პოეზია "ისე, ბესიკა პაპას შეეძლო, ბევრი აღარ ეწვალა ვაჟას ლექსში ,,ია''-ს ნაცვლად ,,მზია'' ჩაესვა"-გელა ზედელაშვილი დღეს, 13:56 ![]() "ბესიკა პაპამ ახალი “შედევრი'' გამააცხო!
დიახ!
და ეს “შედევრი'', არც მეტი, არც ნაკლები, მზიას მიუძღვნა:
გაზაფხულს ია ამშვენებს,
სანთელი ეკლესიასა,
რა გაზაფხული მოვიდეს,
წავალ და დავკრეფ იასა,
მივართმევ, მივუსათუთებ,
გატანჯულ ქალაიასა,
ციხეს ზის ეგზომ მაღალსა,
ქორი ვერ გადაიარსა,
იქ არც გაზაფხულს ამბობენ,
დღეს არ აქებენ მზიანსა,
სიო არ ჩამოუქროლებს,
მკერდს არ გაუღეღს ნიავსა.
თქვენი არ ვიცი და... მე კი აშკარად დავინახე, რომ ბესიკა პაპამ რაღაც-რაღაცები (რიტმი, ფორმა, წყობა) ვაჟა-ფშაველას მოჰპარა:
იას უთხარით ტურფასა,
მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო,
თავი რომ აგიღიაო!
შენ თუ გგონია სიცოცხლე
სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე,
მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავს მზესა, ინანებს,
განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებარებოდეს
ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე,
როგორაც შენი ზნეაო.
ისე, ბესიკა პაპას შეეძლო, ბევრი აღარ ეწვალა გადაკეთება-გადმოკეთებაში და ვაჟას ლექსში “ია''-ს ნაცვლად “მზია'' ჩაესვა. თუმცა ეგეც მგონი არ იყო საჭირო, ვაჟასაც ბევრგან აქვს გამოყენებული “მზესა'', “მზეაო'' და ასე შემდეგ.
ნუთუ მართლა დაბერდა ბესიკა პაპა?
არ არსებობს, განა პოეტებიც ბერდებიან და იმას შვრებიან?
რა ვიცი, რა ვიცი!"-წერს სოციალურ ქსელში გელა ზედელაშვილი.
175 2-ს მოსწონს
|