x
მეტი
  • 13.03.2025
  • სტატია:140925
  • ვიდეო:351932
  • სურათი:513748
"ჩემთვის ძალიან მძიმე დღეა, მაგრამ მაინც უნდა დავწერო"- რას წერს ნიკა გვარამია

image


"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია მზია ამაღლობელთან დაკავშირებით პოსტს ავრცელებს და წერს:


"ჩემთვის ძალიან მძიმე დღეა, გასაგები მიზეზის გამო. მაგრამ მაინც უნდა მოვიცალო და დავწერო:


ივანიშვილის რეჟიმი მზია ამაღლობელს შეგნებულად და დემონსტრაციულად კლავს. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიწერა, დაგმო და მოითხოვა მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება. მიუხედავად ამისა, სისტემა ხაზგასმულად აიგნორირებს ყველაფერს და ცინიკურად არც კი განიხილავს სინდისის პატიმრის არათუ გათავისუფლების, არამედ აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) საკითხის შეცვლის განცხადებას.

ps ახლა უკვე თემურ ქათამაძეც კლინიკაში გადაუყვანით. მასაც სიკვდილი აქვს მისჯილი, როგორც ჩანს."- წერ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ "ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.


რამდენიმე დღის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მზია ამაღლობელი კლინიკა „ვივამედში“ სამედიცინო კვლევების ჩატარების მიზნით გადაიყვანეს. ის 36-ე დღეა, რაც შიმშილობს.





0
275
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
275