x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ისტორიულ ფოტოებზე ასახული უცნაური მოვლენები და ფაქტები

წარსული მდიდარია საოცარი და წარმოუდგენელი მოვლენებით, რომელთა შესახებ, თქვენ, შეიძლება, არც კი გსმენიათ... და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ყველაფრის ცოდნა, მსოფლიოში ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანსაც კი, არ შეუძლია. თუ ისტორია გაინტერესებთ, მაგრამ არ გაქვთ სახელმძღვანელოების და ენციკლოპედიების კითხვის დრო და სურვილი — გამოსავალი არსებობს... ალტერნატივა — ისტორიული ფოტოებია. სწორედ ის გვაძლევს წარსულის ატმოსფეროს შეგრძნების საშუალებას. ფოტოგრაფიის წყალობით, შთამომავლებისთვის, უამრავი უნიკალური მომენტია აღბეჭდილი. აქ სწორედ, საოცარი ისტორიული ფაქტების და ფოტოების მცირე ნაკრებს გთავაზობთ:



A VENDRE (იტ. იყიდება) – სიღარიბისა და შიმშილის გამო, არასასურველ ბავშვებს ყიდდნენ. იტალია 1940 წ.image



II მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებული ზეიმის შემდეგ. ნიუ-იორკი, 1945 წ. 14 აგვისტოimage



ომიდან დაბრუნებული მეომრები, «Queen Elizabeth»–ის გემბანი. ნიუ–იორკის ნავსადგური, 1945 წ.image



ტელეგრაფის, ელექტრო და სატელეფონო სადენები ქუჩაში. ნიუ-იორკი, 1888 წ.image



აშშ–ს საფოსტო განყოფილება 1913 – 1915 წწ. «საბავშვო ფოსტით» იყო დაკავებული – ბავშვები და ჩვილებიც კი, ფოსტით ისე იგზავნებოდნენ, როგორც ამანათები.image



ყველაზე «ლამაზი» თვითმკვლელობა – 1947 წლის 1 მაისს, 23 წლის ეველინ მაკჰეილი ემპაირ სტეიტ ბილდინგის 86 სართულიდან გადმოხტა და ცათამბჯენის მახლობლად მდგარ, გაეროს ლიმუზინს დაეცა. ფოტოგრაფმა რობერტ უაილისმა გოგონას უსულო სხეული გადაიღო... და ფოტო მაშინვე ცნობადი გახდა.image



არალეგალურ სპირტს ღვრიან «მშრალი კანონის» დროს. დეტროიტი, აშშ, 1929 წ.image



ავარია სადგურ მონპარნასზე, პარიზი, 1895 წ. 22 ოქტომბერი. მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ბაქანზე ავარდა. ამის შემდეგ, მთელი სადგური გაიარა, გაანგრია და 10 მეტრიანი სიმაღლიდან, ქუჩაში დაეცა. როგორც გაირკვა, ავარიის მიზეზი, მატარებლის უფროსის განკარგულება იყო, რომელმაც მემანქანეს მუხრუჭების გათიშვის ბრძანება მისცა. თუმცა, ინსტრუქციით, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მატარებლის სიჩქარემ მოულოდნელად მატება დაიწყო და შედეგად, ექსტრემალურმა დამუხრუჭებამაც კი, მატარებლის შეჩერება ვერ შეძლო.image



ყველაზე დიდი ცხენი მსოფლიოში, აშშ, 1930 წ. ცხენის სიმაღლე 198 სმ. იყო, წონა კი – 1451 კგ. მიუხედავად მისი ზომისა, ცხენი განთქმული იყო თავისი კეთილი და საკმაოდ დამყოლი ხასიათით. ის სიამოვნებით ეკონტაქტებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქის ბაზრობებზე, მის სანახავად მოდიოდნენ.image



ცნობილი ამერიკელი მძარცველების – ბონის და კლაიდის ავტომობილი. ტეხასელმა რეინჯერებმა კრიმინალები ავტომობილში ჩაცხრილეს. ზედაპირის ნატყვიარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მანქანას 167 ტყვია მოხვდა და მის მგზავრებს, გადარჩენის შანსი ნამდვილად არ ჰქონდათ. ბიენვილი, აშშ, 1934 წ. 23 მაისი.image



სტომატოლოგია ძველ ეგვიპტეშიimage



აღმოსავლეთ ბერლინელები მიემგზავრებიან დასავლეთ ბერლინისკენ, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. 1989 წ.image


imageარხის სხვა სიახლეები:


* ფოტოები კარგი განწყობისთვის – 24 (25 ფოტო)

* არც რწმენა, არც სიყვარული, არც სიმდიდრე... სინამდვილეში, რა არის ცხოვრების აზრი?

* მთავარი რაკურსია – ფოტოები რედაქტირების გარეშე 3

* რომელი ვიტამინი უწყობს ხელს წონაში კლებას და მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას?



0
188
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0