x
მეტი
  • 22.02.2025
  • სტატია:140460
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513277
რატომ უწოდა სერგო ორჯონიკიძეს ქართველმა ხალხმა მოღალატე
image

1937 წლის 18 თებერვალს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა სერგო ორჯონიკიძე, არსებობს მისი სიკვდილის სამი ვერსია:ინფარქტი(ოფიციალური), თავი მოიკლა(სარწმუნო) და მოწამლეს.კაცი, რომლის გვარიც საზოგადოდ "შადიმანივით"მოღალატის სინონიმად იქცა.მაინც რას ედავება ქართველი ხალხი ორჯონიკიძეს?





***

1921 წელს იგი ხელმძღვანლობდა ბოლშევიკთა შემოჭრას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.


სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვს ახარა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“სწორედ სტალინმა და ორჯონიკიძემ დაარწმუნეს ლენინი, შეჭრილიყო საქართველოში და საბჭოთა ხელისუფლება დაემყარებინა.



***

სერგო ორჯონიკიძის მიერ დამყარებული საბჭოთა ხელისუფლება ანადგურებდა გეგმაზომიერად საქართველოს მოსახლეობას. სწორედ სერგო ორჯონიკიძე იყო უკმაყოფილო მოსახლეობაში თავადაზნაურობის მაღალი წილით, რასაც მოჰყვა კიდეც ცნობილი სტატია 1924 წლის 21 მაისის გაზეთ „კომუნისტში“, რომლის მიხედვითაც დაისახა თავადაზნაურობის 6 %-იანი წილის შემცირება 4 და უფრო დაბალ პროცენტამდე.


***

სერგო ორჯონიკიძის თაოსნობით დაიხვრიტა ვაჟა-ფშაველას შვილი, ლევან რაზიკაშვილი, კიტა აბაშიძის შვილი, 24 წლის გია აბაშიძე და ბევრი სხვა.



***

სერგო ორჯონიკიძის კისერზეა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის როგორც შექმნა, ასევე მისი ტერიტორიის საზღვრებში ბევრი დასახლებული პუნქტის „აუხსნელი“ მოქცევა.

„ოსების მიერ დასახლებული რაიონები მოკლებული არიან გეოგრაფიულ მთლიანობას და შეადგენენ გეოგრაფიულად და ეკონომიურად სხვადასხვა პროვინციების ნაწილებს. ასეთი ჩამონაჭრებიდან ხელოვნურად შემდგარი ადმინისტრაციული ერთეულის შექმნა განუხორციელებლად უნდა ჩაითვალოს ტოპოგრაფიული პირობების გამო“, - წერდა საქართველოს ცკ-ის მაშინდელი მდივანი ბესარიონ კვირკველია, თუმცა გადამწყვეტი აღმოჩნდა კავბიუროსა და სერგო ორჯონიკიძის პოზიცია.



***

სერგო ორჯონიკიძის ძალისხმევით საქართველომ ასევე ცნო აფხაზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, რომელსაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ავტონომიის სტატუსი ჰქონდა. ორჯონიკიძემ აფხაზეთის „დამოუკიდებლობის ცნობის“ ფაქტი ასე ახსნა:

„როცა აფხაზეთმა დამოუკიდებლობა მოითხოვა, ჩვენ აფხაზეთის კომუნისტებს მივუთითებდით, რომ ასეთ პატარა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა შეუძლებელია, მაგრამ დავთანხმდით ამაზე. ჩვენ ვამბობდით: თუ აფხაზი ხალხისთვის მიყენებული ჭრილობები ჯერ კიდევ არ მოშუშებულა, დაე, აფხაზეთი დამოუკიდებელი იყოს. დაე, მოიშუშოს მენშევიკებისაგან მიყენებული ჭრილობები, მაგრამ შემდგომში აფხაზები თვითონ დარწმუნდებიან საბჭოთა მეზობელთან - საქართველოსთან მჭიდრო გაერთიანების აუცილებლობაში“.




***

რუსეთ-საქართველოს 1921 წლის თებერვალ-მარტის ომით, რომლის ერთ-ერთი მთავარი სულის ჩამდგმელი იყო სერგო ორჯონიკიძე, საქართველომ დაკარგა არა მარტო დამოუკიდებლობა, არამედ - ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც.

მოსკოვში 16 მარტს დადებული ხელშეკრულებით, რუსეთმა თურქეთს გადასცა:

• ართვინის ოლქი 3, 3 ათასი კვ.კმ;

• ფოცხოვის თემი - 590 კვ.კმ;

• არტაანის ოლქი - 5, 1 ათასი კვ.კმ; ოლთისის ოლქი - 3 ათასი კვ.კმ

• სულ 12, 1 ათასი კვ. კმ, 164 ათასი მოსახლით.


საქართველომ მოგვიანებით ასევე დაკარგა:

• ბორჩალოს მაზრის ნაწილი - 3, 8 ათასი კვ.კმ

ზაქათალის ოლქი(საინგილო) - 3, 5 ათასი კვ.კმ .

2
569
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
569
  
19 თებერვალი, 13:24
არა, მაგ ცოდვასაც მაგას ნუ ტენით,თორემ ეგეც აღნიშნული იქნებოდა მაგ სტატიაში,სოჭი რუსეთში არეულობის დ ბოლშევიკების შიშით საქართველოს შემადგენლობაში შევიდა 1918 წლის 7 ივლისიდან 1919 წლის 6 თებერვლამდე იყო და დ ა ი ბ რ უ ნა რუსეთმა,ვიმეორებ დაიბრუნა!! რადგან მანამდე საუკუნეები რუსეთის იმპერიას ეკუთვნოდა....ესაა ობიექტური სიმართლე
19 თებერვალი, 11:30
და მაგ ნაძირალამ სოჭი აჩუქა რუსეთს.
0 1 2