მოდიოდნენ, როგორც ღმერთის შვილები. ექსპერიმენტი: სტუდენტების ჯგუფს აჩვენებენ ადამიანტა ფოტოებს და ეუბნებიან- ეს იყო პროფესორი, რომელიც სწავლობდა დოკუმენტაციებს სიმძაფრის შესახებ, , ეს კი იყო პროფესორი, რომელიც არ კამათობდა ფოტოებზე გამოსახული ადამიანების გამომეტყველების მიზეზებზე. კომპიუტერის საშუალებით, ოდნავ გააფართოეს და დააგრძელეს სახეები, შემოკლებული სახის პროფესორზხე სტუდენტები ამბობდნენ, რომ სამართლიანი პროფესორია, წაგრძელებულსახიანზე კი ამბობდნენ, რომ უსამართლო პროფესორია, . ამის შემდეგ სტუდენტს აჩვენებდნენ კიდევ სხვადასხვა სახეებს და ეკითხებიან, რომელ პროფესორთან ისურვებდნენ სწავლას. სტუდენტები თითქმის ყოველთვის ირჩევდნენ ბრაზიან სახიანს, რომელიც განსხვავებულად გამოიყურებოდა. როცა ეკითხებიან, რატომ აკეთებდნენ ამას, სტუდენტები პასუხობდნენ, რომ ბრაზიანსახიანი იქნებოდა უფრო სამართლიანი. ისინი ამას უცებ ვერ იგებენ, ისინი ამას აცნობიერებენ. თუმცა კითხვაზე - რატომ? ისინი ვერ პასუხობდნენ. ეს არის კრეატიული ინტუიცია. ეს ინტუიცია ეხმარება გამოჩენილ მხატვრებსა და მეცნიერებსმ იპოვონ რაღაც ახალი და ორიგინალური. აი, როგორც ღმერთის შვილები. ეს შემოქმედებითი აღმოჩენები რაღაც განსაკუთრებულია. ეს არის არა რაღაც განვითარებული უნარების შედეგი, არამედ რაღაც ახალი, რომელიც წარმოიქმნება ლოგიკის მიღმა და განსხვავებული აზროვნებით. 28 1-ს მოსწონს
|