სხვა ავლიპ ზურაბაშვილი-სახალისო ისტორიები გუშინ, 10:49 ![]() "მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები, განსაკუთრებით, დედა და მამა", - ეს ცნობილი გამონათქვამი ავლიპ ზურაბიშვილს ეკუთვნის. ფრაზა მაშინვე აიტაცეს, თუმცა მათგან შეიძლება ბევრმა არ იცოდა, რას გულისხმობდა დიდი მოაზროვნე ამ ფრთიან გამონათქვამში. ის ირონიულად ამბობდა სიმართლეს - კომუნისტური მშობლიური პარტიის, მშობლიური ლენინისა და ასე შემდეგ, აი, ამდენი მშობლებიდან მე ყველაზე მეტად დედ-მამა მიყვარსო. ![]() *** ცნობილია, რომ ავლიპ ზურაბიშვილი კომუნისტური პარტიის წევრიც იყო. ესწრებოდა ყრილობებს და სტატუსის მიხედვით პრეზიდიუმში ეკუთვნოდა ადგილი, თუმცა ყოველთვის იგვიანებდა და პირველ რიგში ჯდებოდა, ჩვეულებრივ პარტიულ მუშაკთა შორის. როდესაც მიუთითებდნენ, ბატონო ავლიპ, თქვენი ადგილი ხომ პრეზიდიუმშია, ამობრძანდით ჩვენთანო, პასუხობდა, აქედან უკეთესად გაკვირდებითო. ![]() *** "პეტერბურგში დიდი სამედიცინო კონფერენცია ტარდებოდა, რომელსაც ავლიპიც ესწრებოდა. ევროპელი მომხსენებლები თავიანთი მიღწევებით, ახალშექმნილი წამლებით იწონებდნენ თავს. ავლიპის გვერდით მაშინდელი საბჭოთა კავშირის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი მჯდარა, რომელსაც მამაჩემისთვის გადაულაპარაკია: ავლიპ, მხოლოდ შენ თუ გადაგვარჩენ, გთხოვ, ამ ევროპელებს საკადრისი პასუხი გაეციო. მამასაც არ დაუყოვნებია, მისულა ტრიბუნასთან და უთქვამს: მოხარული ვართ თქვენი მიღწევებით, მაგრამ არსებობს ერთი წამალი, რომელიც ყველაფერს კურნავს - ეს არის დღეში ერთი კოვზი სიხარულიო. ცხადია, ასეთ რამეს არავინ ელოდა. როგორც ამბობენ, მის სიტყვებს დიდი მხიარულება და აპლოდისმენტები გამოუწვევია", - იხსენებს "ავერსთან" საუბარში ზურაბ ზურაბიშვილი. <<განაგრძეთ კითხვა>> 232 2-ს მოსწონს
|