საზოგადოება „ზურგზე ეშმაკი გაზით და ხან გფხაჭნით, ხან გხმარობთ, ხანაც ყურში გიჩურჩულებთ,“ - ლალი მოროშკინა 19 თებერვალი, 13:13 . პიარტექნოლოგი, მწერალი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა ბიძნა ივანიშვილის დაბადების დრესთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაზე გამოფენილ დეკორაციებს ეხმაურება და სოციალურ ქსელში კრიტიკულ პოსტს აქვეყნებს.~ . "ნაბიჭვარი" სულის მდგომარეობაა და არა მხოლოდ ქორწინების გარეშე დაბადებული ჩვილის ზედმეტსახელი!
.
მეორეს ეშველება, ქორწინება ხშირად მხოლოდ ფიქციაა...
ჩვილი გაიზრება და მიუხედავად შეურაცხყოფებისა
და დაკნინებისა, ღირსეულ ადგილს დაიკავებს საზოგადოებაში.
.
აი პირველ შემთხვევაში კი ამძაღებული სული განწირულია....
გუშინ რუსთაველზე კლასიკური შაბაში გაიმართა, შავი ეგზორციზმის რიტუალური წესების სრული დაცვით.
.
სატანისტური რიტუალები სულ უფრო იხვეწება, სულ უფრო პასუხობს დამკვეთის ინტერესებს...
ჯერ მაცხოვრის სახით კუბო დაწვით, ახლა კი ეს იკადრეთ, რაც იკადრეთ...
არ არის თქვენი ადგილი ნორმალურ საზოგადოებაში.
არ ხართ თქვენ ქრისტიანები, არ ხართ ქართველები!
.
თქვენ ზურგზე ეშმაკი გაზით და ხან გფხაჭნით, ხან ყურში გიჩურჩულებთ, ხან გხმარობთ...
.
არც კი ვიცი, რომელი უფრო გსიამოვნებთ.
ყიველთვის ვერიდებოდი საზოგადოების დაყოფას, მათ შორის ყოფილ კოლეგებთან მიმართებაში,
მაგრამ თქვენ არ ხართ საზოგადოება! ნახირი ხართ, რომელიც გზადაგზა ისაქმებს, დამაყრუებლად ბღავის და იცის, რომ მალე სახაშლამე ქვაბში მოხვდება.
ახლა ჩვენი ლამაზი, პატარა, ნაჯიჯგნი ქვეყანა სულის კათარზისს გადის. ეს ყველაზე მტკივნეული პროცესია...
.
მალე აღდგომაა, იმედია მანამდე განიწმინდება ჩვენი სამშობლო.
ეს დეკადანსი სულ მალე რენესანსით შეიცვლება.
აღდგომა და ხვალეო...
.
P.S. რაც შეეხება გუშინდელ იუბილარს, რომელსაც ვერასოდეს შეწვდებით
თქვე ქაჯებო, ეს ყველაფერი მხოლოდ სულიერად აძლიერებს!“ -- წერს ლალი მოროშკინა.
.
70 1-ს მოსწონს
|