x
მეტი
  • 22.02.2025
  • სტატია:140460
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513277
"ისეთ სკანდალში ამოჰყო თავი, რომელიც მომავალში შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს"- ვისზე საუბრობს რომან გოცირიძე

image


ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, ნათია თურნავასთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"2023 წლის 15 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დააჯარიმა ბანკი “ქართუ” 64 ათასი ლარით და ეს ფაქტი მაშინვე გაასაჯაროვა. აღმოჩნდა, რომ ამავე წელს ეროვნულ ბანკს ქართუბანკი დაუჯარიმებია 200 ათასი ლარით და ამის შესახებ მხოლოდ ამ დღეებში გავიგეთ ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესიდან, რომელსაც ივანიშვილი უჩივის.ეროვნული ბანკი დანაშაულებრივი შეთქმულების მონაწილეა. ბიძინა ივანიშვილის დავალებით შეგნებულად დააჯარიმა მისივე ბანკი, რათა ეს ფაქტი გამოეყენებინა იმის დასამტკიცებლად, რომ “ქართუმ” ბაჩიაშვილზე სესხი გასცა წესების დარღვევით და სინამდვილეში ეს სესხი კი არაა, არამედ არის ბიძინა ივანიშვილის ინვესტიცია, ხოლო ბაჩიაშვილი მისი “პადსტავნოი”( ანუ ფიქტიური) პირი ყოფილა.


ნათია თურნავამ, რომელიც დაჯარიმების ამ დოკუმენტით დღეს დახურულ სასამართლო სხდომაზე წარსდგა, ისეთ სკანდალში ამოჰყო თავი, რომელიც მომავალში შეიძლება ძალიან მძიმედ დაუჯდეს. ეს არაა თუნდაც ფარცხალაძის შესახებ გამოცემული განკარგულება. ის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად, სამწუხაროდ, კანონიერად შექმნილი დოკუმენტია, რომელიც ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის არაარსებობის მაჩვენებელია, “ქართუს” მიზანმიმართული დაჯარიმება კი კრიმინალური აქტია, რომელიც ივანიშვილის მიერ ბაჩიაშვილისათვის ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების აქტივების გამოძალვას ემსახურება.მოსამართლეც ვერ ასცდება სასჯელს."- წერ რომან გოცირიძე.







0
216
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
216