x
image
თუთიკო ბერძენა
Mediator image
მაღალრეიტინგული ქართველი გეიმერები, რომელთაც იუმორის განსაკუთრებული ნიჭი აქვთ
image

გეიმინგები, განსაკუთრებით, ფეხბურთის სიმულატორები პოპულარული გახდა საქართველოშიც. გეიმერები ქმნიან კონტენტს, რომელიც გულშემატკივრებს ნამდვილად იზიდავს. ფეხბურთის მოყვარულების დაინტერესება – ფეხბურთის რეალური გულშემატკივრებისთვის საინტერესოა, რადგან ვუყურებთ ვირტუალურ მატჩებს, სადაც საყვარელი გუნდები და მოთამაშეები ჩნდებიან.

გეიმერები, რომლებიც ფეხბურთს ლაივში თამაშობენ, ამას რამდენიმე სხვადასხვა მიზნისთვის აკეთებენ:

1. კონკურენტული თამაში – ბევრი პროფესიონალი მოთამაშე და გუნდი ასპარეზობს კიბერ სპორტში, რაც მათ კარიერადაც აქვთ ქცეული.


2.შემოსავლის წყარო – სტრიმინგი პლატფორმებზე (Twitch, YouTube) შემოსავლის გენერირების კარგი საშუალებაა. რეკლამები, დონაციები და სპონსორები შემოსავლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს.

3. ახალი თამაშების პოპულარიზაცია – თამაშის დეველოპერები ხშირად იყენებენ პოპულარულ გეიმერებს თავიანთი პროდუქტის რეკლამირებისთვის.

გეიმერების სტრიმების ყურება ზოგჯერ ძალიან საინტერესოა, თუ გეიმერი იუმორის გრძნობითაა დაჯილდოებული. ამ მხრივ გეიმერებს შორის გამოირჩევა საქართველოს კიბერ სპორტის 2017 წლის ფინალისტი და საერთაშორისო ტურნირების ნახევარფინალისტი გიორგი ლევიძე, რომლის სტრიმებებს არა მარტო ფეხბურთის გულშემატკივრობის გამო ვუყურებდეთ, არამედ განსაკუთრებული ქუთაისური იუმორის გამოც: "დომპე ჯობია მარადონას, ექსკლუზიური დომპეეე"- სათაური უკვე ინტრიგაა იუმორის მოყვარულთათვის და თვითონ არხის სათაურიც- LeVx2K ● სმნ

image

საქართველოში რამდენიმე გამორჩეული გეიმერია, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზეც წარმატებით გამოდიან. მათ შორის, აღსანიშნავია სანდრო შარაშენიძე, გიორგი გრუბაშვილი, ლუკა კიკნაძე.

ეს გეიმერები აქტიური სტრიმერები არიან, მონაწილეობენ საერთაშორისო ტურნირებში და თავიანთი წვლილი შეაქვთ ქართული კიბერ სპორტის განვითარებაში.

თუ გეიმერი ან მაყურებელი ამით გართობას, დასვენებას ან შემოსავალს იღებს, მაშინ ეს ღირებული აქტივობაა. ბევრისთვის გეიმინგი ისევე მნიშვნელოვანი ჰობია, როგორც ფეხბურთის ყურება, კითხვა ან ფილმების ნახვა.


ზოგი უბრალოდ სტრესს იხსნის, მეგობრებთან ერთად თამაშით.

ზოგისთვის სტრატეგიის, ლოგიკისა და სწრაფი რეაქციის განვითარებაა მთავარი მოტივაცია.

მაგრამ თუ ვინმე მხოლოდ დროის „გაყვანისთვის“ თამაშობს და ეს მისი განვითარების წინააღმდეგ მუშაობს, შეიძლება ითქვას, რომ ეს უკვე არარაციონალური დროის ხარჯვაა.


0
105
5-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
Mediator image
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0