შუასაუკუნეების ყველაზე უცნაური სასჯელები – სამართლებრივი მეთოდები, რომლებიც დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება

შუასაუკუნეები ხშირად ასოცირდება მკაცრ და სასტიკ სამართლებრივ სისტემასთან. იმ ეპოქაში დამნაშავეების დასჯა არა მხოლოდ სამართლიანობის აღსრულების საშუალება იყო, არამედ ხალხისთვის შეშინებისა და მაგალითის მიცემის ერთგვარი ინსტრუმენტი.

ქვემოთ წარმოგიდგენთ შუასაუკუნეების რამდენიმე ყველაზე უცნაურ და სასტიკ სასჯელს, რომლებიც დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება.
ცოცხლად მოხარშვა
ეს სასტიკი სასჯელი განსაკუთრებით ფულის გამყალბებლებისა და მკვლელების წინააღმდეგ გამოიყენებოდა. დამნაშავეს სვამდნენ მდუღარე წყალში, ზეთში ან ტყვიაში, რაც წარმოუდგენლად მტკივნეული და ნელი სიკვდილი იყო.
რკინის ქალწული
რკინის ქალწული ერთ-ერთი ყველაზე ცნობილიწამების იარაღია, რომელიც გამოიყურებოდა როგორც დიდი რკინის კაბინა, შიგნიდან ბასრი წვეტებით. დამნაშავე ამ მოწყობილობაში იკეტებოდა და ნელ-ნელა კვდებოდა.
მბრუნავი გალია
დამნაშავეს სპეციალურ გალიაში ათავსებდნენ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ჰკიდებდნენ. მსჯავრდებულს დღეების ან თვეების განმავლობაში უწევდა იქ ყოფნა, სანამ შიმშილით ან სიცივით არ მოკვდებოდა.
კატის ცხრა კუდი
ეს იყო დამსჯელი იარაღი, რომელიც შედგებოდა ცხრა ნაწნავისგან, რომელთა ბოლოებზე ბასრი ლითონის წვეტები იყო დამაგრებული. სასჯელი იწვევდა ღრმა ჭრილობებსა და ინფექციებს.
ლანგარი
ლანგარი იყო სასტიკი სასჯელი, რომლის დროსაც დამნაშავეს ოთხ მხარეს აბამდნენ ცხენებს და სხვადასხვა მიმართულებით აცლიდნენ. ამგვარი დასჯა უმეტესად სამეფო შეთქმულებისა და ღალატის ბრალდებით ხდებოდა.

შუასაუკუნეების სამართლებრივი მეთოდები დღეს წარმოუდგენლად გვეჩვენება, მაგრამ იმ ეპოქაში ისინი სოციალური წესრიგის შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი საშუალება იყო. თანამედროვე სამართლებრივი სისტემები ბევრად ჰუმანურია, თუმცა ისტორია ცხადყოფს, თუ რამდენად განსხვავებული იყო ადრინდელი ცივილიზაციების დამოკიდებულება სამართლისა და სამართლიანობის მიმართ.
საქართველოში გავრცელებულ სასჯელებს შორის იყო ვირზე ადამიანის შემოსმა და საჯაროდ ტალახის სროლა, რაც თენგიზ აბულაძის ფილმში " ნატვრის ხე" ნათლადაა ასახული ) ფილმი შიქმნა გიორგი ლეონიძის ამავე ნაწარმოების მიხედვით)
მსგავსი სადამსჯელო რიტუალი ბევრ სხვა ქვეყანასაც ჰქონდა

ადამიანების სისასტიკეს არ აქვს საზღვრები!