საქართველო "მუდმივად უნდა ვიყოთ საბრძოლო მზადყოფნაში" 2012, 27 ოქტომბერი, 19:26
ირაკლი ალასანია უკვე თავდაცვის სამინისტროშია. ახალმა მინისტრმა პირველი სამუშაო დღე თანამშრომლებთან შეხვედრით დაიწყო. "ჩვენ უნდა გვყავდეს მობილური, სწრაფი რეაგირების შესაძებლობის მქონე არმია, რომელიც პასუხს გასცემს ყველა გამოწვევას, რომელიც ჩვენ რეგიონალური უსაფრთხოებიდან გამომდინარე გვაქვს. ჩვენი მთავარი ღირებულება, როგორც არა ერთხელ განმიცხადებია იქნება ჯარისკაცი. მისთვის ყველა შესაძლებლობის და პირობის შექმნა, რომ მან დაიცვას თავისი ქვეყანა. ჩვენ დავიცავთ მშვიდობას, მაგრამ მშვიდობა რომ დავიცვათ მუდმივად უნდა ვიყოთ საბრძოლო მზადყოფნაში. პრობლემური საკითხები დაგვხვდა დაახლოებით 113 მილიონი არის დეფიციტი თავდაცვის ბიუჯეტში. ამის შესახებ ჩემს სამუშაო ჯგუფს უკვე აქვს მოსაზრებები შემუშვებული ამ კრიზისიდან გამოსვლის, რომელსაც მე ორშაბათს საქართველოს პრემიერ მინისტრს გავაცნობ." განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ. 126 6-ს მოსწონს
|