x
image
ბერძენაძე თამარ
პროფესორი ეგო და ბატონი ჩრდილი- აირჩევ თუ არა მომავალში იმას, რაც ერთხელ უკვე უარყავი
image

იუნგის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და იმავდროული კონცეფციაა ჩრდილის კონცეფცია. მარტივია იმდენად, რამდენადაც პირდაპირაა დაკავშირებული ეგოსთან და ამიტომ, საკუთარი თავის გაგება საკმარისია ჩრედილის გასაგებად, ხოლო რთულია იმიტომ, რომ სწორედ ეს არქეტიპია პასუხისმგებელი სხვადასხვა სახის კონფლიქტებზე, ომებზე, აზრთა სხვადასხვაობაზე და ყველაფერ იმაზე, რასაც ნეგატიურ ემოციებს ვუწოდებთ. ადამიანს არ უყვარს ჩრდილის ყურება, განსაკუთრებით საკუთარი ჩრდილის. გაცილებით მარტივია ცხოვრება ნეტარ უმეცრებაში და ამ რაკურსიდან უყურო საკუთარ ბნელ მხარეებს, ბნელს არა იმ გაგებით, რომ ბოროტი, ან ცუდია, არამედ ეგოსგან განსხვავებულია.


ასეთი მხარეების გაცნობიერება ყოველთვის ადვილი როდია საშუალოსტატისტუკური ადამიანისთვის.

გთავაზობთ სავარჯიშოს, რომელიდც დაგანახებთ, რომ იუნგისეული კონცეფცია მჭიდროდაა თანამედროვე მეცნიერებასთან, თანამედროვე ფსიქოლოგიასთან დაკავშირებული. ანუ იგი რაღაც მისტიკური და უნიკალურია არა მხოლოდ ანალიტიკური ფსიქოლოგიისთვის, არამედ ბევრი მიმართულებით. ერთ-ერთი მთავარი კონცეფცია, რომელიც თანამედროვე ფსიქოლოგიურ დისკურსშია, განსაკუთრებით ჰუმანისტურ, პოზიტიურ, ეგზისტენციურშო, ესაა არჩევანის კონცეფცია. ადამიანი ესაა არსება, რომელსაც შეუძლია არჩევა. თუმცა ნებისმიერი არევა ავტომატურად არის აურჩევლობაც, აურჩევლობა იმ ალტერნატივებისა, რომლებიც არ იქნენ არჩეული და არ ღირს ფიქრი იმაზე, რომ აურჩევლობა ესაა- აიღო და გადაყარო რაღაც ვარიანტები.


ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც ხდება, თავისი შდეგები ახლავს, და ეს მხოლოდ სიტყვები და ინტელექტუალური განსჯა კი არაა, არამედ კონკრეტული ფაქტი. აურჩევლობას მივტყავართ ეგზისტენციური დანაშაულის გრძნობასთან არნაცხოვრები ანუ გამოტოვებული ცხოვრების გამო, რომელიც შეგვეძლო გვეცხოვრა, თუკი მივიღებდით სხვა გადაწყვეტილებას. დანაშაულის გრძნ9ობა არასასიამოვნო შგრძნებაა და ადამიანი ცდილობს ებრძოლოს მას. ამისთვის არსებობს რიგი თავის არიდებების საშუალებებისა, როგორიცაა მაგალითად, გადაწყვეტილებიოს დელეგირება (სხვის გადაწყვეტილებად ჩათვლა, სხვისთვის გადაბრალება), შეფერხება, მაგრამ არსებობს დაცვის სპეციალური მეთოდები, რომლებიც პირდაპირ ახდენენ გავლენას ამორჩეულ ალტერნატივაზე, მაგალითად ერთ-ერთი ფსიქოლოგიური დაცვა დანაშაულის გრძნობისგან არის ალტერნატივის დევალვაცია.


მაგალითად, ჩვენ შეიძლება გვქონდეს ორი ან სამი ოდნავ განსხვავებული ვარიანტი და ვირჩევთ ერთ მათგანს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტიება მივიღოთ, როგოგრც ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, ჩვენ, ნაცვლად იმისა, რომ ვთქვათ, - მე ავარჩიე ნომერ ერთი გადაწყვეტილების მიღება, რადგან ოდნავ განსხვავდებოდა დანარცენებისგან, ჩვენ ვამბობთ, რომ მეორე გადაწყვეტილება არსებითად ცუდი იქნებოდა, ანუ ჩვენ ხელოვნურად ვაქვეითებთ და ვამცირებთ ამ მეორე ვარიანტს. მაგალითად ითუ ყო ალბათობა გადაწყვეტილება მიგვეღო 60/40-ზე და მოგვიხდა გვეფიქრა, ეს 40% რამდენასდ აქტუალური იყო, რამდენად არა, ჩვენ ვაკეთებთ ისე, რომ გადაწყვეტილებას ჰქონდეს 90/10-ზე სახე. ბუნებრივია, ასეთი დევალვაცია უამრავი რაოდენობის შედეგს აუენებს, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის დანარცენ გადაწყვეტილებებზეც, რადგან საუბარლია აზროვნების გამრუდებაზე, რომელიც განსაზღვრულ არჩევანთანაა დაკავშირებული. თუ ჰუმანიტარული ფსიქოლოგიის კუთხით მივუდგებით და შეგვიძლია ასევე მივუდგეთ თანამედროვე კოგნიტური ფსიქოლოგიის კუთხითაც.


კოგნიტურ ფსიქოლოგიაში ზოგჯერ ადამიანს განიხილავენ, როგორც იდეალურ მებრძოლ ავტომატს. მებრძოლი ავტომატი დაახლოებით ისეა, რომ წარმოვიდგინოთ არსდება, რომლამდეც აღწევს ზღვა ინფორმაცია. ინფორმაცია იშვიათადაა 100%-ით ზუსტი. საუბარია რაღაც ალბათობებზე. მაგალითისთვის წარმოვიდგინოთ სიტუაცია : ამ მებრძოლმა ავტომატმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, და მიიღოს ვარიანტებად ან მიიღოს პირდაპირ „ბე“ ვარიანტი. თავდაპირველად მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ანუ 50/50-ზეა/ მასტან მიდის ინფორმაცია 1, ინფიორმაცია2, ინფორმაცია 3 და თითოეული ინფორმაცია მისთვის არგუმენტია ამა თუ იმ გადაწყვეტილების მისაღებად. მაგალითად, 1-ელი ინფორმაცია ეუბნება მიიღოს გადაწყვეტილება „ ა“, რომელიც იქნება სასიკეთო 80%-იანი ვარაუდით, მე-2 ინფორმაცია ეუბნება, რომ ეს სწორია 40%-ით, ხოლო არასწორი 60%-ით, მესამე ინფორმაცია კიდევ სხვას ეუბნება. ჩვეულებრივ ჩვენ რთულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, ვაგროვებთ რა არგუმენტებს. არგუმენტები შიძლება იყოს საპირისპირო გადაწყვეტილების მიღებისკენ. ანუ ერთი არგუმენტი გადაწყვეტილების მიღებისკენ იყოს, სხვა არგუმენტი - სხვა გადაწყვეტილების მიღებისკენ.მაგრამ ამ არგუმენტების ალბათობები სხვადასხვაა. და რას აკეთებს მებრძოლი ავტომატი, თუ მათემატიკური კონცეფციიდან გამომდინარე მივუდგებით . ის პირობითი ალბათობის ფორმულის დახმარებით, ამვარაუდებს გარდაქმნის საწყის სიდიდედ და უკვე ამ სიდიდის საფუძველზე იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ასე მუშაობენ მანქანების უმარტივესი ალგორითმებიც. თუ წარმოვიდგენთ ადამიანს ( ასეთი მოდელი ხშირად გამოიყენება ცნობიერების ფსიქოლოგიაში), რა მოხდება?

აი, ჩვენ გვაქვს რაღაც გადაწყვეტილება მისაღები და ჩვენ მას ვიღებთ. ავტომატურად აურჩეველ გადაწყვეტილებას აქვს არა ნულოვანი წონა, არამედ უარყოფითი წონა. რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ თუ თავდაპირველად გვქონდა ვარიანტები ა და ბე და 50/50-ზე ალბათობით და ჩვენ ავირჩიეთ ა ვარიანტი, მაშინ ბ ვარიანტი უკვე 50% კი აღარ იქნება, არამედ მნიშვნელოვნად შემცირდება. თუ მომავალში ჩვენ გვექნება სხვა გ ალტერნატივადა მოგვინდება ავირჩიოთ ბ-სა და გ-ს შორის, თუ ჩვენ არ მივიღებდით ა გადაწყვეტილებას წარსულში, მაშინ ბ-სა და გ-ს შორის იქნებოდა ალბათობა 50/50-ზე. მაგრამ რაკი ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ა არ მივიღეთ ბ გადაწყვეტილება, ბ გადაწყვეტილების მიღების შანსი მომავალში შემცირდა, რადგან გადაწყვეტილების მიუღებლობა ალბათობას ამცირებს. ეს არასამარტლიანი მათემატიკური აბსტრაქცია არის ფაქტი, რომელიც დამტკიცდა ექსპერიმენტებით კოგნიტურ ფსიქოლოგიაში.

მიუღებელი გადაწყვეტილებები იღებს უარყოფით წონას. რასთან მივყავართ ამას? იმასთან, რომ ჩვემნს ცნობიერებაში წარმოიქმნებიან მიუღებელი/აურჩეველი გადაწყვეტილებების კლასტერები, რომელთაც აქვთ არა ობიექტური ალბათურობა და წონა, რომელიც უნდა ჰქონდეთ ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნობით, არამედმათ აქვთ შემცირებული ალბათობა, რადგან მათ მიიღეს მინუსები სხვა გადაწყვეტილების მიღებით.

რა მოხდება, თუ ეს კლასტერები დაიწყებენ გაერთიანებას, მაგალუთად იღებთ გადაწყვეტილებას ა და ბ-ს, მერე გ-ს და დ-ს. წარმოიდგინეთ, რომ ეს გადაწყვეტილებები ერთმანეთთანაა დაკავშირებული და, ვთქვათ, ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილება გ-ს და დ-ს. მაშინ ახლო გადაწყვეტილებები უარყოფითი ხდებიან, რაც ნიშნავს, რომ თუ ოდესმე მომავალში წარმოგექმნებათ სიტუაცია, სადაც გადაწყვეტილების მიღება/არჩევაა საჭირო, ძალიან მცირეა იმის ალბათობა, რომ ავირჩიოთ ადრე აურჩეველი ვარიანტებიო.

როცა აურჩეველი ვარიანტები ერთიანდებიან კლასტერში, შეიქმნება უზარმაზარი სტრუქტურა, აურჩეველი გადაწყვეტილებების ჩარჩოებში კონკრეტულ თემასთან მიმართებით და ფაქტობრივად შეუძლებელი გახდება ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საპირისპირო იქნება ამ სტრუქტურის. ის იმდენად მცირე წონას მოგვაწოდებს კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, რომ ჩავთვლით სრულიად ცუდ ვარიანტად მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ყველაფერი ეფუძნებოდა ა-სა და ბ-ს შორის ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიღებას, სადა ალბათობა იყო 50/50-ზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ცნობიერება იღებს უზარმაზარ კოგნიტურ გამრუდებას, რომლის ბუნებაზეც ჩვენ პრაქტიკულად არაფერი ვიცით. აი, სწორედ ესაა იუნგისეული ჩრდილი ანუ მიუღებელი გადაწყვეტილებების კონგლომერატი.

ეს მსჯელობა ეფუძნება თანამედროვე ფსიქოლოგიურ ექსპერიმენტებს. აურცევლობას ნამდვილად აქვს თავისი შედეგები ზუსტად ისე, როგორც არჩევას. და თუ ეს შედეგები დაჯგუფდებიან, კოგნიტური გამრუდება კიდევ უფრო გაძლიერდება, მოიმატებს და ჩვენ შეგვიძლია ვილაპარაკოთ მეორეული ცენტრის განათლებაზე ჩვენს ცნობიერებაში, რომელიც დაკავშირებულია მიუღებელ გადაწყვეტილებებთან

მოდით დავუბრუნდეთ იუნგის ჩრდილის კონცეფციას ანალიტიკური თვალსაზრისით. იუნგი მსჯელობდა შმდეგნაირად, რომ ყველა უარყოფილი, დათრგუნული და გამოდევნილი იმპულსი კი არ ქრება, არამედ ქმნიან ერთგვარ მთლიანობას, სადაც ეს სხვადასხვა სახის იმპულსები ერთი ცენტრის ირგვლივ ერთიანდებიან - ალტერ ეგოს ირგვლივ და ალტერ ეგო იმყოფება ჩვენი ცნობიერების ზედაპირთან ახლოს ანუ ეს არის არა ის, რასაც საერთოდ არ ვაცნობიერებთ, რაკი იგი დაკავშირებულია იმ პულსებთან, რომლებმაც გაიარეს ცნობიერება/ მაგრამ ამავდროულად იმდენად ცუდად გაცნობიერდა, რადგან გაცნობიერებულად იქნა მოშორებული ცნობიერებიდან. სწორად ამ ალტერ ეგოს დაარქვა იუნგმა ჩრდილი. ნებისმიერი შუქი ისვრის ჩრდილს, ცნოიერებაც წარმოადგენს შუქის ვარიანტს და ამ შუქსაც აქვს თავისი ჩრდილი.

იუნგი ნაშრომში „არქეტიპები და არაცნობიერი“ წერს: ჩრდილი განასახიერებს ყველაფერს, რაზეც სუბიექტი უარს ეუბნება აღიაროს საკუთარ თავზე და გარდა ამისა, საკუთარ თავს პირდაპირ ან ირიბად აკისრებს სუბიექტს, მაგალითად, ხასიათის ძირითად თვისებებსა და სხვა შეუთავსებელ ტენდენციებს".

(გაგრძელება იქნება)

1
15
1-ს მოსწონს
ავტორი:ბერძენაძე თამარ
ბერძენაძე თამარ
15
  
18 თებერვალი, 22:01
პროფესორი ეგო და ბატონი ჩრდილი- აირჩევ თუ არა მომავალში იმას, რაც ერთხელ უკვე უარყავი. ბლა ბლა ბლა და კიდევ ბლააა. ძალიან მოკლედ არსებობს უსაშინლესი ებრაული წყევლა შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო. არინ ადამიანები რომლებიც გამოიყურებიან ძალიან ჭკვიანებად, განათლებულებად, გენიოსებად, მაგრამ არის ერთ მაგრამ როცა საქმე მიდგება გადაწყვეტილების მიღებაზე ეს ადამიანები ბევრი ფიქრის შემდეგ აუცილებლად ყველაზე ცუდი ვარიანტებიდან უშეცდომოდ აირჩევენ ყველაზე უარესს. საბედნიეროდ საქართველოში ასეთი ადამიანების რაოდენობა საკმაოდ შემცირდა. ეტყობა სადღაც იპარებიან. როცა ქვეყნაში ასეთი ადამიანების რაოდენობა გადააჭარბებს კრიტიკულ მასას იქ იწყება ხრწნა და მორალური სიმყრალე, რასაც დღეს ჩვენ ევროპაში ვხედავთ, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, მათი ყველა მიღებული გადაწყვეტილება წინათ მიღებულ გადაწყვეტილებებზე უარესია. მაგიტომაც იხრწნება და ყარს ევროპა ეს შეუქცევადი პროცესია. კარგი იქნება თუ ჩვენი უაღრესად განათლებული გენიოსები მაგრამ ებრაულად დაწყევლილები ცხოვრებაში ერთხელ მაინც მიიღებენ მათთვის სწორ გადაწყვეტილებას, მოგვშორდებიან და წავლენ აყროლებულ ევროპაში სადაც მათი მორალის შესაბამისი ადგილია.
0 1 1