x
მეტი
  • 21.02.2025
  • სტატია:140407
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513248
პროფესორი ეგო და ბატონი ჩრდილი- სად "ჯანდაბაში" მიდიან ჩვენ მიერ უარყოფილი სურვილები
(გაგრძელება) კარლ გუსტავ იუნგი წერდა: ჩრდილი განასახიერებს ყველაფერს, რაზეც სუბიექტი უარს ეუბნება აღიაროს საკუთარ თავზე და გარდა ამისა, საკუთარ თავს პირდაპირ ან ირიბად აკისრებს სუბიექტს, მაგალითად, ხასიათის ძირითად თვისებებსა და სხვა შეუთავსებელ ტენდენციებს.

image

აქ საუბარია ჩვენი ფსიქიკის ელემენტებზე, რომლებსაც არ ვიღებთ გაცნობიერებულად, მიუღებელი იმპულსები. მაგალითად, ინდივიდის მორალურ-ეთიკური თვალსაზრისით მიუღებელი. ეს შეიძლება იყოს სოციალურად თვალსაზრისით მიუღებელი ამბებიც, ასევე ძლიერი აფექტებიც, რომელშიც ამა თუ იმ მიზეზით არ გვინდა ვიყოთ ჩათრეული; შეიძლება იყოს ძლიერი გამომწვევი გრძნობებიც, როგორიცაა ზიზღი, შეცოდება. ეს ყველაფერი წარმოქმნის კონგლომერატს, რომელიც შეიძლება მოქმედებდეს ეგოსგან დამოუკიდებლად.


რა არის მთავარი ჩრდილში? რა არის მნიშვნელოვანი იმაში, რომ ჩრდილები ქმნიან წყვილს ეგოსთან ერთად? ეს ნიშნავს, რომ ჩრდილები რაღაც შორეულია, რაღაც მისტიკური, ეზოტერიკული, ტრანსცენდენტული რამაა. ჩრდილი ესაა, ის, რაც წარმოიქმნა ჩვენგან, ჩვენი გაცნობიერებული მოქმედებებით, ჩვენი ეგოს მოქმედებებით ან ეგოს წყალობით. ყველა ის შინაარსი, რომელიც გროვდება ჩრდილში, შეგვიძლია სრულიად გავაცნობიეროთ, რადგან ვაცნობიერებთ ჩვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დიდ ნაწილს. ამიტომ ჩრდილი შეიძლება იყოს გაგებადი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ესაა იუნგის ის არქეტიპი, რომელიც კარგად შეიძლება გავიგოთ და გავიაზროთ. სწორედ ამიტომ ჩრდილთან ინტეგრაციას იუნგი უწოდებს ინდივიდუაციის ერთ-ერთ პირველ გზას, როცა ადამიანი უკვე მკვიდრდება თავის ეგოში და ცხოვრების ნახევარს მიაღწევს. ჩრდილთან ინტეგრაცია წარმოადგენს ამის შემდეგ პირველ ეტაპს. და როგორ დავინახოთ საკუთარი ჩრდილი? ადამიანი უამრავი რაოდენობის ჩრდილს დაინახავს. პირველ რიგში სცადეთ, დაძაბოთ მეხსიერება და გაიხსენოთ ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზებით თქვენში იწვევენ ნებისმიერ უარყოფით ემოციებს. ჩრდილები ხშირად დაკავშირებულია უარყოფით ემოციებთან, თუმცა ჩვენ ასევე ვისაუბრებთ მასთან დაკავშირებულ პოზიტიურ ემოციებზეც.


ადამიანების მიმართ ნეგატიური ემოციები სხვადასხვა შეიძლება იყოს, მაგალითად, ზიზღი ან ბრაზი ან კიდევ ეჭვი. ამასთან, ისინი შეიძლება იყოს გამართლებული გრძნობები და ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ გაცნობიერებულ დამოკიდებულებებზე, მაგრამ ისინი შეიძლება იყოს ჩვენი ჩრდილებისგან. ანუ ჩვენი ჩრდილი ეს არის ყველაფერი ის, რაც იწვევს ამ ემოციებს. თუმცა საზოგადოება შეიძლება გახდეს ტოლერანტული და პოლიტკორექტული და ყოველ ადამიანს შეიძლება არც ჰყავდეს ასეთი ადამიანების დიდი რაოდენობა, რომელთა მიმართაც განიცდიან ძლიერ ემოციებს, რადგან შეიძლება საზოგადოება ხელს არ უწყობდეს მათ გაღვივებას. ამიტომ ასეთ შემთხვევებში, ჩვენ შეგვიძლია ჩავიძიროთ არა რეალური ადამიანების ანალიზში, არამედ პერსონაჟების ანალიზში. ამ დროს, რა თქმა უნდა, შეიძლება გაგვახსენდეს პროფესორი ჯეკილი და ბატონი ჰაიდი. სწორედ აქ თამაშდება ალტერ ეგოს სტრუქტურა და იდეა. ის, რაც ნათელია, კარგია - პროფესორი ჯეკილი და მისი სრული ანტაგონისტი ჰაიდი.

image

უფრო თანამედროვე პერსონაჟებს შორის შეიძლება გავიხსენოთ ბეჭდების მბრძანებელი, სადაც მთავარი გმირი არის ფროდო და მისი ჩრდილი არის გოლუმი.


ამასთან შეამჩნევთ, რომ მიუხედავად ამ ორი პერსონაჟის განსხვავებულობისა, ერთი პერსონაჟი არის მეორე. ამ ორ პერსონაჟს ამასთანავე აქვთ ბევრი საერთოც: ორივე ჰობიტია და ორივემ იპოვა ბეჭედი. მაგრამ პირველ შემთხვევაში ბეჭედმა ჰობიტი გადააქცია გოლუმად და იგი უკვე სხვაგვარად დადის, აღარ ჰგავს ჰობიტს. ფროდო კი სხვა ვარიანტია, იგი წინააღმდეგობას უწევს. ბეჭდების მბრძანებელში, როცა გოლუმი კვდება და ბეჭედს ანადგურებს, ფროდო ვეღარ ცხოვრობს მისი ჩრდილის გარეშე. და მის კვალდაკვალ მიცურავს დასავლეთისკენ- სიმბოლური გაცურვა დასავლეთისკენ. ვალინორის მიწებისკენ სიმბოლურად გამოხატავს სიკვდილს.

ასეთნაირად, მიუხედავად ჩრდილის ნეგატიური ფუნქციისა, მისი გაქრობა გამოიწვევს ეგოს სიკვდილს. კიდევ სხვა მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ კინოფილმიდან ვარსკვლავური ომი. ლუკ სკაიუოკერი და დართ ვეიდერი. სწორედ ამ წყვილს განიხილავენ როგორც საპირისპირო პოლუსებს. დართ ვეიდერი არის ლუკ სკაიუოკერის ჩრდილი. ამის რიგი მტკიცებულებებია, მაგალითად, როცა მეხუთე ეპიზოდში ლუკი ჯედაი იოდასთან სწავლობს, ის შედის გამოქვაბულში, რომ შეეჯახოს ჩრდილს. გამოქვაბულიც სიმბოლოა და მიწისქვეშეთში დაშვებაც სიმბოლურია. აქ ის ხვდება საკუთარ ჩრდილს დართ ვეიდერის სახით. მაგრამ აქ კიდევ არის მამის არქეტიპთან შერევა. დართ ვეიდერი და ლუკ სკაიუოკერი, როგორც პროფესორი ჯეკილი და ბატონი ჰაიდი ერთი და იგივე პერსონაჟებია სხვადასხვა ჰიპოსტაზში.

image

ანუ, პერსონაჟი, რომელსაც ძალიან დიდხანს უხდებოდა, შეკავება, დათრგუნვა, უარყოფა უამრავი რაოდენობის ემოციების, გრძნობების, კითხვებისა, მცირე ბიძგით და არამდგრადი წონასწორობის მდგომარეობიდან გადავარდა საპირისპირო მდგომარეობაში და იქცა დართ ვეიდერად.


მესამე ეპიზოდში, როცა ჯედაი იოდა, რომელსაც არ სურს დართ ვეიდერის მოკვლა, ეუბნება მას, რომ ბიჭი, რომელსაც ის იცნობდა, უკვე მოკვდა, დართ ვეიდერმა გადაყლაპა იგი. თითქოს რა მოხდა, ერთი და იგივე პერსონაჟია, მაგრამ პრაქტიკულად მოხდა სრული ჩანაცვლება- ეგო ჩანაცვლდა ჩრდილით. ეს შეიძლება რეალურ ცხოვრებაშიც დავინახოთ და ვფიქრობ, ასეთ ადამიანებს თითოეული ჩვენგანი იცნობს, რომლებიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაცნობიერებულად იცავდა ერთ რომელიმე დამოკიდებულებას რაიმე იდეოლოგიასთან მიმართებით და შემდეგ, რაიმე ეგზისტენციური შემთხვევების გამო აბსოლუტურად შეცვალეს საკუთარი მოსაზრებები საპირისპირო მხარის სასარგებლოდ. იუნგი ამას ეძახდა ენანტიოდრომიას.

ეს გარკვეულწილად მეტყველებს იმაზე, რომ ინდივიდმა საკუთარი ჩრდილზე არ იმუშავა და ჩრდილმა შეიპყრო იგი. მაგალითად ადამიანი მთელი ცხოვრება იყო ათეისტი, ებრძოდა სისტემას და შემდეგ სამაგალითო ქრისტიანი გახდა. ან კიდევ დოსტოევსკის გადაქცევა შავრაზმელად. ქრისტიანად ათეისტის ქცევაში ცუდი ვერაფერი შეიძლება დავინახოთ, მაგრამ ასეთი რადიკალური ცვლილება ყოველთვის მიგვანიშნებს კრიზისზე, კონფლიქტზე. ადამიანი რისაიმე სინთეზირებულ იდეამდე, ან გასაშუალებულ იდეამდე კი არ მისულა თითოეულის პლუსისა და მინუსის შეჯამებით, არამედ ერთი პოლუსიდან გადახტა მეორე პოლუსზე.ფაქტობრივად არ გაიზარდა. ანუ სახეზე გვაქვს რეგრესთან. ჩრდილი ზოგადად არაერთმნიშვნელოვანი პერსონაჟია. საზოგადოებაში არსებობს კონსენსუსი, რა არის კარგი და რა- ცუდი, რაა სიკეთე და რა - ბოროტება. ხშირად ფილმებშიც ვხედავთ ამას, მაგალითად ჩვენ მიერ დასახელებულ ვარსკვლავურ ომებშიც, მაგრამ თუ ადამიანთა 99% გვეტყვის, რომ ჯედაი იოდა სინათლის, სიკეთისს და, კომუნიზმისკენაა, და კლასიკური ანტაგონისტები ცუდი პერსონაჟები, რომლებიც ცდილობენ სიკეთის განადგურებას, ქაოსი გამოიწვიონ სამყაროში და ა.შ. ერთი შეხედვით ჩანს, რომ არსებობს მკაფიო გაგება და მკაფიო ზოგადი თვალსაზრისი. რატომ არ ვხედავთ ამას ჩრდილში?ალბათ იმიტომ, რომ ჩრდილის არსი გაცილებით ღრმაა და ამასთან დაკავშირებითაც შეიძლება მოვიყვანოთ მაგალითი, „სამეფო თამაშებიდან“, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული ბევრი პერსონაჟია. რეალობაში ძნელი იქნება იპოვო ორი ადამიანი, რომლებიც აბსოლუტურად ერთნაირად უყურებენ მოვლენებს, ან აქვთ ერთნაირი დამოკიდებულებები ყველაფრის მიმართ. ვიღაცას ერთი პერსონაჟი მოსწონს, ვიღაცას მეორე, ვიღაცას მესამე. აბსოლუტურად განსხვავებული თვალსაზრისები და განცდები წარმოიქმნება ერთი რომანის ერთი იდეის ჩარჩოში. ეს გვაჩვენებს ზუსტად იმ ფაქტს, რომ ჩვენი ეგოებიც და ჩრდილებიც უნიკალურია და ვერსად ვიპოვით მათ მკაფიო აღწერილობას, მაგრამ ამასთანავე ჩვენ შეგვიძლია ვიპოვოთ მინიშნებები, გასაღებები ჩვენი ემოციების საშუალებით. ჩვენი ემოციები პერსონაჟების მიმართ იმავე სქესისაა, როგორსაც ვხვდებით რეალურ ცხოვრებაში, ფილმებში, ლიტერატურაში, ისტორიაში. იუნგის მეთოდი, როგორ იმუშაო საკუთარ ჩრდილთან არის სიზმრების გაზრება. თუ თქვენ არ იწერთ სიზმრებს ან არ იმახსოვრებთ, ძალიან ცუდია.

ჩაიწერეთ და გამოვა ძალიან საინტერესო წასაკითხი. ძალიან ბევრ რაიმეს აღმოაჩენთ მათში საინტერესოს. ადამიანთან სიზმრებში ხშირად გვხვდება ზოგადი და მსგავსი სიუჟეტები, როცა მთავარი გმირი შეიძლება გარბოდეს, ვინმეს ებრძოდეს, ან რაიმე საფრთხის შემცველი იყოს. ყველა ეს სიუჟეტი არის ჩრდილთან ბრძოლა და თუ ყურადღებით დავაკვირდებით მტრის სახეს სიზმარში, ან ასოციაციებს, რომლებსაც იწვევენ ესა თუ ის მოვლენები ამ სიზმრების ჩარჩოებში, შეიძლება გავიგოთ, როგორია ჩვენი ჩრდილი, რა სტრუქტურა აქვს და როგორი ხასიათისაა.

აქამდე ჩვენ ვისაუბრეთ ნეგატიურ ასპექტებზე, მაგრამ როცა ჩვენ განვსაზღვრეთ ჩრდილი კოგნიტური თუ იუნგისეული ხედვებით, ჩვენ არაფერი გვითქვამს სიკეთესა და ბოროტებაზე. დღევანდელი პოსტმოდერნისტული სამყარო დაიწყო ფართო ტოლერანტულობით, როცა ადგილი აღარ რჩებოდა აბსოლუტური ბოროტებისთვის, თუმცა მალევე ვიხილეთ ბოროტება ომისა და შესაბამისად ადამიანების ხოცვა-ჟლეტით, ქალაქებისა და ისტორიული ნაგებობების ნგრევით. მაგრამ თუ ფანტაზიას ჩავრთავთ, ჩვენ შეგვიძლია გავამართლოთ ნებისმიერი რამ და ადგილი არ დავუტოვოთ აბსოლუტურ ბოროტებას. თუმცა მასობრივ ცნობიერებაში რაღაცები რჩება ნეგატიურებად, თუმცა ისინი ნეგატიურია ნორმალური ადამიანებისთვის. ხოლო ნაკლებად ნორმალური ადამიანებისთვის ისინი შეიძლება არც კი იყოს ნეგატიური. სიკეთე ხომ აუცილებელი არაა ემთხვეოდეს ნორმალურობას ისე, როგორც ბოროტება.

როდესაც ვსაუბრობთ ჩრდილზე, მეტწილად ყურადღებას ვამახვილებთ ჩვენს ალტერ ეგოზე, რომელშიც ვკრებთ ჩვენ მიერ არარჩეულ ცხოვრებისეულ სცენარებს, დათრგუნულ და განდევნილ ემოციებსა და ა.შ. მაგრამ ესენი შეიძლება იყოს პოზიტიური ემოციებიც. წარმოიდგინეთ, რომ ბავშვობიდან ოცნებობდით რაღაცაზე, მაგალითად მსახიობობაზე ან დიდ სცენაზე სიმღერაზე ან თუნდაც ქუჩაში სიმღერაზე, მაგრამ ახლა უკვე სოლიდური გარეგნობის ადამიანი ხართ, რომელიც მუშაობთ სახელმწიფო სტრუქტურაში და არ იქნებოდა ქუჩაში სიმღერა შესაფერი საქმე, ამიტომ ამ სურვილს მუდმივად უკანა პლანზე წევდით, თრგუნავთ, დევნით თქვენსავე ჩრდილს ანუ ჩრდილში შეიძლება რაღაც ძალიან კარგიც იყოს გადაგდებული. ან თუნდაც თქვენ მუშაობთ ჟურნალისტად ან ფოტოგრაფად ომში და გაქვთ წესების მთელი ნუსხა, რომლის მიხედვითაც უნდა იმოქმედოთ, მაგრამ ხედავთ, რომ დაჭრილ ადამიანებს უჭირთ, იტანჯებიან, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, მაგრამ ის, რაც ხელს გიშლით, ეს თქვენი სამსახურებრივი წესებია. ანუ თანაგრძნობა, კეთილის ქმნის სურვილი ვერ რეალიზდება, რადგან არსებობს წესები, რომელთაც ჩვენი პროფესიები გვავალდებულებს, შევასრულოთ ისინი, და გამოდის, რომ ჩვენ გაცნობიერებულად ამ გრძნობებს გადავისვრით ჩვენს ჩრდილში. ანუ ჩრდილში არა მარტო ცუდი, არამედ კარგი სურვილები, ემოციები და გრძნობებია.

ჩრდილი დანამატივით ავსებს ეგოს, ავსებს იმ ყველაფრით, რომ ეგოს არ სურს გააცნობიეროს, ან, ეგოს უნდა მოიშოროს თავიდან. აქ არ არის სიკეთისა და ბოროტების პოლარულობა მაშინაც კი თუ ამ ტერმინებს აქვთ არსებობის უფლება.

0
32
1-ს მოსწონს
ავტორი:ბერძენაძე თამარ
ბერძენაძე თამარ
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0