სხვა ილონ მასკის რაკეტის ნაწილი გაოცებული პოლონელის ეზოში დაეცა გუშინ, 17:14 ![]() 19 თებერვალს პოლონელ ადამ ბორუკიმ საკუთარ სახლთან გუგუნი გაიგონა. როდესაც გაკვირვებული მამაკაცი ეზოში გავიდა, ღობესთან რაღაც საწვავის ავზის მსგავსი აღმოაჩინა. მან საგანაგებო სიტუაციის სამსახურს გამოუძახა. ![]() პოლიციის პრეს-მდივანმა ანა კლოიმ თქვა: ”მფლობელმა გვაცნობა დიდი ზომის ობიექტის შესახებ დაახლოებით 1, 5 მ. /1 მ-ზე, რომელიც ღამით გაჩნდა მის ეზოში, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორია დაკეტილი იყო.” პოლიციამ სწრაფად დაადგინა, რომ ეს სავარაუდოდ იყო მასკის SpaceX-ის მიერ დამზადებული Falcon 9 რაკეტის ნამსხვრევები. ის თებერვალში კალიფორნიის ვანდენბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან გაუშვეს. ![]() ![]() 25 3-ს მოსწონს
|