პოეზია "სიყვარულს გული ზეცამდე აჰყავს"-ნანა ჩიკვილაძე გუშინ, 17:27 ![]() სიყვარულს გული ზეცამდე აჰყავს
და დედამიწას აბრუნებს ღერძზე,
სიყვარულს ქვეყნად ყველა თაყვანს
სცემს,
უსიყვარულოდ ვერვინ ვერ გაძლებს.
სიყვარულს მოჰყავს გაზაფხულიც და
მზის ამოსვლა თუ მთვარის ნათება,
ვარსკვლავებიც ხომ სიყვარულია,
სიყვარულია თვით ცისარტყელაც.
სიყვარულია ყვავილთა გაშლაც,
ვარდის სურნელიც სიყვარულია,
სიყვარულია ხეთა შრიალიც,
დედა_ ბუნებაც სიყვარულია.
სიყვარულია გული რომ ფეთქავს,
მეორის გულში რომ ისმის ექოდ,
სიყვარულია სიცოცხლე ჩვენი,
დე სიყვარულით გვაცხოვრე ღმერთო
![]() და რამდენჯერ მზის ჩასვლისთვის მიცქერია, ავსებულვარ ცის ლაჟვარდის სილამაზით, გარიჟრაჟზე მე ვარდები მიკრეფია. მწვანე მოლზე გამივლია ფეხშიშველი, ლურჯ იების კონა დამიკონებია, გვირილების მე თეთრ თმებზე მილოცნია, სიყვარული მისი დამიჯერებია. წვიმის მოსვლას დავსწრებივარ მე რამდენჯერ, წვიმის წყალი პეშვით მომიგროვებია, ოცნებები და სურვილი მზის ამოსვლის, ლამაზი და მშვენიერი მგონებია. ყვავილობას მე ტყემლისას დავსწრებივარ, ატმის ფერი ყვავილების მდომებია, ვარდისფერი ფერით ისე მოვხიბლურვარ, სიყვარული ამ ფერების მომრევია. და რამდენჯერ ცისარტყელას ფერი ვნახე, გაოცებით სიტყვა ერთიც ვერ მითქვია, როგორც მძივი, შვიდფერად რომ აელვარდა, მზის და მთვარის საქანელად ჩამითვლია. მე რამდენჯერ ცის და მიწის გზებიც ვნახე, და სიცოცხლის ათინათზე გამივლია, ფერი მიწის მოელვარე მწვანე ფერად, და ფერი ცის ლურჯი ფერის ამინდია. მზის ამოსვლას დავსწრებივარ, მე რამდენჯერ, და რამდენჯერ მზის ჩასვლისთვის მიცქერია, ავსებულვარ ცის ლაჟვარდის სილამაზით, გარიჟრაჟზე მე ვარდები მიკრეფია.. ![]() თბილი წვიმა
მთელი დღე წვიმდა
დამტყობია მოწყენა
წვიმის,
გაიღიმილა მეგობრობის
ლამაზმა თვალმა,
დღეს ხომ ჩემს გულში
უსასრულო ნუგეშად
მოდი,
წვიმის წვეთები ააცეკვა
სიკეთის ჰანგმა.
რამდენი სითბო,
მოფერება მივიღე მე დღეს,
და ვიღიმილე სიყვარულის
სიტკბოთი მთვრალმა,
დღეს მე დავხატე ნისლებშიდაც ფერი
ფერადი,
გამოვაბრწყინე სიყვარულით დაწერილ
ზღაპრად.
ჩემო ძვირფასო ამ წვიმაში
მზისებრ გამოჩნდი,
შენმა სინათლემ წვიმის
წვეთთა სიცივე შთანთქა,
გულზე მომეხსნა სევდისფერი ფიქრის
ღილები,
გამოიდარა სიხარულის
ცრემლების ნამმა.
ვესათუთები დღევანდელ დღის სანატრელ წუთებს,
და ჩვენს ერთობას მზის სხივების ფერებად ვქარგავ,
რამდენი რამე გვქონებია
თურმე სათქმელი,
ნაფერებ სიტყვებს გულში
წმინდად მე შევინახავ.
დღეს ცამ მოიხსნა საწვიმრად პირი,
წვიმის წვეთები
გაფანტა ქარმა,
გული გულს ეძებს, უხმობს,
პოულობს,
და გულთა ექო ვიცი
რომ გზებს
არასდროს ჰკარგავს.
![]() იქნებ მითხრათ სად გარბოდა დონ კიხოტის რაში, ანდა კლდეზე მიაჯაჭვეს, რატომ ამირანი? ანდა რატომ დავივიწყეთ, ჩვენ ქალღმერთი დალი, სიყვარულიც გადავმალეთ ნესტან-დარეჯანის. იქნებ მითხრათ რატომ მოჭრეს არსაკიძეს მკლავი სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში. რეკავს გლოვის ზარი. იქნებ მითხრათ რად წაართვეს, ქართველ გმირებს ხმალი, ტრადიცია, ქართველობა გადაშენდეს ლამის. ვიყურებით ევროპისკენ, მიგვიპყრია თვალი, გველეშაპსაც ვეომებით რომ აქვს ათი თავი. დავეძებ და ვერსად ვნახე, დღეს მანდილი ქალის კაცის სიტყვა და კაცის ხმა უფასური არის. მომეშველეთ, ამიხსენით თუ გწამთ ღმერთის, ხატის, ყველა ცოდვილს რად ამშვენებს, გულზე ოქროს ჯვარი. იქნებ მითხრათ დამამშვიდოთ. დარდი მომკლავს ლამის, აფხაზეთი სამაჩაბლო, საქართველო არის. სამყარო რომ გადაგვარდა. ცაც გაქრება ლამის, რადგან ვხედავ აღარ ინდობს, აღარავინ არვის. ამიხსენით, ამიხსენით ამიხსენით ვდარდობ, სიძულვილი გაბატონდა, ძმამ ძმა მოჰკლა რატომ.? დედამიწა დაინისლა, დაბნელდება ლამის, ქართველების სისხლით, ცრემლით გაჟღენთილი არის. ამიხსენით რატომ ხდება, სამართალი გაქრა, მოძალადე და ტირანი, დგას სამოთხის კართან. დღეს სიმართლე ვერვის უთქვამს, ხალხი დაიტანჯა, საქართველო გველეშაპის, კვლავ სამიზნე გახდა. ქართველს ყველა კარს უხურავს, ჩვენი ღიად გვაქვს და ხელგაშლილი ვეგებებით, მტერსაც და სტუმარსაც. ვუძლებთ სუსხს და ვუძლებთ წვიმას, ქარიშხალსაც, ქარსაც, დღეს კი მიკვირს გადავიტანთ, ამ გაყინულ ზამთარს? დავამძიმეთ დედამიწა, ბრუნვის თავიც არ აქვს, მოგვძახიან მოითმინეთ, ღმერთი გვიხმობს ტაძრად. მზე და მთვარე გადმოგვყურებს, ჩვენ ვერ ვამჩნევთ სულაც, . საქართველოს ისტორიას, ცრემლთა ფრქვევით ვფურცლავ. მეფიქრება სამშობლოზე ფიქრი მუდამ დამაქვს, არც ცა, არც მზე და არც მიწა დასაკარგი არ გვაქვს. ნეტავ მართლა სად გარბოდა დონ კიხოტის რაში, მხედარი რას დაეძებდა წვიმასა და ქარში, იქნება ჩვენც მხედარივით გავხდით დროის ბარგი, მიფრინავდა უგზოუკვლოდ დონ კიხოტის რაში. ![]() რწმენით ნათქვამი ზოგმა გულზე დამაბიჯა, ზოგი ტალახს მაშხეფებს, ზოგმა სიტყვაც არ მაღირსა, ზოგთან რა ვთქვა დავეძებ. დავდივარ და გზას ვერ ვიგნებ, მაგრამ ვიტან ნარ_ეკლებს, მე ყველაფერს ვეგუები, ოღონდ ჭორი არ შემხვდეს, მივდივარ და თან მიმყვება შურით მზერა ამ გზებზე, ზღაპარია ყველაფერი, თუ სიკეთეს არ ეძებ. ერთი გზაა გზა სავალი, ჩემიდან და შენამდე, გთხოვ ნაბიჯებს ჩემსას ნუ თვლი, შენი თვალე ღმერთამდე. ყველას ერთი გზა აქვს ბოლოს, ქარში, დარში, ელვამდე, წუთი წამში გაიელვებს, გარდიქცევა დღე ღამედ. ბნელში ერთურთს ვერ შევხედავთ, ვერც კი ვეტყვით ბევრ რამეს, სანამ რამ ვთქვათ შეგვიძლია, ღმერთს შევთხოვოთ გვხედავდეს. ზოგმა გულზე დამაბიჯა, ზოგი ტალახს მაშხეფებს, ზოგი სიტყვას არ მაღირსებს, ზოგთან რა ვთქვა დავეძებ. ![]() მიტოვებული სახლი მიტოვებული მე ვნახე სახლი, მონატრებული პატრონის ალერსს, ის მოწყენილი იდგა გზის ბოლოს, სახლი, რომელიც ითმენდა რამდენს. და მე ის სახლი როგორც მებრძოლი, ქართან, გრიგალთან მაგონდებოდა, სახლი ბავშვების სიცილთ მხმობელი, სახლი, რომელიც ჩუმად გოდებდა. ხავსებით სავსე იყო ბილიკი, კედლები ფარულ ცრემლებით სველი, კედლებიც თურმე სითბოს მისტირის, კედლებს სწყურიათ ბუხარში ცეცხლი. თუმცა დუმილი მეფობს იმ სახლში, მას შეუძლია ბევრი გვიამბოს, მე არ ვიქნები იმისთვის უცხო, მისმენს, ტკივილი რომ დაიამოს. ვიცი, რომ სახლსაც ცრემლები სცვივა, კარის სახელურს ედება ყინვა, სარკმლიდან თვალსაც აპარებს ხეხილს“ იცის ხეხილთან არავინ მივა. ჟამთა სვლასავით მიჰქრის დღეები, თითქოს იყო და თითქოს არც იყო, და სახლი ელის მიტოვებული, საკვამურიდან ამოსულ სითბოს. მიტოვებული მე სახლი ვნახე, მონატრებული პატრონის ალერსს, ის მოწყენილი იდგა გზის ბოლოს, სახლი, რომელიც უძლებდა რამდენს. ![]() ნატვრა არაფერი არ მაფიქრებს, . არაფერი არ მინდა . როცა ვინმე მოვა მეტყვის, შენი დრო ხომ წავიდა. ზოგჯერ ელვა გაიელვებს, ზოგჯერ წვიმა დამნისლავს, მე ყველაფერს დავიწყებდი, დავიწყებდი თავიდან. გავყვებოდი მზის ბილიკს და, წავართმევდი ნამს მიწას, სულ მძივებად ავკინძავდი, მივიბნევდი საკინძად.. ყვითელგულა გვირილების თმები გრძნობას აშლიდა, ვუყვარვარ თუ არ ვუყვარვარ, პასუხს არ დამმადლიდა. გაზაფხულსაც ვეწვეოდი, იების და ვარდისას, თეთრ ვარდებსაც დაგიკრეფდით, ულამაზეს ბაღიდან. ცის ლაჟვარდი საფერებლად ცისარტყელას გაშლიდა, ცისარტყელა სიყვარულის ფერებს გადმომაყრიდა. ვერ ველევი დილის რიჟრაჟს, ნისლი ვფიქრობ დაბინდავს, ვინატრებდი მზის სხივებს და, მეტი ნატვრა არც მინდა. დავხუჭავდი თვალებს ვნებით, ჟრუანტელი ამიტანს, ვარსკვლავივით ვიბრწყინებდი, გრძნობებს აღარ დავბინდავ. არაფერი არ მაფიქრებს, არაფერი არ მინდა, გთხოვთ არ მითხრათ, შემიბრალეთ, ჩემი დრო რომ წავიდა. არც კი მკითხოთ სად ვიყავი, ან მოვედი საიდან, ნუ დამაბნევთ შეკითხვებით, დროს მე ყველას ავიტან. ![]() საწუთრო ბაქანზე ვიღაც წყალობას ითხოვს,
ბაქანზე ვიღაც მოითხოვს შველას,
ვიღაც მოთქვამდა, იქვე მზის გულზე,
მის მატარებელს, ელოდა ყველა.
რელსები ჰგავდნენ დაპრესილ მაგნიტს,
მატარებელში ტევა არ იყო,
და რეკვიემის მუსიკა ნაზი,
ახლოსაც იყო, შორსაც კი იყო.
ერთ გზაზე მიყავს მატარებელი,
საწუთროს, თანაც გზებსაც კი
ბლანდავს,
მატარებელი მიდის და მოდის,
ყველას ცხოვრების მოიტანს
ამბავს.
ბაქანზე ვიღაც წყალობას ითხოვს,
ბაქანზე ვიღაც მოითხოვს შველას,
ვიღაც მოსთქვამდა იქვე, მზის გულზე,
მის მატარებელს ელოდა ყველა.
![]() ნანა ჩიკვილაძე - დაიბადა 1963 წლის 27 იანვარს, საჩხერის სოფ. კალვათაში. 1980 წელს დაამთავრა ქორეთის საშუალო სკოლა. შემდეგ სწავლა განაგრძო დიდი ჯიხაიშის სასოფლო სამეურნეო კოლეჯში საქმისწარმოების სპეციალობაზე. კოლეჯის დასრულების შემდეგ მუშაობდა სამტრედიის ხის დამამუშავებელ კომბინატში კანცელარიის უფროსად. წარმოების ლიკვიდაციის შემდეგ, მუშაობა დაიწყო დიდი ჯიხაიშის გ.ნიკოლაძის არასრულ საშუალო სკოლაში ბიბლიოთეკარად. წერს ლექსებს და ნოველებს. 2024 წლის 14 აგვისტოს გამოვიდა მისი პირველი კრებული სახელწოდებით "სიყვარულს გული ზეცამდე აჰყავს". ამჟამად მუშაობს რომანზე, ნოველებზე და ლექსებზე, რომლებიც განთავსდება მეორე კრებულში. ქალბატონი ნანა გახლავთ ქუთაისური თემურ ძიძიგურის სახელობის ლიტერატურული სალონი "ღირსების"" წევრი. 4 2-ს მოსწონს
|