x
მეტი
  • 22.02.2025
  • სტატია:140441
  • ვიდეო:351931
  • სურათი:513277
უძველესი სამშენებლო ტექნოლოგიები მეცნიერებისთვის თავსატეხად იქცა

უძველეს დროში, როდესაც თანამედროვე მეცნიერების მონაცემებით, უფრო ნაკლები ცოდნა და სამშენებლო მასალა იყო და როცა ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ათასი წლის შემდეგ, "მოწინავე ტექნოლოგიები" გაჩნდებოდა, ძეგლებს აგებდნენ, რომელიც მთელს მსოფლიოს დღემდე აღაფრთოვანებს.

თანამედროვე ადამიანებს, ყველა წარმოსადგენი და წარმოუდგენელი შესაძლებლობა აქვთ. მაგრამ, არქიტექტურის თვალსაზრისით, სამწუხაროდ, არაფერში ეხმარებათ. მაგ., იაპონელმა მეცნიერებმა, თეორიულადაც კი ვერ შექმნეს პროექტი, რომლის მიხედვით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ეგვიპტის პირამიდების ასლის შექმნა იქნება შესაძლებელი. პირამიდების გარდა, სხვა ძეგლებიც არსებობს, რომლის ხელახლა აშენება, თანამედროვე ტექნოლოგიების და ჩვენი ცივილიზაციის საინჟინრო–სამშენებლო ცოდნის გამოყენებით, ასევე შეუძლებელია.


image



მაგ., თანამედროვე მეცნიერების და ინჟინერ–მშენებლების აღფრთოვანებას ქვის პოლიგონური წყობა იწვევს – იდეალური გეომეტრია თითოეულ ქვაში
image


ქვის პოლიგონური წყობის ტექნოლოგია, მშენებლობაში მრავალკუთხა ქვების გამოყენებას გულისხმობს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გვხვდება.


image


თუმცა, ამ ტექნოლოგიის გამოყენებაში, უდიდეს სრულყოფას ინკებმა მიაღწიეს, შექმნეს რა ნაგებობები, რომლებიც სიძლიერით და ქვების შეთავსების სიზუსტით, ნამდვილად რომ გაოცებას იწვევს.


image


მეცნიერები დღემდე კამათობენ იმაზე, თუ რა ხელსაწყოები და მეთოდები იქნა გამოყენებული, ამ უძველესი ნაგებობების შექმნისას?



ლიბანის ბაალბექი – საუკუნეებში ჩამარხული სიდიადე
image


ბაალბექი ბეირუთის ჩრდ-აღმოსავლეთით, მისგან 85 კმ-ს დაშორებით მდებარეობს და ოდესღაც, ყველაზე წმინდა ადგილად ითვლებოდა დედამიწაზე. ამ ქალაქს თითქმის მისტიკური ისტორია უკავშირდება. როდესაც ის ხელახლა "აღმოაჩინეს", არქეოლოგების უმრავლესობა, იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ბაალბექი – სხვა არაფერია, თუ არა, არამიწიერი ცივილიზაციის ნაგებობა.



image


ტერასა გიგანტური ზომის ქვის ბლოკებისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთთან ისე ზუსტად არის შეთავსებული, რომ ბლოკებს შორის ნემსის შეცურებაც კი შეუძლებელია. მისი II იარუსი 8 მ-ზეა განლაგებული და დღევანდელი ტექნიკის საშუალებით, მსგავსი ნაგებობის აშენება, ნამდვილად შეუძლებელია. განსაკუთრებით, იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ ტერასის სამხ-დას. კედლის საფუძველს 3 უზარმაზარი მეგაბლოკი წარმოადგენს, რომლებსაც დიდი ზომების გამო «ტრილიტონები» უწოდეს.

თითოეული ბლოკის სიგრძე, საშუალოდ, 21 მ-ია, სიმაღლე – 5 მ. სიგანე – 4 მ და დაახლოებით 800 ტ. იწონის! მეცნიერების გამოთვლით, ამ ზომის ბლოკის მხოლოდ ადგილიდან დასაძრავად, მინიმუმ 40 ათასი ადამიანის ძალისხმევა არის საჭირო. რომ დავუშვათ, რომ ამ რაოდენობის ადამიანის შეკრება, რომელიმე გავლენიან მეფეს მართლაც მოეხერხებინა, ისინი მაინც ვერ შეძლებდნენ, ერთდროულად, ერთი და იგივე მოქმედების შესრულებას, რადგან ამ რაოდენობის ხალხის მართვა, შეუძლებელი იქნებოდა.


image


ქვემოთ სურათზე სამხრეთის ქვად წოდებული ბლოკია, რომელიც სანახევროდაა დამუშავებული. ის ქალაქიდან 1 კმ-ის მოშორებით, ძველ ქვის სამტეხლოში აღმოაჩინეს და დაახლოებით, 1000 ტ. მაინც იქნება.


image


ძველი მშენებლების მიერ, ამხელა ქვების დამუშავების და ტრანსპორტირების მეთოდები, დღემდე საიდუმლოდ რჩება და მეცნიერთა კამათის საფუძველს წარმოადგენს.


image



კენკო — ქვის "პლასტილინის" ტექნოლოგიაimage


პერუს კენკოში ქვები ისე გამოიყურება, თითქოს ის ხელში პლასტილინივით დაარბილეს. ამასთან, ზოგიერთ ქვას, ჩაღრმავება აქვს, რომელიც მართლაც თითის ანაბეჭდებს მოგვაგონებს.


image


როგორ ახერხებდნენ უძველესი ოსტატები ქვის "დარბილებას" და მისთვის ასეთი უცნაური ფორმების მიცემას – დღემდე საიდუმლოდ რჩება.



შრავანაბელაგოლას კომპლექსი ინდოეთში — ჩარხის სიზუსტითimage


ტაძრების ეს კომპლექსი ინდოეთში* მდებარეობს და ჩვენი წ. აღრ. X საუკუნით თარიღდება.


image


ტაძრების სვეტები საოცარი გეომეტრიული სიზუსტით ხასიათდება, რაც ქვის თანამედროვე ჩარხებზე დამუშავების, ან თუნდაც, 3D პრინტერზე ამობეჭდვის ასოციაციას იწვევს.


image


როგორ ქმნიდნენ ძველი ოსტატები ასეთ იდეალური ფორმებს, თანამედროვე ხელსაწყოების გარეშე? – ამ კითხვაზე პასუხი, ჯერ–ჯერობით არ არსებობს.


რკინის სვეტი დელიში — ჟანგ–დაუმარცხებელიimage


ლითონის დიდი და მასიური ნაჭრების გამოწრთობის და დამუშავების მაღალტექნოლოგიური მეთოდები, ფართოდ იყო გავრცელებული უძველეს დროში. ჩვენი წინაპრები ლითონის დამუშავების მეტად რთულ სამეცნიერო ცოდნას ფლობდნენ, რომელიც მათ, სავარაუდოდ, უფრო ადრინდელი ცივილიზაციისგან მიიღეს, რაც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაკეთებული აღმოჩენებით მტკიცდება.


image


მეტალურგიის ტექნოლოგიები, ჯერ კიდევ ძველ ჩინეთში იყო ცნობილი. ეს ერთ–ერთი პირველი ცივილიზაცია იყო, დღეს ცნობილი ცივილიზაციებიდან, სადაც თუჯის გამოდნობა დაიწყეს. ძველ ინდოეთში კი, უჟანგავი რკინის ნივთებს ამზადებდნენ. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ რკინა იმიტომ არ ჟანგდებოდა, რომ ის დიდი რაოდენობით ფოსფორს შეიცავდა. ლითონის დამუშავების ძველი ტექნოლოგიების ერთ–ერთი შედევრი, – სვეტია, რომლის სიმაღლე 7 მეტრია და 6 ტონას იწონის. ის დელიში, კუტბ-მინარის მინარეთშია.

ცნობილია მისი აღმართვის თარიღიც – 415 წ. საოცარია, მაგრამ 1600 წელზე მეტი ხნის მანძილზე, ის პრაქტიკულად, უჟანგავი დარჩა!


image


მეცნიერებს ამ ფენომენის ახსნა და სვეტის ასლის ხელახლა შექმნა არ შეუძლიათ, რადგან შენადნობის ზუსტი შემადგენლობა და წარმოების ტექნოლოგია, დღემდე უცნობია.



ხეფრენის ტაძარი — მოღუნული ქვები, რომელიც გამოწვევად იქცა ლოგიკისთვისimage


ეს ტაძარი ხეფრემის პორამიდიდან 500 მ–ში მდებარეობს და ერთ–ერთი, ყველაზე საინტერესო უძველესი ნაგებობაა დედამიწაზე. ის ზემასიური ქვის ბლოკებით არის აშენებული, რომლიდანაც ზოგიერთი, 150 ტონაზე მეტს იწონის. ყველაზე საინტერესო ამ შემთხვევაში, მხოლოდ ის კი არ არის, თუ როგორ მოახერხეს ამხელა ქვების აწევა და ერთმანეთზე დალაგება, არამედ ის, თუ როგორ შეუთავსეს ერთმანეთს ბლოკები ისე, რომ მათ შორის დანის პირის გატარებაც კი შეუძლებელია.


image


განსაკუთრებულ ინტერესს კი, ტაძრის კუთხეებში, მოღუნული ქვები იწვევს. როგორ გამოჭრეს და დამონტაჟდნენ? – უცნობია.



ბარაბარის გამოქვაბულები — სარკისებური სიგლუვე და სრულყოფილი აკუსტიკაimage


ბარაბარის გამოქვაბულები ინდოეთის ჩრდ-აღმ–ში, ბიჰარის შტატში მდებარეობს და ძვ. წ. აღრ. III საუკუნით არის დათარიღებული. ის კლდიდან, მთლიანად ხელით არის გამოკვეთილი და ორ ნაწილად არის გაყოფილი: ერთი დარბაზი მართკუთხედის ფორმის არის. ხოლო მეორე – წრიულ–გუმბათოვანი.


image


გამოქვაბულების კედლები სარკესავით არის გაპრიალებული, რაც უნიკალურ აკუსტიკას ქმნის.


image


როგორ მოახერხეს უძველესმა ოსტატებმა, გამოქვაბულის კედლების ასეთი სიგლუვის მიღწევა? – მეცნიერებს პასუხი არც ამ კითხვაზე აქვთ



ლალიბელის კლდის ეკლესიები — გამოწვევა გრავიტაციასimage


ეთიოპიაში ქ. ლალიბელში, კლდეში გამოკვეთილი, 13 შუასაუკუნეების ეკლესიაა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, ტაძრები ვულკანურ ქანებში არის გამოკვეთილი და მრავალფეროვანი არქიტექტურული სტილით გამოირჩევა.

ლეგენდის მიხედვით, მშენებლობა 25 წელი გრძელდებოდა, რაც მუშაობის მასშტაბის და სირთულის გათვალისწინებით, თანამედროვე მეცნიერებს შორის, ეჭვს იწვევს.


image


ადგილობრივი მოსახლეობა თვლის, რომ ეკლესიების შექმნაში ანგელოზები მონაწილეობდნენ, რაც ხაზს უსვამს, ამ ადგილის მისტიკურ ატმოსფეროს.



კაილასანათას ტაძარი — ინდოეთის მონოლითური სასწაულიimage

კაილასანათას ტაძარი (მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი) – ინდის ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი ქმნილება. ის ერთიანი კლდიდან არის გამოკვეთილი და ინდუისტურ ღმერთს, შივას ეძღვნება


image


ტაძრის სიგრძე – 55 მეტრია, სიგანე – 36 მეტრი, ხოლო სიღრმე, რომელზეც ის კლდეში შედის – 33 მეტრი. ტაძარი 1980 კვ. მ–ს მოიცავს და ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ასეთი ტაძრის შექმნა, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებითაც კი შეუძლებელია.


image


როგორ მოახერხეს უძველეს დროში, ასეთი უზარმაზარი ტაძრის კლდეში გამოკვეთა, მისი ჩამოშლის გარეშე? – უცნობია.


სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისას, ასეთი ნაგებობების დათვალიერების დროს, ყოველთვის კითხვა ჩნდება, თუ რა ცოდნას და ტექნოლოგიებს ფლობდნენ ჩვენი წინაპრები, ან როგორ ქმნიდნენ შედევრებს, რომლის აშენება, ზოგჯერ, თანამედროვე ტექნოლოგიებითაც კი შეუძლებელია?


* ინდოეთი — ულამაზესი ქვეყანაა, მდიდარი ისტორიით და უამრავი საიდუმლოებით. განსაკუთრებით კი, აღსანიშნავია მისი საოცარი ტაძრები. ეს ნამდვილი არქიტექტურული შედევრებია, რომლებიც არ ჯდება რომელიმე, კონკრეტულ ჩარჩოში. ქვაში ნაკვეთ ფიგურებზე უამრავი პატარა და საინტერესო დეტალია, რომლის დათვალიერება და შესწავლა, საათობით შეიძლება. აქ ამ საოცარი ნაგებობების რამდენიმე ფოტოს წარმოგიდგენთ: გაგრძელება >>>


imageარხის სხვა სიახლეები:


* "ჩვენ მოწინავე ცივილიზაციას გადავეყარეთ, რომელიც, ალბათ, 100 მლნ. წლით ხანდაზმულია" – აცხადებს ყოფილი ასტრონავტი

* "II მსოფლიო ომი შურისძიება იყო გერმანელების გენოციდისთვის გამო"... – ვის ადანაშაულებდა III რაიხი?

* რატომ უშვებს ღმერთი ავადმყოფობას და უბედურებას? – პასუხი კითხვაზე (იგავი)

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
111
შეფასება არ არის
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
111
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0