x
მეტი
  • 21.02.2025
  • სტატია:140408
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513269
ვარსკვლავების დახვეწილი პორტრეტები ფოტოგრაფიის ოსტატისგან ფაბრიციო ფერისგან
image



იტალიელი ფოტოგრაფი ფაბრიციო ფერი 70-80-იანი წლების საკულტო ოსტატია. მან გადაიღო ბევრი ტოპ ვარსკვლავი, მათ შორის ნაომი კემპბელი, ჯულია რობერტსი, სტინგი, ანტონიო ბანდერასი. ფერის დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს მონიკა ბელუჩისთან. ამან საშუალება მისცა შეექმნა მსახიობის მრავალი პორტრეტი მისი ცხოვრების სხვადასხვა პერიოდში. (ფრთხილად! შიშველი ნატურა).



მიტინგზე გადაღებული ფოტო

ფაბრიციო ფერი 1952 წელს რომში დაიბადა. მისი მშობლები ინტელექტუალები იყვნენ და ბავშვობიდანვე ჩაუნერგეს შვილს ხელოვნების და მეცნიერების სიყვარული. ისინი კომუნისტური პარტიის წევრები იყვნენ და ხშირად დაჰყავდათ ფაბრიციო ყველა შესაძლო ღონისძიებაზე. ერთ-ერთ მიტინგზე 17 წლის ფაბრიციომ გადაიღო მამაკაცის წარმატებული პორტრეტი ცოლ-შვილთან ერთად.



image

ბრიტანელი მომღერალი სტინგი




ფოტო ერთ-ერთმა რომაულმა გაზეთმა შეიძინა და ფაბრიციო ცნობილი გახდა. სამწუხაროდ, ფერიმ დაკარგა ამ პირველი აღიარებული ფოტოს ორიგინალი და დღემდე წუხს ამის გამო. თუმცა ამ პორტრეტმა თავისი დანიშნულება შეასრულა, გამოავლინა მსოფლიოს შესანიშნავი ფოტოგრაფი, რომელმაც ჩვენთვის აღბეჭდა ეპოქის საკულტო პიროვნებები.



image

კეიტ მოსი



ნიჭის ასპექტები

ფაბრიციო ფერი ყველაზე მეტად ცნობილია, როგორც მოდის ნიჭიერი ფოტოგრაფი და პორტრეტისტი. იტალიელი ოსტატი ასევე იღებს დოკუმენტურ ფილმებს, წერს მუსიკას და წიგნებს, ქმნის თეატრალურ დეკორაციებს. ასევე დააარსა პედიატრიული ფონდი „Save the Children“ შიდსთან საბრძოლველად, რომელიც ეხმარება ბავშვებს მთელ მსოფლიოში. თუმცა, უდავოდ, ფოტოგრაფია მისი ცხოვრების მთავარი საქმეა.



image

ჰელენა კრისტენსენი



70-იან წლებში შემოქმედების დაწყებიდან ფაბრიციო ფერი გახდა ფოტოგრაფიის ახალი ჟანრის „მოდის პორტრეტის“ ფუძემდებელი. მის ნამუშევრებში პირველ ადგილზეა ინდივიდის უნიკალურობა. ახლა ფოტოგრაფი ნიუ-იორკში ცხოვრობს და ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას. ის იღებს ფოტოებს, აწყობს გამოფენებს და ატარებს მასტერკლასებს მოდის და პორტრეტული ფოტოგრაფიის დამწყებთათვის და პროფესიონალებისთვის.




მონიკა ბელუჩი

image



ნაომი კემპბელი

image



იზაბელა როსელინი

image



მონიკა ბელუჩი

image



ბრანდი კინონესი

image



ჯულია რობერტსი

image



მონიკა ბელუჩი

image



ტატიანა პატიცი

image



სერია „პორტრეტი“

image



კრისტი ტერლინგტონი

image



სერია “Fashion”

image




სერია „პორტრეტი“

image



შანა ზადრიკი

image



სერია „პორტრეტი“

image



სერია “Fashion”

image



ასევე დაგაინტერესებთ:

ჟან დანიელ ლორე - მოდის ფოტოგრაფიის კლასიკოსი, ვისზეც ვარსკვლავები გიჟდებიან

ბუნების დასაცავად – ცნობილები შიშველ ფოტოსესიაში ზღვის ბინადრებთან ერთად

ლიზა ვინტერსი - „ფლეიბოის“ მორცხვი ვარსკვლავი 50-იან წლებში

მსოფლიოში ცნობილი 10 ფოტოგრაფი - პორტრეტისტი

ტონი ვაკაროს განსაცვიფრებელი ვინტაჟური ფოტოები, გადაღებული 1950-60-იან წლებში


0
130
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
130