x
მეტი
  • 21.02.2025
  • სტატია:140437
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513278
"ჩვენ მოწინავე ცივილიზაციას გადავეყარეთ, რომელიც, ალბათ, 100 მლნ. წლით ხანდაზმულია" – აცხადებს ყოფილი ასტრონავტი

ფრანკლინ სტორი მასგრეივი (Franklin Story Musgrave) — NASA–ს ყოფილი ასტრონავტი, * აშშ–ს საზღვაო ძალების გადამდგარი პოლკოვნიკი, ექიმი, მათემატიკოსი, 6 აკადემიური ხარისხის მფლობელი და ამერიკის ისტორიაში, უბრალოდ, ლეგენდარული პიროვნებაა.


image


დღეს ის 89 წლის არის და მის ანგარიშზე, ექვსი კოსმოსური ფრენაა... და როგორც ამბობენ, მან უამრავი რამ ნახა და განიცადა. ერთ–ერთ ინტერვიუში, მასგრეივმა აღნიშნა, რომ ამო რამდენჯერმე ნახა, მაგრამ არ უნდოდა ემოციებზე აყოლა და ხმამაღალი განცხადებების გაკეთება:

«ორი სხვადასხვა მისიის დროს, მე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ვნახე, რომლიც თავისუფლად იღუნებოდა და ფორმას იცვლიდა. ხოლო, მათი ტალღისებური გადაადგილება, ნამდვილად რომ შთამბეჭდავ იყო. ამო უკან მოგვდევდა, მაგრამ არ გვემუქრებოდა. დიახ, დავინახეთ, მაგრამ არ ვიცი, ეს რა იყო».

ამ თემით, ჟურნალისტი დაინტერესდა, რომელსაც უცხოპლანეტელებთან კონტაქტის შესახებ, არაერთი ისტორია ჰქონდა მოსმენილი. მაგრამ, ამჯერად, მის წინ მეცნიერი და თან, ასტრონავტი იყო და არა ოფისის თანამშრომელი, დიასახლისი, ან ფერმერი... და მას ჰკითხა: «როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება ყოფილიყო?»

«არ ვამტკიცებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ მოწინავე ცივილიზაციას გადავეყარეთ, რომელიც, ალბათ, 100 მლნ. წლით უფრო ხანდაზმულია, ვიდრე ჩვენი ცივილიზაცია. მაგრამ ჩვენ, საინტერესონი არ ვართ მათთვის. ამ ცივილიზაციასთან ახლო კონტაქტის შანსი – ნულის ტოლია», — გამოთქვა საკუთარი მოსაზრება ფრანკლინ მასგრეივმა.


* იყო დრო, როდესაც ადამიანებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ჩვენი კოსმოსური მეზობელი მთვარე ამდენ საიდუმლოს ინახავდა. უმრავლესობას ის უსიცოცხლო, კრატერებით დაფარული სფერო ეგონა. რეალურად კი, მის ზედაპირზე, ამერიკელმა ასტრონავტებმა უძველესი ქალაქის ნანგრევები, იდუმალი მექანიზმები და უცხოპლანეტელების ბაზა აღმოაჩინეს.

მზის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ დედამიწა, ღერძის ირგვლივ მოძრაობისას, ვერასდროს ხვდება მთვარის მეორე მხარეს და ამიტომ, ადამიანის თვალთახედვისგან ის ყოველთვის დაფარულია. სწორედ ეს ფენომენი არის უდიდესი გამოცანა კაცობრიობისთვის. მეცნიერები ასწლეულების მანძილზე იმის გარკვევას ცდილობენ, – თუ რა ხდება ჩვენი პლანეტის თანამგზავრის უკანა მხარეს?
«აპოლონ-11» — მთვარის პირველი პილოტირებული მისია იყო, რომლის საბოლოო მიზანი მთვარეზე დაჯდომა იყო. მისი გაშვება 1969 წლის 19 ივლისს მოხდა (ეკიპაჟის წევრები: ნილ არმსტრონგი (მეთაური), ედვინ "ბაზ" ოლდრინი (მთვარის მოდულის პილოტი) და მაიკლ კოლინზი (საკომანდო მოდულის პილოტი)). ეს ჭეშმარიტად დიდი გარღვევა იყო ასტრონავტიკაში, რომელმაც სხვა, – მაღალტექნოლოგიური დარგების განვითარებას ბიძგი მისცა.
ასტრონავტების მთვარის ზედაპირზე დაჯდომის პროცეს, პირდაპირ ეთერში თვალს მთელი მსოფლიო ადევნებდა გაგრძელება >>>


image

არხის სხვა სიახლეები:


* რას უპირებდა ჰიტლერი საბჭოთა მოქალაქეებს ომში გამარჯვების შემთხვევაში? – ფიურერის ომის შემდგომი გეგმები

* ყველაზე უცნაური ფაქტები II მსოფლიო ომის ისტორიიდან

* რატომ უშვებს ღმერთი ავადმყოფობას და უბედურებას? – პასუხი კითხვაზე (იგავი)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
387
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
387
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0