x
მეტი
  • 23.02.2025
  • სტატია:140465
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513286
განათხოვრები ბო@ები და კეთროვნები არ არიან, უბრალოდ კაცში არ გაუმართლათ
image
"განათხოვარია, ცოლად ვერ მოიყვან,
განათხოვარია, შვილი ჰყავს….
მერე რა?!
განათხოვრები ბოზები და კეთროვნები არ არიან, უბრალოდ კაცში არ გაუმართლათ და სრული უფლება აქვს თითოეულ ღირსეულ ქალს, ღირსეულად წარმართოს მისი ბედნიერება !
პატიოსან ბოზებს, განათხოვარი ღირსეული ქალი გერჩივნოთ მამაკაცებო…
მან მხოლოდ ერთ მამაკაცს შესწირა მისი ყველა ცხოვრების წამი… და არც “უთამაშია ბინძური თამაშებით”, როგორც ჩვევიათ დღეს…
ქალი, რომელმაც დაძლია ტკივილი, ის ღრმა ფიქრებს, ერთგულებას და სიყვარულს ინახავს….
მხოლოდ ღირსეული მამაკაცისთვის….
გიბოძა უფალმა ეს განძი?! შეირგე….
ნუ მისცემ უფლებას ვინმეს ჩაერიოს შენს პირად სამზარეულოში, სადაც მხოლოდ თქვენ ორნი იქნებით….
სადაც მხოლოდ თქვენ გექნებათ ფიქრები იმ გზის, იმ ბილიკების, რომელსაც მერცხლებივით ლამაზად ააშენებთ ერთ ბუდეს, ერთ დღეს…
სამაგალითო ოჯახს და იქნებით ბედნიერები.
მთავარია ადამიანში ადამიანი!
და თქვენ სადედამთილოებო, ან დედამთილებო….
რა გავაკეთო…. ჩემ შვილს განათხოვარი გოგო შეუყვარდა….
ოჯახში ქაოსია….
ოჯახში ქაოსი ამ ფონზე ვერ იქნება, ოჯახი რომ ერქვას!
და თქვენ იცით რა უნდა გააკეთოთ?
მარტივია, თუ ეგოისტი დედა არ ბრძანდებით!
თქვენ შვილს გვერდით კი არა, გვერდში უნდა ამოუდგეთ რომ მყარად და ბედნიერად განაგრძოს არსებობა, თუ არა, ყველა უსამართლო ქცევა თქვენი შვილის მომავლის კარებთან დატოვრბული ბომბია!
ქალი ხართ და ქალს ეცით პატივი!
დედა ხართ და შვილის დამოკიდებულებას ეცით პატივი!
არ ვამბობ რომ მარტივია, მაგრამ არც რთული!
რადგან ეს ცხოვრებაა, ეს სიცოცხლეა, რომლისგან დაზღვეული არავინ არაფრისგან არ არის!
და გახსოვდეთ: თმის ღერიც კი არ ჩამოგვივარდება ჩვენ ადამიანებს უფლის ნების გარეშე და თუ უფლის ნებაა ეს, თქვენ უფლის ნებას რატომ ეწინააღმდეგებით?!
ყველას სურს ბედნიერება!
ყველას სურს სულისფერი!
ყველას სურს იდილია და სიცოცხლეშივე ტკბობა ყოველი უფლისგან ბოძებული წამებით!
თქვენ კი ჩემო დედებო!დედამთილებო! სადედამთილოებო!
სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ, იქეცით თქვენი შვილის კედლად, რომ თავად უფალმა არ ჩამოგაცალონ ეს კედელი!
ეცადეთ სიკეთე გასცეთ, რომ სამყაროსგან ტკბობა იგემოთ!
და ბოლოს!
არავინ არ იცის არავის ჯვრის სიმძიმე, რომლის მატარებელი თავად ერთია!"
ნანა ქაჯაია
0
151
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
151
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0