სხვა ჰარმონია მეგაპოლისის შუაგულში - იოგა დიდ ქალაქში გუშინ, 12:43 ალექსეი უინდი წარმატებული ფოტოგრაფია ლოს-ანჯელესიდან, რომელმაც შექმნა მასშტაბური და შთამბეჭდავი ფოტოპროექტი „იოგა დიდ ქალაქში“. მისი დახმარებით სურდა ეჩვენებინა, თუ როგორ შეუძლიათ ხმაურიან მეგაპოლისებში მცხოვრებ ადამიანებს სიმშვიდის შენარჩუნება და ბედნიერებით და ჰარმონიით გარემოცვა. სულიერი ზრდა ხომ გარემოზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.
![]() ალექსეიმ იოგების ფოტოგრაფირება დაიწყო თავის საყვარელ ქალაქში, ნიუ-იორკში, შემდეგ პროექტს შეუერთდნენ იოგის მოყვარულები სხვა დიდი ქალაქებიდან. ფოტოგრაფი საუკეთესო კადრებს ინსტაგრამზე აქვეყნებს და თითოეულს შთამაგონებელ ფრაზებს უტოვებს. ![]() „ამ ფოტოების სერიის შექმნის იდეა ინდოეთში მოგზაურობისას გამიჩნდა. მინდოდა მეჩვენებინა ადამიანები, რომელთაც შეუძლიათ ჰარმონიის მოპოვება მსოფლიოს უდიდეს მეგაპოლისებშიც“ - ამბობს ამერიკელი ფოტოგრაფი ალექსეი უინდი. ![]() „ჩემი ფოტოპროექტით „იოგა დიდ ქალაქში“ მინდოდა მეჩვენებინა ადამიანები, რომლებიც გატაცებულნი არიან იოგას ფილოსოფიით და ამავდროულად ცხოვრობენ მეგაპოლისებში, ხმაურისა და აურზაურის ცენტრში, მაგრამ ინარჩუნებენ შინაგან სიმშვიდეს, ბედნიერებით და ჰარმონიით გარემოცულნი არიან. თითოეული ჩვენგანისთვის სულიერი მდგომარეობა ძალიან მნიშვნელოვანია და არ აქვს მნიშვნელობა, რით ვართ გარემოცული: ჰიმალაით თუ ცათამბჯენებით ხმაურიან ქუჩაზე. მთავარია მხოლოდ შინაგანი სამყარო და თქვენი ხედვები“. ![]() „ფოტოების ეს სერია აერთიანებს ხელოვნებას, სულიერებას და სპორტს. ის ასახავს ადამიანის ძალას, რომელიც ეხმარება გადალახოს უსიამოვნებები და იპოვოს ბალანსი ამ სწრაფად ცვალებად გარემოში. იოგა არის გზა, რომ მიუახლოვდეთ თქვენს ნამდვილ პიროვნებას, დაუახლოვდეთ საკუთარ სულიერ ბირთვს“. ![]() „ჩემი გულწრფელი რჩევა ყველასთვის - მიჰყევით საკუთარ გზას, თქვენი სულის მოწოდებას. აკეთეთ ის, რაც ნამდვილად გიყვართ, აკეთეთ მთელი გატაცებით, რამდენადაც შესაძლებელია“. ![]() „ჩვენ ვცხოვრობთ მშვენიერ და უნიკალურ სამყაროში და მნიშვნელოვანია არ დავკარგოთ საკუთარი თავი ყოველდღიურ ქაოსში, არამედ გავაგრძელოთ თითოეული წამით ტკბობა“. ![]() „პროექტი „იოგა დიდ ქალაქში“ ჯერ დასრულებული არ არის. ვგეგმავ გადავიღო მისი გაგრძელება მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში“. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ასევე დაგაინტერესებთ: 22 ლამაზი ქალი გამოკვეთილი პრესით სპორტსმენების გაჭიმვები, როგორც ადამიანის სხეულის პოეზია გრაციოზულობა და ცდუნება: ბალერინების 30 ცეცხლოვანი ფოტო როგორ გამოიყურება სპორტსმენების სხეული სპორტის სხვადასხვა სახეობაში? პინგ-პონგის მოთამაშეები, რომლებიც თამაშისას პლასტმასის ბურთის შემლოცველები ხდებიან თავისუფლების და პროტესტის სიმბოლო - გორგოლაჭებიან ციგურებზე მოსრიალე გოგონების 22 ფოტო 86 შეფასება არ არის |