x
მეტი
  • 22.02.2025
  • სტატია:140451
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513277
"მე კი მეცოდები მაგისთვის, მაგრამ თუ შენი არჩევანი ეს არის, რა ვქნათ, აბა” - ვის მიმართავს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ სისხლის სამართლის კოდექსში სამშობლოს ღალატის მუხლის აღდგენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და "ქართული ოცნების" ლიდერს საჯაროდ მიმართავს:


"ერთის მხრივ კარგია, რომ ქ.ოცნება ასეთი შემართებით ამკაცრებს კანონმდებლობას მდინარაძის პირით. ახლა უკვე სამშობლოს ღალატის მუხლი შემოაქვთ.

კარგია, რადგან სხვის გასამართლებას ეგენი ვერ მოასწრებენ, თვითონ კი ნამდვილად იმსახურებენ ასეთი მუხლით გასამართლებას.


მამუ, თუ გინდა დახვრეტა დააბრუნე ამ მუხლის სასჯელად.


მე კი მეცოდები მაგისთვის, მაგრამ თუ შენი არჩევანი ეს არის, რა ვქნათ აბა…"- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.



"სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან, " – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.


როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.


„ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო სისხლის სამართლის კოდექსიდან. რაც უნდა ვინმეს გაუკვირდეს, თუ არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში", – განაცხადა მდინარაძემ.







0
317
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
317