x
მეტი
  • 21.02.2025
  • სტატია:140439
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513279
"II მსოფლიო ომი შურისძიება იყო გერმანელების გენოციდისთვის გამო"... – ვის ადანაშაულებდა III რაიხი?

მესამე რაიხს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები ესაჭიროებოდა. მათ შორის, მეცნიერ-ინჟინრები და დივერსანტები, ჯალათები და «საზარბაზნე ხორცი»... და რა თქმა უნდა, მისტიკოსებიც არ წარმოადგენდნენ გამონაკლისს. RSHA–ს (რაიხის უშიშროების მთავარი სამმართველო) 7–ე სამმართველოს ერთ–ერთი განყოფილებას, რომელიც მსოფლმხედველობითი კვლევით და ტერორის გამართლების პროპაგანდით იყო დაკავებული, – «ჯადოქრების ზონდერ რაზმი» ერქვა. მას იმ დოკუმენტების შესწავლა ევალებოდა, რომელიც 11-18 საუკუნეებში მცხოვრებ ჯადოქრებს უკავშირდებოდა. გარდა ამისა, როგორც ამბობდნენ, იქ დასაქმებულ მეცნიერებს, უნდა შეესწავლათ დაკითხვის მეთოდები, რომელიც აღიარებითი ჩვენების მისაღებად, შუა საუკუნეებში გამოიყენებოდა.


image


«განსაკუთრებული პროექტის» — «ჯადოქრების» (Hexen-Sonderauftrag, H-Sonderauftrag) ბიბლიოთეკა 140 ათასზე მეტ წიგნს და საარქივო დოკუმენტს შეიცავდა, რომელიც გრაფი ჰაუგვიტცის (Haugwitz) სასახლეში იყო თავმოყრილი. ეს ძვირადღირებული პროექტი, სახელმწიფოს მიერ, მთელი 10 წლის მანძილზე (1935 - 1944 წწ.) ფინანსდებოდა.

ცნობილია, რომ SS რაიხსფიურერი და გერმანიის პოლიციის უფროსი ჰიმლერი (Heinrich Himmler) ყოველთვის დიდ ინტერესს იჩენდა, ყველანაირი მისტიკურის და ოკულტიზმის მიმართ. 1939 წლის გაზაფხულზე, მისი დავალებით, SS-ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, საკუთარ თანამშრომლებს, საიდუმლო დირექტივა გაუგზავნა, რომელიც მათ SS-ის რაიხსფიურერის წინაპრებში, მის საგვარეულო ხეზე, ჯადოქრების, ან მსგავსი მიდრეკილების ადამიანების მოძებნას ავალდებულებდა. საქმე იმაში იყო, რომ გადმოცემით, მის წინაპრებში იყო ქალი, რომელიც კუდიანობის გამო, კოცონზე დაწვეს. სულ მალე, ჰიმლერის მაგიდაზე საარქივო დოკუმენტი გაჩნდა, რომელშიც ეწერა, რომ 1629 წლის 4 აპრილს, ვინმე მარგარეტ ჰიმბლერი მარკეიშეიმიდან (Markeisheim) გაასამართლეს და კოცონზე დაწვეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ჰიმლერი, აკადემიური განათლების მქონე ადამიანებს, ხშირად მეტად უაზრო ბრძანებებს აძლევდა და ამის გამო, მეცნიერები უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდნენ, რადგან დავალებაც უნდა შეესრულებინათ და სამეცნიერო საზოგადოების წინაშე, საკუთარი რეპუტაციაც შეენარჩუნებინათ. მაგრამ, «ჯადოქრების პროექტის» შემთხვევაში, საქმეში მხოლოდ მეცნიერები კი არა, RSHA-ის 7-ე განყოფილების, იდეოლოგებიც იყვნენ ჩართულები. პროექტის მართვა კი, ამ განყოფილების, SS-ის ერთ-ერთ ბრიგად ფიურერს, ფრანც ალფრედ სიქს (Franz Alfred Six) დაევალა.

ჰიმლერის «ჯადოქრების კარტოთეკა», ისტორიკოსებს შორის, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. ზოგი, მასში უამრავ შეცდომას ხედავს, რომელიც მეცნიერების მიერ იყო დაშვებული. სხვები კი, ყურადღებას შეგროვებული მასალის პროპაგანდისტულ ხასიათზე და არქივზე ამახვილებენ.

«ჯადოქრების» სასამართლო პროცესების საქმეების შესწავლაში, «ხალხის და მისი არსის შესწავლის» განყოფილებაც იყო ჩართული, რომელსაც არც მისტიკა აინტერესებდა და არც ჯადოქრების ზებუნებრივი ძალები. მათი მხრიდან აქცენტი, ეკლესიის და გერმანელი ხალხის დაპირისპირებაზე და გერმანულ კულტურაზე, «ქრისტიანულ გავლენაზე» კეთდებოდა. «კუდიანების დევნაში» კი, ბრალი ეკლესიას ედებოდა და პრაქტიკულად, დამნაშავეები, სწორედ ეკლესიის მსახურები იყვნენ. მაგრამ, იმ დროს, ინკვიზიცია მხოლოდ გერმანიაში კი არა, მთელს ევროპაში მძვინვარებდა. დაზარალებულის მანტიის მორგებას კი, მხოლოდ გერმანელები გეგმავდნენ. იმის გამო, რომ «წარმართული გერმანიის კულტურაზე», რომელშიც «ჯადოქრების ინსტიტუტიც» მოიაზრებოდა, ეკლესია ძალადობდა, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი საკუთარი დანაშაულის გამართლებას, მესამე რაიხ, სწორედ რელიგიური მოტივით აპირებდა.

არც ისე დიდი ხნის წინ, ისტორიკოსებმა დოკუმენტები აღმოაჩინეს, რომელიც იმაზე მიუთითებს, რომ ნაციონალ-სოციალისტური სახელმწიფოს იდეოლოგები, ყველაფერი გერმანულისადმი, ქრისტიანული ეკლესიის მტრული დამოკიდებულების ჩვენებას ცდილობდნენ. «ჯადოქრების კარტოთეკაში» შეგროვებული მასალა, სავსებით საკმარისია, გერმანული რასის გენოციდის შესახებ, წიგნების, ან არაერთი სტატიების დასაწერად... და კიდევ, ისტორიული რეალობის, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის მოსარგებად. განსაკუთრებით კი, მათი ებრაელებისადმი დამოკიდებულების და ჩადენილი გენოციდის გასამართლებლად.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რას უპირებდა ჰიტლერი საბჭოთა მოქალაქეებს ომში გამარჯვების შემთხვევაში? – ფიურერის ომის შემდგომი გეგმები

* ყველაზე უცნაური ფაქტები II მსოფლიო ომის ისტორიიდან

* რატომ უშვებს ღმერთი ავადმყოფობას და უბედურებას? – პასუხი კითხვაზე (იგავი)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
178
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0