სხვა ყველაზე ამოუხსნელი საქმე – ბრაიან შაფერის გაუჩინარება 18 თებერვალი, 18:31
ბრაიან შაფერი გაუჩინარდა 2006 წლის 1 აპრილს. ეს ამბავი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ამოუხსნელ შემთხვევად ითვლება. ოჰაიოს შტატში მცხოვრები ახალგაზრდა მედიცინის სტუდენტი უკვალოდ გაქრა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წამამდე ის დაკვირვების ქვეშ იყო – კამერების კადრებში ჩანს, როგორ შედის ბარში, თუმცა იქიდან გამოსვლის კადრები არ აღმოჩენილა. ბოლო ღამე – რა მოხდა Ugly Tuna Saloona-ში?2006 წლის 31 მარტს, ბრაიან შაფერი მეგობრებთან ერთად აღნიშნავდა გაზაფხულის დასაწყისს. იმ პერიოდში იგი მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და გამოცდების შემდეგ სურდა ცოტა განტვირთვა. ღამის განმავლობაში მეგობრებთან ერთად რამდენიმე ბარში შევიდა, თუმცა ბოლოს ისინი Ugly Tuna Saloona-ში აღმოჩნდნენ. ღამის 1:55-ზე სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, როგორ ავიდა შაფერი ბარის მეორე სართულზე, თუმცა არცერთ კამერას არ დაუფიქსირებია მისი გამოსვლა. მეგობრებმა იფიქრეს, რომ ის სახლისკენ გაემართა, მაგრამ ბრაიანი აღარავის უნახავს . ძიება და ამოუხსნელი კითხვები
ბრაიანის გაუჩინარების შემდეგ, პოლიციამ დეტალურად გაჩხრიკა ბარი და მიმდებარე ტერიტორია. მათ გამოიყენეს კამერების ყველა შესაძლო კადრი, მაგრამ არ აღმოჩნდა არცერთი ჩანაწერი სადაც ჩანს, რომ ის ბარიდან გადის. ერთადერთი გასასვლელი, მტავარი კარის გარდა იყო უკანა კარი, მაგრამ ეს კარი მხოლოდ პერსონალისთვის იყო განკუთვნილი და პირდაპირ მშენებლობის არეალში გადიოდა. მომდევნო დღეებში ბრაიანს ოჯახი და მეგობრები ეძებდნენ, თუმცა უშედეგოდ. მისი ტელეფონზე რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ გადიოდა ზარი, თუმცა პასუხი არ იყო. გაუჩინარების თეორიებიბრაიან შაფერის გაუჩინარებაზე მრავალი თეორია არსებობს: ბრაიან შაფერის გაუჩინარება დღემდე ამოუხსნელია. მიუხედავად იმისა, რომ საქმე აქტიურად განიხილებოდა, არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომელიც მის ბედს ნათელს მოჰფენს. ოჯახი და მეგობრები კვლავ იმედოვნებენ, რომ ერთ დღეს ეს იდუმალი საქმე გაიხსნება და მათ პასუხები ექნებათ. 112 1-ს მოსწონს
|