სხვა მტანჯველი სიკვდილი:კაცი სამუდამოდ თავდაყირა დარჩა გამოქვაბულში 15 თებერვალი, 15:10 ![]() Natti Patti ითვლებოდა შესანიშნავ ადგილად დამწყები მკვლევრებისთვის, სხვადასხვა სექციები მონიშნულია მათი სირთულის დონის მიხედვით. მიუხედავად მისი პოპულარობისა, ბევრ მღვიმეში მოყვარულები სივიწროვის და მიხვეულ-მოხვეულ გადასასვლელების გამო ხშირად იჭედებოდნენ. 1999 წლიდან 2004 წლამდე გამოქვაბულში ექვსი ადამიანი ჩარჩა, თუმცა ყევლა გადაარჩინეს. მზარდი ინციდენტების გამო, Natty Patty 2006 წელს სამი წლით დაიკეტა. ![]() ძმებმა გადაწყვიტეს გამოქვაბულის სიღრმეების შესწავლა, რათა ეპოვათ ადგილი, რომელიც ცნობილია როგორც "სათავის არხი", უკიდურესად ვიწრო გასასვლელით. მალე ჯონმა იპოვა ადგილი, რომელიც, მისი აზრით, იყო "სათავის არხის" შესასვლელი. მან დაიწყო შეძრომა თითქმის თავით ქვემოთ და მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა. მას ეჩვენებოდა, რომ წინ გასასვლელი ფართოვდებოდა. ჯონმა ამოისუნთქა მკერდის მოცულობის შესამცირებლად და ნაპრალში შეძვრა. წინ გაფართოება არ აღმოჩნდა. მამაკაცი კიდევ უფრო ღრმად ჩაცურდა, სადაც თავდაყირა აღმოჩნდა 45 სმ სიგანისა და 25 სმ სიმაღლის სივრცეში. ![]() ![]() მომდევნო რამდენიმე საათის განმავლობაში, სამაშველო ოპერაციის ყველა მონაწილე, მათ შორის სასწრაფო დახმარების სამსახურები, აქტიურად განიხილავდნენ, როგორ გაეთავისუფლებინათ ჯონი მიწისქვეშა პატიმრობიდან. ცდილობდნენ ზედაპირის შეზეთვას და ხვრელების გაბურღვას, მაგრამ კლდის სიხისტისა და უხერხული პოზიციის გამო მუშაობა ნელა და მტკივნეულად მიმდინარეობდა. საბოლოოდ, გუნდმა გაარკვია, თუ როგორ უნდა გამოეყვანათ ტყვე თოკებისა და ბორბლების რთული სისტემის გამოყენებით. თუმცა მის დამონტაჟებას რამდენიმე საათი დასჭირდა, რადგან გამოქვაბულის სივიწროვის გამო ჯონთან ჩასვლა მხოლოდ ერთ ადამიანს შეეძლო. ამ დროისთვის მამაკაცის მდგომარეობა გაუარესდა, მას უჭირდა სუნთქვა, მას გული ორჯერ უფრო სწრაფად უცემდა, რადგან ეწინააღმდეგებოდა მიზიდულობის ძალას და აიძულებდალიერებდა სისხლის უწყვეტ დინებას ტვინისკენ. მას მიაწოდეს რადიოგადამცემი, რითაც შეძლო თავის მეუღლე ემილისთან საუბარი. ![]() როდესაც ის თითქმის ზედაპირზე იყო, ჯგუფმა გადაწყვიტა მცირე შესვენება. და ამ დროს მოხდა კატასტროფა . კლდეზე დამაგრებული ერთ-ერთი შკივი გატყდა და ჯონი კიდევ უფრო ღრმად ჩავარდა ნაპრალში. მაშველმა ჯონის ფეხებზე ახალი თოკის მიბმა სცადა, მაგრამ თავადაც კინაღამ გაიჭედა. 27 საათის ტყვეობაში ყოფნის შემდეგ ჯონი ძახილზე აღარ რეაგირებდა, მალე ექიმი ჩავიდა და დაზარალებულის გარდაცვალება დაადასტურა. ![]() 2016 წელს ამ ტრაგიკულ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი "უკანასკნელი დაღმართი" გამოვიდა. 372 2-ს მოსწონს
|