1. "Calibre" (2018) - ბრიტანული თრილერი ორ მეგობარზეა, რომლებიც შოტლანდიის მაღალმთიანეთში სანადიროდ მიემგზავრებიან. მათი მოგზაურობა მოულოდნელად კოშმარულ სიტუაციაში გადაიზრდება, როდესაც ისინი ერთი საბედისწერო შეცდომის შემდეგ ცდილობენ ადგილობრივების ყურადღებისგან დამალვას.
ფილმი გამოირჩევა დაძაბული ატმოსფეროთი და მორალური დილემების განხილვით.
IMDb რეიტინგი: 6.8/10
2. "Misery" (1990) - სტივენ კინგის რომანის ადაპტაცია, სადაც ცნობილი მწერალი პოლ შელდონი ავტოავარიაში მოჰყვება და მისი ყველაზე დიდი ფანი, ენი უილკსი, მას სახლში შეიფარებს. რაც თავიდან გულმოწყალე დახმარებად ჩანს, სწრაფად გადაიქცევა კოშმარად, როდესაც ენი იწყებს ავტორის კონტროლს და მასზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას.
ფილმი გამოირჩევა დაძაბული ატმოსფეროთი და კეთი ბეითსის ოსკაროსანი შესრულებით.
IMDb რეიტინგი: 7.8/10
3. "Dracula: Dead and Loving It" (1995) - მელ ბრუკსის კომედიური პაროდია ბრემ სტოკერის "დრაკულა"-ზე. ფილმი გრაფ დრაკულაზეა, რომელიც ლონდონში ჩადის და იწყებს თავისი გეგმის განხორციელებას, თუმცა მოვლენები აბსურდულ და სასაცილო სიტუაციებში ვითარდება.
ფილმი გამოირჩევა ბრუკსისათვის დამახასიათებელი იუმორით, სიტყვიერი თამაშებით და აბსურდული სცენებით.
IMDb რეიტინგი: 5.8/10
4. "Phantom of the Paradise" (1974) - ბრაიან დე პალმას მუსიკალური ჰორორი და სატირა, რომელიც მოგვითხრობს ნიჭიერ კომპოზიტორ ვინსლოუ ლიჩზე. იგი ხვდება გავლენიანი პროდიუსერის, სვონის მახეში. მისი მუსიკის მოპარვის შემდეგ, ლიჩი ტრაგიკული ინციდენტის გამო დამახინჯებული რჩება და იწყებს შურისძიებას
"Paradise" სახელით ცნობილ საკონცერტო დარბაზში.
ფილმი გამოირჩევა უნიკალური ვიზუალური სტილით, ბრწყინვალე საუნდტრეკითა და შოუ-ბიზნესის სამყაროს კრიტიკით.
IMDb რეიტინგი: 7.3/10
5. "Dragonslayer" (1981) - მეთიუ რობინსის შუა საუკუნეების ფენტეზი, მოგვითხრობს ახალგაზრდა ჯადოქრის შეგირდზე, გალენზე, რომელსაც დაევალა უძველესი და საშინელი დრაკონის – ვერიმოტრაქსის განადგურება. როდესაც მეფე კასოდორის სამეფოს ქალიშვილები დრაკონის მსხვერპლად შეწირვის საფრთხის წინაშე დადგებიან, გალენი მიიღებს გამოწვევას დაამარცხოს მითიური ქმნილება.
ფილმი გამოირჩევა განსაკუთრებული პრაქტიკული სპეცეფექტებითა და ერთ-ერთი საუკეთესო კინემატოგრაფიული დრაკონით.
IMDb რეიტინგი: 6.6/10
6. "Orphan" (2009) - ჟაუმე კოლეტ-სერას ფსიქოლოგიური ჰორორი მოგვითხრობს კეიტსა და ჯონზე, რომლებიც ტრაგედიის შემდეგ იშვილებენ ერთი შეხედვით ნათელ და ზრდილ გოგონას, ესტერს. თუმცა, ოჯახში მისი მოსვლის შემდეგ, უცნაური და შემაშფოთებელი მოვლენები იწყება.
ფილმი გამოირჩევა დაძაბულ ატმოსფეროს განვითარებითა და იკვლევს ნდობის, ოჯახის დინამიკისა და საიდუმლოებების თემებს.
IMDb რეიტინგი: 7.0/10
![როცა არ იცი რას უყურო: ფილმების
რეკომენდაციები - ნაწილი 13 image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202502/2025020318153679230.png)
გადახედე ამ სტატიებსაც
როცა არ იცი რას უყურო: ფილმების რეკომენდაციები - ნაწილი 12
როცა არ იცი რას უყურო: ფილმების რეკომენდაციები - ნაწილი 11
როცა არ იცი რას უყურო: ფილმების რეკომენდაციები - ნაწილი 10