x
მეტი
  • 23.02.2025
  • სტატია:140465
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513286
აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში, მეორე მსოფლიო ომის დასრულებისადმი მიძღვნილ აღლუმს დაესწრება?
image

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შესაძლოა დაესწროს მოსკოვში გამართულ დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმს. ამის შესახებ გამოცემა Le Point წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.


გამოცემა ვარაუდობს, რომ ტრამპი მოსკოვს 9 მაისს ეწვევა და რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.


კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა ადრე განაცხადა, რომ სატელეფონო საუბრისას რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტები შეთანხმდნენ პირადი კონტაქტების გაგრძელებაზე, კერძოდ, შეხვედრის ორგანიზებაზე. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის.




თუმცა ტრამპის ადმინისტრაციის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააუქმა ვიზიტი მოსკოვში დიდ სამამულო ომში სსრკ-ს გამარჯვების 80 წლისთავის აღსანიშნავ აღლუმზე. ვაშინგტონი ორიენტირებულია უკრაინასთან იშვიათი წიაღისეული მინერალების შესახებ შეთანხმების მიღწევაზე, რომელიც შესაძლოა შაბათს გაფორმდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ტრამპი „პრობლემებით“ იმუქრება.


ინფორმაციას არც რუსული მხარე ადასტურებს. კრემლის პრესსპიკერის თქმით, პუტინმა აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში დაპატიჟა, თუმცა როდის შედგება შეხვედრა, ჯერჯერობით, უცნობია.



ამასობაში BBC წერს, რომ აშშ-მ პირველად 90 წლის განმავლობაში დამარხა Pax Americana(ამერიკული მშვიდობა ან ამერიკული ზავი, ტერმინი, რომელიც გამოიყენება, როგორც მშვიდობის კონცეფცია დასავლეთ ნახევარსფეროში და შემდეგ მსოფლიოში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ , როდესაც შეერთებული შტატები გახდა მსოფლიოს დომინანტი- ეკონომიკურ, კულტურულ და სამხედრო სფეროში.)


"თითქმის 90 წლის განმავლობაში ამერიკა მხარს უჭერდა და იცავდა ევროპას. ახლა კი დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა, რომ აშშ ურჩევნია მეგობრობდეს თავის მტერთან - ვლადიმერ პუტინის რუსეთთან. უთანხმოება ახალ სამყაროსა და ძველ სამყაროს შორის საბოლოოდ დამარხავს Pax Americana -ს ომისშემდგომ მშვიდობას აშშ-ს ხელმძღვანელობით, რასაც რუსეთი და ჩინეთი დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან."-აღნიშნავს BBC.

0
43
1-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0