თეატრი "4 შვილის დედა და ესეთ ფორმაში, ბრავო"-თაკო ტაბატაძე პიკანტურ ფოტებს აქვეყნებს 16 თებერვალი, 17:32 ![]() თაკო ტაბატაძე ამჯერად ახალ პიკანტურ ფოტოებს „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე აქვეყნებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „უკაცრავად, რამდენი შვილი გყავთ გაჩენილი?“. „4 შვილის დედა და ასეთ ფორმაში, ბრავო“. „უნიჭიერესთან ერთად ულამაზესია ეს საოცარი გოგო“, - წერენ კომენტარებში. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() შეგახსენებთ, თაკო ტაბატაძე 2009 წელს 17 წლის ასაკში გათხოვდა მუსიკოს გია ბაღაშვილზე, რომელიც მასზე 20 წლით უფროსი იყო, წყვილს შეეძინა 4 გოგონა. 2022 წლის თებერვალში კი ფართო საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ წყვილი უკვე კარგა ხანია ერთად აღარ ცხოვრობდა. თაკო ტაბატაძე ამ პერიოდში უკვე მასზე უმცროს ფეხბურთელს, ნუგზარ სპანდერაშვილს ხვდებოდა, თუმცა მასაც 2023 წლის სექტემბერში დაშორდა. მაშინ მსახიობმა მოკლე ლაკონური პასუხით შემოიფარგლა: „ჩემი ცხოვრებაა და არ მინდა ამაზე საუბარი“. თაკო ტაბატაძე თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელით გასული წლის დეკემებეში გამოეხმაურა. მისი თქმით, ძალადობა აქციის მშვიდობიან მოქალაქეებზე და მედიის წარმომადგენლებზე იმის მაჩვენებელია, რომ “ქვეყანას “მართავს” კრიმინალური დაჯგუფება“. “მგონია რომ რაღაც კოშმარულ სიზმარში ვარ, რომელიც იმედი მაქვს მალე დამთავრდება! აღმოვჩნდით ავტორიტარულ რეჟიმში სადაც ქვეყანას “მართავს” კრიმინალური დაჯგუფება!!! სახლებში ორდერის გარეშე შევარდნა, მშვიდობიანი მომიტინგეების დასახიჩრება, სასამართლოს სადამსჯელო იარაღად გამოყენება, დაშინება, ცრუ ბრალდებები, რეპრესიები, მედიაზე თავდასხმა და ძალადობა!!!! მედიაზე ხალხნო!!!! რომელიც ფრონტის წინა ხაზზეც კი ხელშეუხებელი უნდა იყოს!!!!!"-წერდა მსახიობი. 554 4-ს მოსწონს
|