x
მეტი
  • 21.02.2025
  • სტატია:140440
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513279
„შეიცვალოს „მთავარი არხის“ დირექტორი და უნდა განაგრძოს მაუწყებლობა! “ - ზაზა ოქუაშვილი
image

.

მთავარი არხის ერთერთი დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ტელეკომპანიის ბრალდებებს ეხმაურება და ახალ განცხადებას ავრცელებს. ის წერს, რომ გვარამია მას 1 მილიონს სთავაზობდა, თუკი ტელევიზიაში გადარიცხვების შესაძლებლობა მიეცემათ. თუმცა, ოქუაშვილი უარზეა და ისევ გაბუნიას გადადგომას ითხოვს:

.


გთავაზობთ ზაზა ოქუაშვილის განცხადებას:

.

იმ დროს, როდესაც ერთი მხრივ საქართველოში მწვავე ვითარებაა და მეორე მხრივ, მე სასამართლო პროცესები მაქვს ლონდონსა და სტოკჰოლმში ივანიშვილისა და მისი მთავრობის წინააღმდეგ, ნიკა გვარამია მიზანმიმართულად დაგეგმილი მოქმედებებით იძულებულს მხდის დავკავდე საპასუხო განცხადებებით.
.
„მთავარი არხის“ გაჩერება ხდება გვარამიას მითითებითა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის თვითნებური, კანონგარეშე გადაწყვეტილებით და ჩემი დისკრედიტაციის მიზნით აქვეყნებენ განცხადებას, თითქოს ტელეკომპანია „მთავარ არხს“ ვაჩერებ.
.
„მთავარი არხის“ მაუწყებლობის შეჩერებასა და ამ განცხადების გავრცელებას წინ უძღოდა „მთავარი არხის“ შემოთავაზება: რომ საწყისად 1 მილიონს გადაიხდიდნენ, სანაცვლოდ ჩემგან წარდგენილ დირექტორ გიორგი ქურდაძეს ეროვნულ ბანკსა და პროკურატურაში უნდა განეცხადებინა, რომ გაერკვა სიტუაციაში და აღარ ფიქრობს, რომ არხზე დანაშაულებებს ჰქონდა ადგილი.
.
ამასთან, გიორგი ქურდაძეს ხელი უნდა მოეწერა მათ მიერ შედგენილ კანონგარეშე დოკუმენტებზე. უარის შემთხვევაში ჩემს საწინააღმდეგო კამპანიას ახალი ძალით ააგორებდნენ.
.
ჩემი, როგორც დამფუძნებლის მოთხოვნა დღესაც უცვლელია: შეჩერდეს „მთავარ არხზე“ მიმდინარე კანონგარეშე ფინანსური ოპერაციებით თანხების მიტაცება, თაღლითობა, ფულის გათეთრება, შეიცვალოს გენერალური დირექტორი და ამ პოზიციაზე გიორგი გაბუნიას ნაცვლად პროფესიონალი და საზოგადოებისათვის სანდო პიროვნება აირჩეს. ნიკა გვარამიას მხრიდან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის პოსტზე დასახელებული მისი მეუღლე სოფო ლილუაშვილი ჩემთვის არ არის მისაღები.
.

ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ შეუფერხებლად და კანონიერად უნდა განაგრძოს მუშაობა.

.
არხის არაფორმალური მმართველის ნიკა გვარამიას მითითებით, კანონმდებლობისა და „მთავარი არხის“ წესდების სრული დარღვევით თვითნებურად იქნა გაჩერებული „მთავრი არხის“ მაუწყებლობა, რაც ჩემი იურიდიული გუნდის - ბრიტანელი და ამერიკელი ადვოკატების - სამსჯელო გახდება. –– წერს ზაზა ოქუაშვილი.
.
.
At a time of crisis in Georgia, while I am engaged in legal proceedings in London and Stockholm against Ivanishvili and his government, Nika Gvaramia (Co-Chairman of political party “Ahali”) through a deliberate campaign, is forcing me to issue public responses.
The suspension of Mtavari Arkhi’s broadcasting was carried out under Gvaramia’s orders and through an unlawful decision by the channel’s current General Director, falsely claiming that I ordered the shutdown, to discredit me.
Prior to the shutdown and statement, Mtavari Arkhi proposed paying an initial amount of 1 million on the condition that my appointed director, Giorgi Kurdadze, would declare to the National Bank of Georgia and the General Prosecutor’s Office that he no longer believed illegal activities occurred at the channel. Additionally, Kurdadze was being pressured to sign unlawful documents they had prepared. They threatened a new smear campaign against me if he refused.
As the founder, my demand is clear: the ongoing illegal financial operations, fraud, and money laundering at Mtavari Arkhi must cease immediately. The General Director Giorgi Gabunia, must be replaced. Rather than Giorgi Gabunia, a professional, credible individual—trustworthy to the public—should be appointed. Nika Gvaramia’s proposal to appoint his wife, Sopho Liluashvili, is not acceptable for me.
Mtavari Arkhi must continue broadcasting lawfully and without obstruction. The unlawful shutdown, ordered by Nika Gvaramia, who acts as the channel’s informal manager, and carried out in violation of the law and the channel’s statute, will be addressed by my legal team of British and American attorneys.
0
191
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
Mediator image
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0