x
მეტი
  • 22.02.2025
  • სტატია:140460
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513283
15 რჩევა პატარა სააბაზანო ოთახის მოსაწყობად
image



თუ გაქვთ პატარა აბაზანა და გსურთ, რომ მეფურად გამოიყურებოდეს, შესაძლოა ეს მარტივი, სასარგებლო რჩევები გამოგადგეთ. ყველაფრის ერთდროულად გაკეთება არ ღირს, რამდენიმე მათგანი შეისწავლეთ და მზადაა! თქვენი სააბაზანო ოთახი უფრო სასიამოვნო და კომფორტული გახდება.



1. დაამატეთ ჩარჩო სარკის გარშემო. ნეიტრალური ან კედლის ფერი აირჩიეთ.

image



2. სანელებლების თარო

image


სააბაზანოში ასეთი თარო შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა შამპუნის, ლოსიონის და კონდიციონერის შესანახად. თაროები კარადაშიც შეგიძლიათ დაკიდოთ, რომ გარედან არ ჩანდეს.



3. თუ სააბაზანო ოთახით რამდენიმე ადამიანი სარგებლობს, გამოიყენეთ კაუჭებით პირსახოცების დასაკიდად.

image



4. პატარა ხრიკი წვრილმანების შესანახად

image

თუ გაქვთ მხოლოდ ერთი კარადა, სივრცის მინიმუმამდე შემცირება მოგიწევთ. მაგალითად, აი, ამ მეთოდით.



5. სხვათა შორის, წვრილმანებზე. კარგი მეთოდია უხილავი თმის სამაგრების შესანახად, რომელიც მუდმივად იკარგება.

image



6. ჩამოკიდეთ ორი საშხაპე ფარდის ჯოხი. ერთი დანიშნულებისამებრ გამოიყენეთ, მეორე პატარა კალათების დასაჭერად. ამ კალათებში პატარა ნივთები შეგიძლიათ შეინახოთ. კალათები პლასტმასის და ნასვრეტებიანი უნდა იყოს, რათა წყალი დაიწრიტოს.

image



7. წიგნის თარო კარის ზემოთ სივრცეს დაგიზოგავთ და ამავდროულად შეინახავთ ნაკლებად საჭირო, მაგრამ მაინც საჭირო ნივთებს.

image



8. დაე, საშხაპე სააბაზანო ოთახის „ჰიტი“ გახდეს. სხვა დანარჩენი ნაწილი შეიძლება იყოს მარტივი და შეუმჩნეველი, მაგრამ საშხაპემ ყურადღება უნდა მიიქციოს. მაგალითად, ერთის ნაცვლად ორი ფარდა ჩამოკიდეთ ან საშხაპე ზონა უჩვეულო დეკორით გააფორმეთ.

image



9. ასეთი სადგამი თეფშით დაგეხმარებათ დაზოგოთ სივრცე და შეინახოთ პატარა საჭირო ნივთები. მაღაზიაში ნაყიდი სტენდი ძალიან ლამაზია, მაგრამ საკუთარი ხელით შეგიძლიათ გააკეთოთ.

image



10. სპეციალურ დაფაზე შეგიძლიათ შეინახოთ კოსმეტიკა, თითოეული მაგნიტით აღჭურვეთ. ეს დაფა შეიძლება დაკიდოთ კარის უკანა მხარეს ან კარადის შიგნით.

image



11. ბამბა, ღრუბელი და ბამბის დისკები უბრალო ქილებში შეგიძლიათ შეინახოთ. მართალია, ამისთვის დაგჭირდებათ დაფა და დამჭერები.

image



12. გააკეთეთ აქცენტი დიდ სარკეზე. ასე სივრცის შეგრძნებას შექმნით.

image



13. პირსახოცები დაახვიეთ დაკეცვის ნაცვლად. ეს ძველი ხრიკია, რადგან ტანსაცმლის დახვევით ჩემოდანში მეტის მოთავსებას შეძლებთ. იგივე ეხება პირსახოცებს, თუ მათ დაკეცვის ნაცვლად დაახვევთ, უფრო მეტს მოათავსებთ კალათაში ან ნებისმიერ სხვა ადგილას.

image



14. კარადაში გამოსაწევი უჯრები დაამონტაჟეთ. როგორც წესი, ასეთებს სამზარეულოში იპოვით, მაგრამ სააბაზანო ოთახშიც სასარგებლოა.

image



15. კარზე შეგიძლიათ ჩამოკიდოთ რამდენიმე საკიდი პირსახოცებისთვის.image



ასევე დაგაინტერესებთ:

ყველაზე უჩვეულო ნიჟარები მთელს მსოფლიოში (27 ფოტო)

25 ყველაზე კრეატიული სანათი, რომელიც ოდესმე შეუქმნიათ დიზაინერებს მთელ მსოფლიოში

თუ პატარა სახლი გაქვთ, ასეთი იდეები გამოგადგებათ

ინტერიერის 19 ცვლილება, რომელთაც სახლის ახალ დონეზე აყვანა შეუძლიათ

სივრცის ორგანიზების 22 მაგარი იდეა, რომელიც თვალს ახარებს

0
37
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
37