შოუბიზნესი იცოდით, რას აკეთებენ ვარსკვლავების "ასისტენტები"? დღეს, 11:23 რა საკვირველია, "სელებრითებთან" პირად დამხმარედ მუშაობა ბევრს "ცხოვრებაში გამართლება" ან "ფულისა და დიდების გზაზე დადგომა" ჰგონია, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით სხვაგვარადაა: ეს არის დაძაბული, სტრესული პროფესია და მის შესრულებას ერთეულები თუ ახერხებენ. მაგრამ, იყო შემთხვევები, როდესაც დამხმარე, იგივე "ასისტენტი" წითელ ხალიჩაზე გამოსულა მის "ბოსთან" ერთად და დაუჩრდილავს კიდეც ის.
![]() მოდით, ერთად გადავხედოთ, რა სახის დამხმარეები ყავთ ჩვენს ცნობილებს. იცოდით, რას აკეთებენ ვარსკვლავების "ასისტენტები"?1. ფოტოზე ხედავთ ჯარედ ლეტოს თავს, რომელიც მის დამხმარეს უჭირავს. ვიდეო ამ სახით Met Gala 2019-ზე გამოჩნდა. (თავი რეზინისაა) ![]() 2. კადრში ხედავთ Katy Perry-ს, რომელსაც მისი "ასისტენტი" აჭმევს. კლიპისთვის გადაღებები ზოგჯერ იმდენხანს გრძელდება, რომ განძრევაც ეკრძალებათ და სხვა გზა არ რჩებათ გარდა იმისა, რომ დამხმარემ ხელით აჭამოს. ![]() 3. ფოტოზეა მოდელი კოკო როსა, რომელსაც ყავს პირადი დამხმარე ფეხსაცმელების საკითხის მოსაგვარებლად. ამ "პროფესიაზე" სამუშაოდ დაგჭირდებათ "მცირე უნარების ქონა" - კომუნიკაბელურობა, ორგანიზატორობის უნარი, იყოთ გარკვეული სოციალურ ქსელებში და ფლობდეთ უცხო ენებს". სულ ეს არის და თქვენ ნებისმიერი მოდელის ფეხსაცმელების "თასმების შემკვრელად" იმუშავებთ. ![]() 4. სოფია ვერგარა, ყველაზე მომთხოვნი ვარსკვლავი ყოფილა. კადრში ხედავთ მას და მის მოსიარულე "ოფიციანტს", რომელიც სამი წლის განმავლობაში ყოველ დღე მუშაობდა მასთან და ამ დროის შემდეგ მხოლოდ 1 დღე დაასვენეს. ![]() 5. ზოგჯერ ჟურნალისტები ყოველგვარ ზღვარს გადადიან, ამიტომ ცნობილებს სხვა გზა არ რჩებათ და იყვანენ მცველს. კადრში ხედავ იოკო ონოს (ლენონის ქვრივს) მცველთან ერთად. ![]() 6. კადრში ხედავთ კემბრიჯის ჰერცოგინიას ქეით მიდლტონსა და მის ასისტენტს რებეკა დიკონს. ყველა წვრილმანი ნივთი, რომელიც ჰერცოგინიას ახლავს თან, სწორედ რებეკამ უნდა ატაროს. ![]() 7. კადრში ხედავთ ესპანელ მატადორს ჯულიან ლოპესსა და მის რამდენიმე ასისტენტს, რომლებიც მას ჰაერში იტაცებენ და სპეციალურად ამ საქმისთვის ყავს ისინი დაქირავებული. ![]() 8. მანამ, სანამ კიმ კარდაშიანი ცნობილი გახდებოდა, ის პერის ჰილტონის ასისტენტად მუშაობდა. ![]() 9. სტეფან შეპარდი "კუპალნიკს" უსწორებს კიმ კარდაშიანის დას კორტნი კარდაშიანს. ![]() 138 2-ს მოსწონს
|