x
მეტი
  • 21.02.2025
  • სტატია:140407
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513278
"მაპატიეთ, ვკვდები" - "მის აზია" პნევმონიამ იმსხვერპლა
image

სირიელი მსახიობი ენჯი მორადი, Miss Asia World-ის კონკურსის გამარჯვებული 33 წლის ასაკში გარდაიცვალა.


სირიელი მსახიობი ენჯი მორადი, რომელმაც 2017 წელს სილამაზის საერთაშორისო კონკურსში Miss Asia World მოიგო, გარდაიცვალა.


მორადს ორსულობის პერიოდში ვირუსული ინფექცია შეეყარა. ავადმყოფობა მძიმედ მიმდინარეობდა, რა დროსაც მას პნევმონია განუვითარდა.



25 იანვარს მან სოციალურ ქსელში ბოლო პოსტი გამოაქვეყნა. "მაპატიეთ, ვკვდები", - წერს მორადი.


იანვრის ბოლოს იგი გადაიყვანეს ინტენსიურ თერაპიის განყოფილებაში, 9 თებერვალს კი გარდაიცვალა.

image

ენჯი დაიბადა სირიის დედაქალაქ დამასკოში 1992 წელს.

2007 წელს, დრამატული ხელოვნების უმაღლესი ინსტიტუტის დამთავრების სამსახიობო კარიერა დაიწყო.

იგი ცნობილია თავისი როლებით სირიულ დრამატულ სერიალებში, როგორიცაა Baqaa Daw 13 და Al-Gharib.

image

იგი ცოტა ხნით ჩამოშორდა კინოს, 2020 წელს კი კვლავ დაბრუნდა სერიალით "Al Haramiyah Market", რომლის ეთერში გაშვება მიმდინარე წლის 19 იანვარს დაიწყო.

ენჯიმ საერთაშორისო პოპულარობა 2017 წელს მოიპოვა, როდესაც იგი Miss Asia World-ის გვირგვინოსანი გახდა.

მას დარჩა ქმარი და მცირეწლოვანი ქალიშვილი.

image

0
132
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
132
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0