სხვა როგორ მუშაობდა ჯერ კიდევ უცნობი ახალგაზრდა მერლინ მონრო პინ-აპ მოდელად საათში 10 დოლარად(ფოტოები) გუშინ, 16:37 ![]() ![]() ![]() ფოტოზე:ერლ მორანი მერილინ მონროს პინ-აპ პოსტერს ხატავს. როგორ ხატავდნენ Pin up ადრე: მოდელს ფოტოს გადაუღებდნენ, შემდეგ ფოტოდან, კონტურებს ნახშირით ხატავდნენ და აფერადებდნენ პასტელითა და ზეთის საღებავებით. ინტერიერს დამატებით დეტალებით აფორმებდნენ.. ტანსაცმლის დეტალები მხატვრის ფანტაზიაზე იყო დამოკიდებული. ზოგჯერ ისინი პირდაპირ მოდელიდან იხატავდნენ, მაგრამ პროცესი გაცილებით მეტხანს გრძელდებოდა და მოდელი და მხატვარი უფრო სწრაფად იღლებოდნენ. ![]() გოგონა, რომელმაც კარიერის დასაწყისში მოაწერა ხელი, როგორც მონა მონრო, დაუმეგობრდა მხატვარს. და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იგი პერიოდულად პოზირებდა მისთვის. ერლ მორანმა თავის საყვარელ მოდელზე თქვა: ”მან ყველაფერი ბუნებრივად გააკეთა. ის ყოველთვის აკეთებდა იმას, რასაც მე ვთხოვდი. და ის იყო ყველაზე მგრძნობიარე გოგონა. ყველა დანარჩენზე უკეთესი. ემოციურ დონეზე, მან ყველაფერი სწორად გააკეთა. მისი მოძრაობები, ხელები, სხეული, ყველაფერი იდეალურად იყო." მერილინმა, თავის მხრივ, ხუმრობით თქვა, რომ ერლმა ფეხები ბევრად უფრო ლამაზი დაუხატა, ვიდრე სინამდვილეში იყო. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() 42 3-ს მოსწონს
|