x
მეტი
  • 13.03.2025
  • სტატია:140925
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513748
„სილამაზით არც მანამდე გამოირჩეოდით, ახლა კი მთლად ჩინურ ტერმინატორს დაემსგავსეთ…“ - ვის მიმართავს გია ხუხაშვილი

image


პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე პარლამენტში კიდევ ერთი ფსევდოოპოზიციური პარტიის შექმნას ეხმაურება და წერს:


"ოცნებამ პარლამენტში “ოპოზიციური” პროტეზის ფეხი ხომ გაიკეთა “ხალხის ძალის” სახით, ახლა მთლად “ოპოზიციური” სამ-კბილა პროთესი მოირგო.

სილამაზით არც მანამდე გამოირჩეოდით, ახლა კი მთლად ჩინურ ტერმინატორს დაემსგავსეთ…"- ვკითხულობთ გია ხუხაშვილის პოსტში.


შეგახსენებთ, რომ პარლამენტში კიდევ ერთი ფსევდოოპოზიციური პარტია იქნება. „ქართული ოცნების“ დეპუტატები – ილია ინჯია, ვარლამ ლიპარტელიანი და ნიკა ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას ტოვებენ და კიდევ ერთ ფსევდოოპოზიციას ქმნიან. ფსევდოოპოზიციის როლის მორგებით „ოცნებიდან“ გასული დეპუტატები საპარლამენტო ოპოზიციისთვის განკუთვნილ კვოტებს დაიკავებენ, რაც გამოიხატება ოპოზიციისთვის განკუთვნილი საპარლამენტო თანამდებობების ათვისებით და დელეგაციებში ადგილების შევსებით, ასევე, შესაბამისი საპარლამენტო თანამდებობის განკუთვნილი ხელფასის მიღებით.






0
191
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
191