საზოგადოება
"ფუ, ერთ დროს ლამის უკანალზე რომ კოცნიდნენ ეს უზნეო მონები" - რას წერს ინგა გრიგოლია
17 თებერვალი, 16:27

ჟურნალისტი, ინგა გრიგოლია, ეროპორტში ყოფილ პრემიერ–მინისტრზე, გიორგი გახარიაზე თავდასხმას სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარისის პოსტით ეხმაურება და წერს:
"ფუ, რა ამაზრზენი ხალხის ხელშია ქვეყანა ამათ როგორ აპრავებთ, ხალხო?! გული როგორ არ გერევათ ამ საზიზღარ ჯოგზე – “ოცნება” რომ ქვია. პროტესტი როგორ არ გიჩნდებათ, ამ საზიზღრობის გაპრავება რომ გიწევთ. აუტანელი როგორ არაა ამ მანიაკების მხარდაჭერა თქვენთვის! ჩემი სოლიდარობა გიორგის! გახარია – ერთ დროს მათი საამაყო პრემიერი რომ იყო და ლამის უკანალზე რომ კოცნიდნენ ეს უზნეო მონები. ახალი თავდასხმა გიორგი გახარიაზე!"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში და გახარიაზე თავდასხმის კადრებს აზიარებს.
შეგახსენებთ, რომ მიუნხენის კონფერენციიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და ელგუჯა ხოკრიშვილს აეროპორტში კვერცხები ესროლეს. ვიდეოკადრებში, რომლებიც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა, ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.
"USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ „გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ - ისმოდა პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიასა და გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის მისამართით კვერცხების სროლის დროს. შემთხვევა აეროპორტის შიდა სივრცეში მოხდა.