პოლიტიკა "უკრაინის იძულებითი კაპიტულაცია ნიშნავს მთელი დასავლური საზოგადოების კაპიტულაციას"-პოლონეთის პრემიერ მინისტრი გუშინ, 13:37 ![]() დონალდ ტუსკმა აღნიშნა, რომ უკრაინის „იძულებითი კაპიტულაცია“ ასევე ნიშნავს მთელი დასავლეთის დამარცხებას, რასაც მოჰყვება გამოუსწორებელი შედეგი. ტუსკმა პოსტი სოციალურ ქსელ X-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. „უკრაინის იძულებითი კაპიტულაცია ნიშნავს მთელი დასავლური საზოგადოების კაპიტულაციას. ყველა იმ შედეგით გამომდინარე, რაც მოჰყვება ამ ფაქტს. და არავის მოიტყუოს თავი, რომ ეს არავის ესმის“, - დაწერა ტუსკმა. 15 თებერვალს, მიუნხენის კონფერენციაზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს შექმნან „ევროპის შეიარაღებული ძალები“, რომელიც შეიძლება დაფუძნებული იყოს უკრაინის არმიაზე. უკრაინის პრეზიდენტმა არ გამორიცხა, რომ აშშ-მ უარი თქვას ევროპის ქვეყნების სამხედრო მხარდაჭერაზე და განაცხადა, რომ რუსეთს შეუძლია შეუტიოს ნატოს ქვეყნებს, თუმცა რუსული მხარე არაერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსთან ბრძოლას არ აპირებს. ამავე დროს, Associated Press იტყობინება, რომ ევროპა უკვე ფარულად აწარმოებს მოლაპარაკებებს ევროპული ძალების ერთობლივი ჯგუფის შექმნაზე, რომელსაც უკარაინაში გააგზავნის. ტრამპი კი ზელენსკის აძალებს და ემუქრება ხელი მოაწეროს ხელშეკურლებას იშვიათი მინერალებზე. ბესენტი გასულ კვირას ეწვია კიევს, სადაც მან წარმოადგინა 500 მილიარდი დოლარის ღირებულების წინადადება სანახევროდ უკრაინის იშვიათი მინერალების წვდომაზე, კონფლიქტის დასრულების შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ. Economist სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის ლიდერს ვლადიმირ ზელენსკის ხელშეკრულების ხელმოწერისთვის ერთი საათი მიეცა. მან უარი თქვა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ დოკუმენტი მოუმზადებელი არის. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხად, რომ ბესენტს კიევში „უხეშად ეპყრობოდნენ“. ამერიკელმა ლიდერმა შეთანხმების ჩაშლაში უკრაინა დაადანაშაულა, მაგრამ პირობა დადო, რომ „აღადგენს“, ან, მისი სიტყვები რომ მოვიშველიოთ, „არ იქნება სახალისო“. 108 3-ს მოსწონს
|