x
მეტი
  • 21.02.2025
  • სტატია:140427
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513278
"ვყოფილვარ მართალი?"- რას წერს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი, ელისო კილაძე "გახარია საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებას საპარლამენტო მანდატების შენარჩუნებასთან დაკავშირებით პირად გვერდზე ეხმაურება და ყოფილი პრემიერის გადაწყვეტილებას ამგვარად ხსნის:


"ვყოფილვარ მართალი?


ანუ გახარიას გუნდი პარლამენტის დატოვებას არ აპირებს!


მიზეზი-ფინანსური დამოუკიდებლობაო❗️


21 მაისს ამ 12 დეპუტატს დასჯიან, მომდევნო 12 გააგრძელებს!


სიაც იმიტომ არ ჩახსნა❗️"- წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.


როგორც "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ გუშინ, "ტვ პირველის" გადაცემა "დღის ამბების" პირდაპირ ეთერში განაცხადა მისი გუნდი საპარლამენტო მანდატებს ინარჩუნებს:


"საპარლამენტო მანდატებს იმისთვის ვინარჩუნებ, რომ მე პოლიტიკურ ცხოვრებაში მქონდეს დამოუკიდებლობა და ის, რაც ჩვენ მოქალაქეებმა მოგვანიჭეს იმის ნაწილი მაინც, დაფინანსების სახით რომ მივიღოთ, რომ არ ვიყოთ დამოკიდებულები ბანკირებზე, ფინანსურ ჯგუფებზე, კონკრეტულ ტელევიზიებზე, რომლების უკანაც კონკრეტული პარტიები, ბანკები, ფინანსური ჯგუფები დგანან, არ ვგულისხმობ არავის. ჩემთვის ეს დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი. ამით შემდგომი ბრძოლებისთვის ვემზადები და ვიღაცას თუ ბევრჯერ უფრო მეტი ფული აქვს, ღმერთმა შეარგოს"- განაცხადა გახარიამ.








0
792
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
792