სხვა ამ ადამიანებმა გვაჩვენეს თავიანთი ჰობი და მათში არის რაღაც მომხიბვლელი 19 თებერვალი, 10:40 ![]() ბევრისთვის საყვარელი ჰობი სულის მოსათქმელია, რომელიც ეხმარება დროებით დაივიწყოს ყოველდღიური რუტინა და მოსაწყენი საყოფაცხოვრებო საქმეები. პროცესი ზოგჯერ იმდენად საინტერესოა, რომ დროის შეგრძნება შეიძლება დაკარგო, ხოლო მიღებული შედეგი ისეთი მშვენიერია, რომ გინდა ყველას გაუზიარო. „პეპლებს ვაშენებ. მუხლუხები ონლაინ შევუკვეთე. ვაჭმევდი, ვასუფთავებდი და დღეს ერთი მათგანი გამოიჩეკა!“ ![]() „გადავწყვიტე ბავშვის ეტლებზე დამეხატა. ჩემი პირველი ექსპერიმენტი მეგობრის ეტლზე ჩავატარე. ყველა აღფრთოვანებულია“ ![]() „6 დღე დამჭირდა იმისთვის, რომ მეგობრებისთვის მაგარი რამ მეჩუქებინა და არა იაფფასიანი სისულელე. აქ 2000-ზე მეტი ორცხობილაა. ყოველ წელს ვაკეთებ“ ![]() „წელს გობელენის ქსოვით გატაცებული ვარ“ ![]() „ერთ წელზე ცოტა მეტი დამჭირდა, საიდანაც 2 კვირა კორპუსს ვაწყობდი და ბოლო თვე იალქნების ჩამოკიდებას დავუთმე. 900 დეტალი და ასობით ძაფი და კვანძი“ ![]() „ეს ქვედაბოლო ყაისნაღით მოვქსოვე. იმის თქმა, რომ ქსოვით გატაცებული ვარ, ნიშნავს, არაფერი ვთქვა“ ![]() „ახლახან დავასრულე ძაღლის ფიგურა, რომელიც ნემსით და მატყლით გავაკეთე“ ![]() „ბებია უკვე 80 წლისაა და დღემდე აკეთებს ასეთ მაგარ ნივთებს“ ![]() „ამას მთელი კვირა დავუთმე და ახლა თითები მტკივა. მაგრამ ნამდვილი ბაღის ლაბირინთი მოვქსოვე“ ![]() „შევქმენი სპეციალური ჟილეტი ხელსაქმეებისთვის და ახლა ნებისმიერ დროს შემიძლია ხელნაკეთი ნივთები გავაკეთო“ ![]() „წელს დავიწყე სტერლინგის ვერცხლიდან ნივთების ჩამოსხმა საკუთარი ხელით“ ![]() „გავაკეთე სახლის მინიატიურული ვერსია ფილმიდან „ზევით“. ზღვა ემოცია, 120 სამუშაო საათი, ბევრი მასალა, მათ შორის ბუშტები და ყველაფერი მზადაა“ ![]() „ტყავის ნაკეთობების დამზადება ჰობია, რომელიც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ახლახან გავაკეთე ნარინჯისფერი ტყავის ჩანთა და გაზიარება გადავწყვიტე“ ![]() „როგორც იქნა, დავასრულე. ყველაფერი ხელით არის გამოძერწილი სწრაფად მშრობი თიხისგან. 10 სმ-ზე ნაკლები ზომისაა“ ![]() ასევე დაგაინტერესებთ: უჩვეულო მასალისგან დამზადებული 25 სკულპტურა 15 შემთხვევა, როცა დესერტი შეუკვეთეს, მაგრამ ჭამა ვერ გაბედეს როცა დაღვრილი ყავა ხელოვნების ნიმუშად იქცევა - 22 ფოტო კარგი იდეა, როგორ აჭამოთ ჭირვეულ ბავშვს: იაპონელი ქალი შვილისთვის კერძებს ამზადებს მიაძაკის ანიმეებიდან 18 დიზაინერი, რომელთა ფანტაზიები საზღვრებს გასცდა 25+ ადამიანი, რომლებმაც შეძლეს მაგარი ნივთების გაკეთება ეპოქსიდის ფისისგან 65 შეფასება არ არის |