x
მეტი
  • 21.02.2025
  • სტატია:140408
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513278
ევროპაში უკვე აშშ-ს თითქმის მტრად აღიქვამენ
image

ბორელი: აშშ-ევროკავშირის ურთიერთობები განიცდის არათანმიმდევრულ დაშორშორებას.


შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები „არათანმიმდევრულ გამიჯვნას“ განიცდის, რომელიც გამოწვეულია მხარეებს შორის იდეოლოგიური უთანხმოებით. ეს აზრი ევროკავშირის ყოფილმა უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოსეფ ბორელმა რადიოსადგურ Cadena SER-ის ეთერში გამოთქვა.

image


„ამერიკის ლიდერს დონალდ ტრამპს არ მოსწონს ევროპული პოლიტიკური და სოციალური მოდელი, ევროპა უფრო მეტად მისთვის ანტიმოდელია (...). ამიტომ, რაც ხდება, არის არათანმიმდევრული გამიჯვნა ატლანტის ოკეანის ორ მხარეს შორის... ღრმა და იდეოლოგიური განხეთქილება“, - აღნიშნა პოლიტიკოსმა.


ბორელის თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე მოკავშირეთა პოზიციებში განსხვავებები "განსაკუთრებით გამოიკვეთა". მან ასევე აღნიშნა, რომ "გაჭიანურებულმა" დავებმა ვაშინგტონში კიევისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებასთან დაკავშირებით "შეასუსტა დასავლეთის პოზიცია".


მანამდე The Financial Times (FT) იტყობინება, რომ ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ მარტო დარჩა და არ შეიძლება დაეყრდნოს შეერთებული შტატების მხარდაჭერას ან მფარველობას.

გარდა ამისა, ევროკავშირის მაღალმა თანამდებობის დიპლომატმა, რომლის ვინაობაც არ სახელდება, დადებითად უპასუხა ჟურნალისტის კითხვას" მიიჩნევს თუ არა ის აშშ-ს ევროკავშირის მოწინააღმდეგედ?".

2
98
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
98
  
19 თებერვალი, 21:45
ამერიკა ევროპის მტერი იყო ყოველთვის,ამიტომაც შექმნა ევროკავშირი და როგორც ჩანს,დედაუტირა ძველ კონტინენტს. ეს ბორელები და ამის დარი ხალხი,მათ შორის,ქართველი გიჟები ერთნაირად აზროვნებენ და ეძებენ მეგობრებს მტრებში. ევროკავშირს დედა აღარ ყავს უკვე,სულ მალე გამოვა ხმა ამაზეც და გამოაცხადებენ დაშლას. გერმანიაში თუ AFD გაიმარჯვა,ევროკავშირიდან გავლენ და ევროკავშირიც დასრულდება.გერმანია ამ ორგანიზაციის ძრავი იყო და ამ ბიუროკრატებმა დედა უტირეს ამ ქვეყანას.
19 თებერვალი, 19:06
დონალდ ტრამპს არ მოწონს თქვენისთანა აყროლებული პიდარრრრრრრასტები ბორელ.
0 1 2