სიახლეები ავტომობილი, რომელიც ფერს იცვლის 18 თებერვალი, 8:25 ლას-ვეგასში Consumer Electronics Show (CES) გამოფენაზე, BMW კონცერნმა მომავლის ციფრული ავტომობილის პროტოტიპის სანახაობრივი პრეზენტაცია გაიმართა — მისი ზედაპირი e-ink ელექტრონული აპკით არის დაფარული, რომლის წყალობით, ფაქტობრივად, მანქანის გარეგნობის შეცვლა შეიძლება. ადამიანის თმის დიამეტრის მილიონობით მიკროკაფსულა, რომელიც ელექტრულ სიგნალზე რეაგირებს — ის ნოვაციაა, რამაც ავტომობილის კორპუსისთვის ფერის შეცვლა შესაძლებელი გახადა. ავტომობილის ზედაპირი 240 სეგმენტად არის გაყოფილი და თითოეულს, სხვებთან კავშირის გარეშე, გამოსახულების შესაცვლელად, საკუთარი «დისპლეი» აქვს. ამის წყალობით, შესაძლებელია უსასრულო რაოდენობის შაბლონის შექმნა, ამასთან, ოპერაციის ჩატარება, მყისიერად — წამის მეასედში შეიძლება. ePaper ფირს, რომელიც ავტომობილის ზედაპირზეა დატანილი, 32 ფერის ასახვა შეუძლია. ხოლო მისი მართვა, მხოლოდ ერთი ღილაკით არის შესაძლებელი. BMW iX Flow–ის კონცეპტუალურ ავტომობილს, მაგ., თეთრის — შავად გარდაქმნა, მყისიერად შეუძლია. ისევე, როგორც სხვა, ნებისმიერ ფერად. ეს ერთგვარი, მანქანა–ქამელეონია და ინტერნეტში ხუმრობენ, რომ ეს «გასაქცევად იდეალური ავტომობილია». შემქმნელები კი განმარტავენ, რომ მათ ეს ტექნოლოგია, მხოლოდ ეფექტისთვის კი არა, იმისთვის შექმნეს, რომ მფლობელს ავტომობილის ფერის შეცვლის შესაძლებლობა, საკუთარი განწყობის და გარემოს გათვალისწინების მიხედვით შეეძლოთ. მაგ., გრილ ამინდში, მუქი ფერი, მანქანას უფრო მეტი მზის სინათლის შთანთქმაში დაეხმარება. ხოლო, ავტომობილის გასაგრილებლად, კორპუსისთვის, უფრო ღია ფერის მინიჭება შეიძლება. არხის სხვა სიახლეები:* ისტორიულ ფოტოებზე ასახული უცნაური მოვლენები და ფაქტები* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 24 (25 ფოტო)* მთავარი რაკურსია – ფოტოები რედაქტირების გარეშე 3* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?64 1-ს მოსწონს
|