x
მეტი
  • 22.02.2025
  • სტატია:140443
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513277
"იესო ქრისტე სუპერვარკვლავის" ახალ ვერსიაში ქრისტეს როლს ლგბტ შავკანიანი მსახიობი შეასრულებს
imageშავკანიანი ანა ბოლეინის შემდეგ, ჰოლივუდი კიდევ ერთ პროვოკაციულ პრემიერას ამზადებს: 1-3 აგვისტოდან ნაჩვენები იქნება მიუზიკლი "Jesus Christ Superstar", რომელშიც მთავარ როლს შავკანიანი მომღერალი და მსახიობი სინტია ერივო შეასრულებს, რომელიც თავს ლგბტ თემის წევრად მიიჩნევს. ამის შესახებ Variety იტყობინება.


2020 წელს ერივომ ითამაშა მარიამ მაგდალინელის როლი სრულიად ქალთა ვერსიაში და ახლა ის უფრო სერიოზულ საქმეს კიდებს ხელს.


მსახიობი ასევე ცნობილია თავისი როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა "ჰარიეტი" და "ბოროტი: ნაწილი პირველი" და მან ასევე ითამაშა მინი-სერიალში The Outsider.

image


თავად ერივო ბედნიერია მოახლოებული პრემიერით და მისი თქმით, სულმოუთქმელად ელოდება ამ დღეს.


შეგახსენებთ, როკ ოპერა "იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი" დაწერეს ენდრიუ ლოიდ ვებბერმა და ტიმ რაისმა 1970 წელს.ამავე წელს გამოდის დისკი, რომელმაც "ბილბორდის" ჩარტებში #1 ადგილი დაიკავა, თავად დისკი 7 მლნ.ასლი გაიყიდა.

როკ-ოპერაში ქრისტეს არიები შეასრულა Deep purple-ს სოლისტმა, იან გილანმა.

1971 წელს ბროდვეიზე დაიდგა სპექტაკლი, აქ ქრისტეს როლი და არიები შეასრულა ჯეფ ფენჰოლტმა.ხოლო 1973 გამოდის ამავე სახელწოდების ფილმი-მიუზიკლი, რომელსაც "ოქროს გლობუსი" გადაეცა.

image

0
81
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
81
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0