x
მეტი
  • 21.02.2025
  • სტატია:140408
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513278
6 ქუდის მეთოდი: რა გავაკეთოთ საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად
სწორი გადაწყვეტილების მისაღებად მნიშვნელოვანია სიტუაციას შევხედოთ სხვადასხვა კუთხიდან, რომ არ გამოგვრჩეს მთავარი. ბრიტანელმა ფსიქოლოგმა ედუარდ დე ბონომ შემოგვთავაზა მეთოდი, რომელიც ამაში გვეხმარება.



image



მან შექმნა „აზროვნების ექვსი ქუდის“ ტექნიკა, რომლის არსი არის საკითხის განხილვა სხვადასხვა პოზიციიდან, ქუდების შეცვლით.



თითოეული ქუდი წარმოადგენს კონკრეტულ თვალსაზრისს ან აზროვნების სტილს:

image




ყვითელი ქუდი ოპტიმიზმის სიმბოლოა. ამ როლში ეძებთ გადაწყვეტილების უპირატესობას და შესაძლებლობას, რომელსაც მოგცემთ.



მწვანე ქუდი კრეატიულ აზროვნებას მიეკუთვნება. აქ მნიშვნელოვანია იდეების გენერირება შეზღუდვების გარეშე და არასტანდარტული აზროვნება, მაგალითად, პირველი პრინციპის მეთოდის გამოყენებით.



წითელი ქუდი ემოციებს უკავშირდება. ითვალისწინებთ გრძნობებს, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება იწვევს, ენდობით ინტუიციას და ააანალიზებთ სხვების შესაძლო ემოციურ რეაქციებს.



image



თეთრი ქუდი გულისხმობს რაციონალურ ანალიზს და ინფორმაციის შეგროვებას. ამ როლში ყურადღებას ამახვილებთ ფაქტებზე და მონაცემებზე.



შავი ქუდი მოიცავს კრიტიკულ აზროვნებას. გადაწყვეტილების უარყოფითი მხარეები უნდა შეაფასოთ, უარესი სცენარები განიხილოთ და სუსტი ადგილები მოძებნოთ.



ლურჯი ქუდი პროცესის სტრატეგიულ მართვაზე პასუხისმგებელია. ამ პოზიციიდან აკონტროლებთ, რომ დისკუსია ჩიხში არ მოხვდეს და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოს მიმდინარეობას აკონტროლებთ.



თუ გადაწყვეტილებას თავად იღებთ, ჯერ აირჩიეთ ქუდების თანმიმდევრობა და გადადით ერთიდან მეორეზე. ჯგუფურ დისკუსიებში, ქუდები შეიძლება გადანაწილდეს მონაწილეებს შორის ან განიხილებოდეს ერთ დროს მოცემული სტრუქტურის მიხედვით.



როგორ მუშაობს პრაქტიკაში?

image



ვთქვათ, კომპანიის ხელმძღვანელობასთან თათბირზე განიხილება ახალი პროდუქტის გამოშვების საკითხი გაყიდვების გაზრდის მიზნით. პროცესი შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:



ყვითელი ქუდი: დაიწყეთ პოზიტივით. პროდუქტს შეუძლია დააკმაყოფილოს მოთხოვნა ბაზრის ნაწილზე, მოიზიდოს ახალი მომხმარებლები და გაზარდოს მოგება.



შავი ქუდი: შემდეგი ნაბიჯია უარყოფითი მხარეების გათვალისწინება. შესაძლოა პროდუქტმა დაიკავოს უკვე არსებული პროდუქტების ადგილი ან არ იყოს საკმარისად მიმზიდველი მომხმარებლებისთვის.



თეთრი ქუდი: შემდეგ ვაანალიზებთ ბაზრის მონაცემებს, რომლებიც აჩვენებს შეუვსებელ ნიშებს და სხვა პროდუქტების გაყიდვების შემცირებას, რაც ადასტურებს ახალი პროდუქტის საჭიროებას.



image



ყვითელი ქუდი (კიდევ ერთხელ): სიტუაციის შეფასება ოპტიმისტური პერსპექტივიდან. პროდუქტი ნამდვილად მოთხოვნადია, ამიტომ ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზე, როგორ გავზარდოთ მისი ღირებულება მომხარებლების თვალში.



მწვანე ქუდი: გადავდივართ შემოქმედებით პროცესზე, ვქმნით იდეებს პროტოტიპის შემუშავებისა და ტესტირების მეთოდებისთვის.



ლურჯი ქუდი: ვაფასებთ, რომ დისკუსია გაჭიანურდა და გადავწყვიტეთ საბოლოო გადაწყვეტილების გადადება სამიზნე აუდიტორიასთან ტესტირების დასრულებამდე.



წითელი ქუდი: დასასრულს ვამოწმებთ, რას გრძნობენ თათბირის მონაწილეები შემოთავაზებულ გეგმაზე და როცა ყველა დათანხმდება შეგიძლიათ დისკუსიის დასრულება.



ეს მეთოდი გვეხმარება პრობლემა კომპლექსურად განვიხილოთ და ყველა ასპექტი გავითვალისწინოთ გადაწყვეტილების მიღებისას.



ასევე დაგაინტერესებთ:

„4 კედელი“, „თოვლის გუნდა“ და სხვა სტრატეგიები, რომლებიც დაგეხმარებათ ვალის დაფარვაში და ფინანსური სტაბილურობის მოპოვებაში

13 პატარა ხრიკი, როგორ აიმაღლოთ მოტივაცია

კაილ მაკდონალდის საოცარი ისტორია, რომელმაც სკრეპი ორსართულიან სახლში გადაცვალა

5 რჩევა, როგორ შექმნათ ფინანსური უსაფრთხოების ბალიში

ერთი კითხვა, რომელიც ეხმარება ილონ მასკს ტყუილის სწრაფად აღმოჩენაში

ჰოტორნის ეფექტი - რატომ მუშაობენ ადამიანები უკეთ, როცა მათ აკვირდებიან


0
60
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
60