ფოტოგრაფია ისტორიულ ფოტოებზე ასახული უცნაური მოვლენები და ფაქტები 17 თებერვალი, 12:34 წარსული მდიდარია საოცარი და წარმოუდგენელი მოვლენებით, რომელთა შესახებ, თქვენ, შეიძლება, არც კი გსმენიათ... და ეს გასაკვირი არც არის, რადგან ყველაფრის ცოდნა, მსოფლიოში ყველაზე ცნობისმოყვარე ადამიანსაც კი, არ შეუძლია. თუ ისტორია გაინტერესებთ, მაგრამ არ გაქვთ სახელმძღვანელოების და ენციკლოპედიების კითხვის დრო და სურვილი — გამოსავალი არსებობს... ალტერნატივა — ისტორიული ფოტოებია. სწორედ ის გვაძლევს წარსულის ატმოსფეროს შეგრძნების საშუალებას. ფოტოგრაფიის წყალობით, შთამომავლებისთვის, უამრავი უნიკალური მომენტია აღბეჭდილი. აქ სწორედ, საოცარი ისტორიული ფაქტების და ფოტოების მცირე ნაკრებს გთავაზობთ: A VENDRE (იტ. იყიდება) – სიღარიბისა და შიმშილის გამო, არასასურველ ბავშვებს ყიდდნენ. იტალია 1940 წ. II მსოფლიო ომის დასრულებასთან დაკავშირებული ზეიმის შემდეგ. ნიუ-იორკი, 1945 წ. 14 აგვისტო ომიდან დაბრუნებული მეომრები, «Queen Elizabeth»–ის გემბანი. ნიუ–იორკის ნავსადგური, 1945 წ. ტელეგრაფის, ელექტრო და სატელეფონო სადენები ქუჩაში. ნიუ-იორკი, 1888 წ. აშშ–ს საფოსტო განყოფილება 1913 – 1915 წწ. «საბავშვო ფოსტით» იყო დაკავებული – ბავშვები და ჩვილებიც კი, ფოსტით ისე იგზავნებოდნენ, როგორც ამანათები. ყველაზე «ლამაზი» თვითმკვლელობა – 1947 წლის 1 მაისს, 23 წლის ეველინ მაკჰეილი ემპაირ სტეიტ ბილდინგის 86 სართულიდან გადმოხტა და ცათამბჯენის მახლობლად მდგარ, გაეროს ლიმუზინს დაეცა. ფოტოგრაფმა რობერტ უაილისმა გოგონას უსულო სხეული გადაიღო... და ფოტო მაშინვე ცნობადი გახდა. არალეგალურ სპირტს ღვრიან «მშრალი კანონის» დროს. დეტროიტი, აშშ, 1929 წ. ავარია სადგურ მონპარნასზე, პარიზი, 1895 წ. 22 ოქტომბერი. მატარებელი რელსებიდან გადავიდა და ბაქანზე ავარდა. ამის შემდეგ, მთელი სადგური გაიარა, გაანგრია და 10 მეტრიანი სიმაღლიდან, ქუჩაში დაეცა. როგორც გაირკვა, ავარიის მიზეზი, მატარებლის უფროსის განკარგულება იყო, რომელმაც მემანქანეს მუხრუჭების გათიშვის ბრძანება მისცა. თუმცა, ინსტრუქციით, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. მატარებლის სიჩქარემ მოულოდნელად მატება დაიწყო და შედეგად, ექსტრემალურმა დამუხრუჭებამაც კი, მატარებლის შეჩერება ვერ შეძლო. ყველაზე დიდი ცხენი მსოფლიოში, აშშ, 1930 წ. ცხენის სიმაღლე 198 სმ. იყო, წონა კი – 1451 კგ. მიუხედავად მისი ზომისა, ცხენი განთქმული იყო თავისი კეთილი და საკმაოდ დამყოლი ხასიათით. ის სიამოვნებით ეკონტაქტებოდა იმ ადამიანებს, რომლებიც ქალაქის ბაზრობებზე, მის სანახავად მოდიოდნენ. ცნობილი ამერიკელი მძარცველების – ბონის და კლაიდის ავტომობილი. ტეხასელმა რეინჯერებმა კრიმინალები ავტომობილში ჩაცხრილეს. ზედაპირის ნატყვიარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მანქანას 167 ტყვია მოხვდა და მის მგზავრებს, გადარჩენის შანსი ნამდვილად არ ჰქონდათ. ბიენვილი, აშშ, 1934 წ. 23 მაისი. სტომატოლოგია ძველ ეგვიპტეში აღმოსავლეთ ბერლინელები მიემგზავრებიან დასავლეთ ბერლინისკენ, ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ. 1989 წ.
|
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი |